როგორ შევინარჩუნოთ მოხდენილი ყელი და კისერი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევინარჩუნოთ მოხდენილი ყელი და კისერი

კანს მოვლა სჭირდება არა მარტო მაშინ, როდესაც დაკარგავს ელასტიკურობასა და სიმკვრივეს, გაუჩნდება ნაოჭები, ნაკეცები, წარმოიქმნება ორმაგი ნიკაპი, არამედ გაცილებით ადრეც. გაცილებით მარტივია დეფექტების პროფილაქტიკა, ვიდრე მისგან გათავისუფლება.

კისრის არე სახეზე ადრე ბერდება, იმიტომ, რომ ეს ნაწილი მუდმივ დინამიკაშია. ნერვული სისტემის ნებისმიერი ცვლილება აისახება ყელის მდგომარეობაზე. მღელვარების, ნერვიულობისა თუ გაღიზიანებისას კისრის კანი წითელი ლაქებით იფარება. მაგრამ ქალები ხშირად სახის კანს გულდასმით უვლიან და კისრის მიდამოს საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას. არადა, ყველა პროცედურა, კანის ტიპისა და მდგომარეობის მიუხედავად, აუცილებლად კისრის მიდამოზეც უნდა გავრცელდეს. უპირველესად ეს ეხება ნიკაპს, სადაც კანი თხელი, ნაზი და მშრალია. აქ ყველაზე ადრე წარმოიქმნება ცხიმის გროვა. ასაკთან ერთად, ქსოვილის სიმკვრივის დაქვეითების გამო ამ მიდამოში ყველაზე ადრე ირღვევა სახის სწორი ოვალი, რაც გახდომისას ან გასუქებისას შეიძლება აღინიშნოს. კისრის არის მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს ასევე თავდახრილი მუშაობა, მავნე ჩვევები, არასწორი მოქმედებები:

  • თავის ზედმეტად სწრაფი მოძრაობა;
  • მოხრილი მუშაობის ჩვევა;
  • ხშირად თავდახრილი (კისრის კუნთების მუდმივი შეკუმშვა) ყოფნა;
  • ძილის დროს სხეულის არასწორი მდებარეობა (მაღალი სასთუმალი), წოლისას კითხვა (ნიკაპი ორივე შემთხვევაში ძალიან არის მიბჯენილი მკერდს, რაც მეორე ნიკაპსა და ნაოჭებს წარმოქმნის);
  • სიარულისას, კითხვისას, ქსოვისას თავის მკერდზე დაშვება.

კანის მოშვებულობის ასარიდებლად და კისრის სასურველი მდგომარეობის შესანარჩუნებლად, უპირველესად, აუცილებელია თავის სწორად დაჭერა.

კისრის მიდამოს კანის მოვლის წესები

  • კისრის კანის ელასტიკურობის შესანარჩუნებლად საჭიროა წყლის მაღალი პროცენტობის შემცველი კრემები. ასაკთან ერთად მას უნდა დაემატოს ვიტამინიზებული საცხები (რომლებიც ასტიმულირებს ეპიდერმისის უჯრედების განახლებას) და დამატენიანებელი ეფექტის მქონე კრემები;
  • კანის გასამაგრებლად და საკვებად რეკომენდებულია ბიოლოგიური ექსტრაქტებისა და მცენარეული ნივთიერებების (ხილისა და ბოსტნეულის ნიღბები - ლიმონის, ფორთოხლის, გრეიპფრუტის წვენი, სასურველია ასევე მარილიანი წყლის ნიღბები) შემცველი ნიღბების გამოყენება;
  • კისრის კუნთების გასამაგრებლად (კისერზე ნაოჭებისა და ნაკეცების არსებობისას) ვიტამინიზებული კრემის წასმის წინ მშრალ კანზე, ნაოჭების პერპენდიკულარულად, გაიკეთეთ 1-2-წუთიანი ჩქმეტისმაგვარი მოძრაობები;
  • მშრალი და მოშვებული კანისთვის სასარგებლოა რომელიმე მცენარის ზეთის თბილი კომპრესები, დღეგამოშვებით კონტრასტული წყლით დაბანასთან მონაცვლეობით, ამ პროცედურის შემდგომ კი რეკომენდებულია მკვებავი ნიღბის გამოყენება;
  • ცხიმოვანი გროვებისას შესაძლებელია ელექტრომასაჟის კურსის ჩატარება დარსონვალით, რასაც მოჰყვება პარაფინის ნიღაბ-სახვევის გაკეთება სამკურნალო დანიშნულებით. ეს პროცედურა ააქტიურებს ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების მუშაობას, აძლიერებს კანში ცვლით პროცესებს. კურსი შეადგენს 10-12 ნიღაბ-სახვევს, კვირაში 2-3-ჯერ, გაზაფხული-შემოდგომის პერიოდში;
  • კანი რომ არ გამოშრეს, საჭიროა დილას, შუადღესა და საღამოს ცხიმიანი კრემის წასმა;
  • კვირაში ერთხელ რეკომენდებულია ამ ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონის წასმა: 1 ჩაის ჭიქა წყალი, 1 ს/კ მარილი, 1 ს/კ არაყი და 1 ჩ/კ ლიმონის წვენი ან ძმარი;
  • კვირაში ერთხელ კისერზე წაისვით თბილი ზეითუნის ზეთი.

კისრის მიდამოს კანის წმენდა და კვება

საღამოს, წყლისა და ქაფის გარდა, კარგია მჟავე რძე, ლოსიონები მშრალი და ნორმალური კანისთვის, ზეთი და თხევადი კრემები. მკვებავი კრემი უნდა წაისვათ სახისა და კისრის გაწმენდის შემდეგ:

  • ორივე ხელისგულზე მსუბუქად წაისვით კრემი და თავი უკან გადასწიეთ. წაისვით კრემი კისრის არეში ორივე ხელით რიგრიგობით - მარჯვენა ხელით კისრის მარცხენა მხარეს და მარცხენა ხელით კისრის მარჯვენა მხარეს. ეს მოძრაობები გააკეთეთ ხელისგულებით ქვემოდან ზემოთა მიმართულებით კისრიდან სახის კონტურისკენ;
  • 3-4-ჯერ ხელისგულები წაუსვით კისრის გვერდითა ზედაპირს, ყურის ბიბილოდან მხრის მიმართულებით;
  • კისრის არეში კრემის წასმისას გაფრთხილდით, რადგან ფარისებრი ჯირკვალი ძალიან მგრძნობიარეა და არ შეიძლება ენერგიული მოძრაობით მისი გაღიზიანება;
  • კანისკენ სისხლის აქტიური მოდინებისთვის თითებით 2-3-4-ჯერ გააკეთეთ დარტყმითი მოძრაობა კისრის გვერდითი ზედაპირის შუა ნაწილიდან სახის კონტურის მიმართულებით, ვერტიკალურად.