რა ვიცით ბიფიდობაქტერიების შესახებ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

რა ვიცით ბიფიდობაქტერიების შესახებ

რა ვიცით ბიფიდობაქტერიების შესახებ
ნაწლავში ბიფიდობაქტერიების რაოდენობის შემცირება საკვების მონელებაზე უარყოფითად აისახება. დღეისათვის ბიფიდობაქტერიების მიღების ყველაზე პოპულარული მეთოდი რძის გემრიელი პროდუქტებია, თუმცა რამდენიმე მომენტია გასათვალისწინებელი. მაგალითად, ბიფიდობაქტერიები ცუდად ძლებენ კეფირის დედოში და პროდუქტის სამკურნალო თვისებები მხოლოდ დროის ძალიან მოკლე პერიოდში ნარჩუნდება. რძის წარმოებიდან 12 საათის შემდეგ რძის ნახშირწყლოვანი შემადგენლობა მკვეთრად იცვლება და ბიფიდობაქტერიების რაოდენობაც მცირდება. ამიტომ ბიოკეფირის შეძენისას დარწმუნებული ვერ იქნებით, რომ მისგან მოსალოდნელ სამკურნალო ეფექტს მიიღებთ.

კეფირისგან განსხვავებით, იოგურტი ბიფიდოკულტურებისთვის კარგი გარემოა. მათი რაოდენობა არ იცვლება იოგურტის ვარგისიანობის მთელი ვადის განმავლობაში, მაგრამ აქაც
არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ზოგიერთ იოგურტში დამატებული ხელოვნური არომატიზატორები და საღებავები ბიფიდოკულტურის ცხოველმყოფელობას ეწინააღმდეგება. ბაქტერიები სწრაფად იღუპებიან, სასიამოვნო გემოს გამო კი მცირე სარგებლის მქონე პროდუქტი შეგვრჩება ხელთ.

ექიმების მტკიცებით, ბიფიდობაქტერიებს სარგებელი მხო­ლოდ ხშირი მიღებისას და ისიც - უშუალოდ ჭამის მომენტში მოაქვს, რადგანაც ბიფიდობაქტერიები კუჭის მჟავე
გარემოს მიმართ მგრძნობიარენი არიან, ჭამის დროს კი მჟავიანობის დონე ქვეითდება, რაც ბიფიდოკულტურის გადარჩენას ეხმარება.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზრდასრული ადამიანის ნაწლავში ბიფიდობაქტერიების ცხოვრების ხანგრძლივობა მცირეა, უკეთეს შემთხვევაში, ერთი კვირა, იმის მიხედვით, რას ვჭამთ და ვსვამთ. ალკოჰოლი და ცხიმი ბიფიდობაქტერიებისთვის დამღუპველია, ამიტომ ნოყიერი ვახშმის შემდეგ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ სრულად დაკარგეთ ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიები.


სასარგებლო პროდუქტები კარგი განწყობისთვის

ცნობილია, რომ ნოყიერი და გემრიელი სადილის ან ვახშმის შემდეგ განწყობაც უმჯობესდება, ადამიანი უფრო კეთილი და მხიარული ხდება, რაც სრულებითაც არაა გასაკვირი. ადამიანის განწყობა უშუალოდ უკავშირდება მიღებულ პროდუქტებს. სასარგებლო პროდუქტს შეუძლია სტრესის დამარცხება და მხიარულების შეგრძნების მონიჭება.

მარგებელ პროდუქტებში არსებული ვიტამინები და მიკროელემენტები ორგანიზმს ადამიანის განწყობაზე მოქმედი ჰორმონების გამომუშავებაში ეხმარება. სეროტონინი და ნორადრენალინი, ე.წ. “ბედნიერების ჰორმონები”, შაქრითა და ნახშირწყლებით მდიდარ პროდუქტებშია.

მოწყენილობისას ტკბილის მიღების სურვილი ბევრისთვის ნაცნობი შეგრძნებაა. შოკოლადი ააქტიურებს კმაყოფილების ცენტრს და ამძაფრებს სიყვარულის შეგრძნებას. ბანანი, მასში არსებული В6 ვიტამინის გამო, მოქმედებს ქალის ფსიქიკასა და განწყობაზე. ამ ვიტამინით მდიდარია ნიგოზი, თხილი, პარკოსნები, ხორცი, თევზი - ეს სასარგებლო პროდუქტები ადამიანს დეპრესიის დაძლევაში ეხმარება.

თუ ტკბილი არ გიყვართ, იგივე ვიტამინები შეგიძლიათ მიიღოთ ხორცის, კვერცხისა და თევზის მეშვეობით. ცხიმიანი თევზი, მზესუმზირა, ნიგოზი, ზეითუნის ზეთი, ბუნებრივი ანტიდეპრესანტებია, ცხიმოვანი მჟავას, ომეგა-3-ის შემცველობის გამო. თევზის მოყვარულები ნაკლებად ხდებიან სტრესის მსხვერპლნი.

ცეხვილი პური, მაკარონი განწყობის ხშირი ცვლილებისგან დაგვიცავს. В12 ვიტამინის ნაკლებობა იწვევს დეპრესიას, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ხორცს, ღვიძლს, რძის პროდუქტებს, კვერცხს.

ზოგიერთი პროდუქტი არა მარტო ჯანმრთელობისთვის, სულიერი მდგომარეობისთვისაც მავნებელია. ყავისა და ჩაის ხშირი მოხმარება იწვევს უძილობას და ხასიათის ხშირ ცვალებადობას. სტრესის მაპროვოცირებელი პროდუქტებია ასევე ალკოჰოლი და შაქარი. ზედმეტად უცხიმო დიეტამაც შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია.


პროდუქტები წამლის ნაცვლად ანტიბიოტიკები

ძლიერი ბაქტერიციდული აქტივობა ახასიათებს ნიორს. ინფექციებთან ბრძოლისა და პროფილაქტიკისთვის საკმარისია დღეში ერთი-ორი კბილი ნივრის მირთმევა. მსგავსი თვისება გააჩნია ხახვს, ნიახურს, პირშუშხას, ჭარხალს, ვაშლს, ზეითუნის ზეთს, მდოგვის თესლს, ჩაის, განსაკუთრებით - მწვანეს.


ანტიკოაგულანტები

ყველაზე ცნობილი და ეფექტური ანტიკუაგულანტი - ასპირინი მცენარეული წარმოშობისაა. იგი ტირიფის ქერქისგან მიიღეს. ზოგიერთ პროდუქტსაც აქვს ამგვარი ეფექტი: შავ ყურძენს, ნესვს, წითელ ღვინოს, საზამთროს, თევზის ქონს, დარიჩინს, კვლიავს, ტყემალს, ალუჩას.


ანტიდეპრესანტები

ფინჯანი ყავა ან ცხელი შოკოლადი, შოკოლადის გემრიელი კანფეტი, თაფლი, კოჭა, მსხალი - განწყობის ამაღლებასა და სტრესის დათრგუნვას ეხმარება.


ანტიოქსიდანტები

ეს ნივთიერებები ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან ათავისუფლებს. ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს სტაფილო, კომბოსტო, წიწაკა, ნიორი, ხახვი, ისპანახი, თევზი.

სასარგებლო პროდუქტებიდან განსაკუთრებულია ბრინჯი. იაპონელების აზრით, მათი დღეგრძელობის ერთ-ერთი მიზეზი ბრინჯის მოხმარებაა.

150 გ ბრინჯი შეიცავს მინიმალური რაოდენობის ცხიმს, მაგრამ იმდენივე ცილას, რამდენსაც ნახევარი ჩაის ჭიქა რძე, იმავე რაოდენობის კალციუმს, მაგნიუმის, В ჯგუფისა და Е ვიტამინებს, რკინასა და მცენარეულ უჯრედისს, რამდენსაც პომიდორი.


წყლულის საწინააღმდეგო საშუალებები

კუჭისთვის განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტია კომბოსტო, რომელიც შეიცავს U ვიტამინს, ბანანი, ლეღვი, მწვანე ჩაი. კუჭზე დამამშვიდებლად მოქმედებს მოხარშული კარტოფილი, შვრიის ნახარში.


ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები

ჩაი, ყავა, კოფეინის შემცველები ბუნებრივ ანა­ლგეტიკებად ითვლება. მათ მიეკუთვნება პიტნაც. მწვანე ჩაი დარიჩინითა და პიტნით თავის ტკივილს ხსნის.


საძილე საშუალებები

ძილის მოსაწესრიგებლად სასარგებლოა თბილი რძის ან ჩაის დალევა 1 ჩაის კოვზი თაფლით. თაფლის დამამშვიდებელი ეფექტი საუკუნეებითაა გამყარებული.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
კოჭას სასარგებლო თვისებებს განაპირობებს მასში არსებული ვიტამინები და სასარგებლო ნივთიერებები.
25-02-2019
რა იწვევს გულძმარვას? გულძმარვის მიზეზი კუჭიდან საყლაპავში მარილმჟავას გადმოსროლაა.
05-09-2018
კუჭის წყლულის მკურნალობა მრავალძარღვას ანდეთ

მაქვს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის წყლულოვანი დაავადება,
05-04-2018
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
სპეციალისტების თქმით, მობილური მოწყობილობების და კომპიუტერების მომხმარებლებს შორის გავრცელებულია
მეცნიერებმა ჩაატარეს მასშტაბური კვლევა იმის გასარკვევად, თუ რამდენად ზრდიდა თმის
აშშ-ს სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ სექსისგან დიდი ხნით თავის შეკავება მავნეა ქალის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.
იაპონიის ჯანმრთელობის ნაციონალურ ინსტიტუტში დაადგინეს, რომ ასაკთან ერთად ხდება დროის აღქმის გამრუდება,
როგორც ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში დაადგინეს, ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც ერთზე მეტ ენას ფლობენ,
ცნობილია, რომ ფიზიკური აქტივობა დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე და ტვინის მდგომარეობაზე.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად