სარვამარტო რჩევები მამაკაცებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სარვამარტო რჩევები მამაკაცებს

ასე რომ, დიდია ალბათობა, თქვენმა საჩუქარმა თაროზე დაიდოს ბინა, ბოლოს კი სულაც სხვენზე, საკუჭნაოში ან სანაგვეზე ამოყოს თავი. თუ საჩუქრის ადრესატთან პერიოდულად მაინც გაქვთ ურთიერთობა, ეს საქმეს აადვილებს, რადგან საშუალება მოგეცემათ, სამიზნე წინასწარ დაზვეროთ. მაგალითად, პრაგმატულ ქალბატონს შეგიძლიათ აჩუქოთ პრაქტიკული ნივთი მისი ინტერესების გათვალისწინებით, ხოლო რომანტიკული ბუნების ქალი ჯეროვნად შეაფასებს ლამაზ, საყვარელ, თავშესაქცევ საგანს. არ იფიქროთ, თითქოს პრაქტიკული ყაიდის ადამიანები მოკლებულნი იყვნენ სილამაზის აღქმის უნარს, მაგრამ შესაძლოა, მალევიჩის "შავი კვადრატი" არ მოეწონოთ...

  • რა ვაჩუქოთ უფროს თაობას?

    ბებიები სხვადასხვანაირნი არიან: ერთნი მთელ დღეს სამზარეულოში ატარებენ, აცხობენ ნამცხვ-რებს, დაჰყავთ შვილიშვილები სკოლასა და საბავშვო ბაღში, მეორენი სამსახურიდან გვიან ბრუნ-დებიან, ყოველ კვირა სტუმრობენ სილამაზის სალონს, დადიან წვეულებებზე; ზოგი მოხუცია, ზოგი - ახალგაზრდა; ზოგი აქტიურად არის ჩაბმული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ზოგი კი მთე-ლი დღე წამლის ფლაკონით ხელში დივანზეა წამოწოლილი და კრუსუნებს... საჩუქრის შეძენისას გაითვალისწინეთ ეს ტიპობრივი განსხვავება, მაგალითად, აქტიურ ბებიას აჩუქეთ კოსმეტიკური საშუალება, იმ კონცერტის ბილეთი, რომელშიც სახელგანთქმული მომღერალი მონაწილეობს, ხო-ლო დიასახლისობის მოყვარულს - ისეთი ნივთი, რაც საქმიანობას გაუ¬ადვი¬ლებს ან სახლში სასი-ამოვნო, მყუ¬დრო ატმოსფეროს შექმნის. მაგალითად, ტოს¬ტერი, სამზარეულოს კომბაინი, ლამა-ზი ჭურჭელი ან სუფრა, მოხერხებული, რბილი და ფაფუკი ჩუსტები... თუ ოჯახში ბავშვები არი-ან, მათაც მიაღებინეთ მონაწილეობა საჩუქრის შერჩევის სასიამოვნო პროცესში. ბებიას, განურჩევ-ლად იმისა, ღვეზლებს აცხობს თუ ოფისს ხელმძღვანელობს, შვილიშვილის მიერ ნაჩუქარი ნივთი ძალიან გაახარებს.

  • რა ვაჩუქოთ დედას? დაფიქრდით, რაზე შეიძლება ოცნებობდეს იგი. ოჯახზე ზრუნვისას დედებს ხშირად ავიწყდებათ საკუთარი თავი, ამიტომ მოუწყვეთ დღესასწაული. დაე, ამ დღეს მაინც იგრ-ძნონ თავი ყველაზე ძვირფას ადამიანად. ნუ აჩუქებთ სამზარეულო ნივთებს. შეარჩიეთ ისეთი რამ, რაც ხაზს გაუსვამს მათ ქალურობას: ყვავილები, კოსმეტიკა, სამკაული, აქსესუარი...
  • რა ვაჩუქოთ ბოსს? არავითარი კოსმეტიკა, შარფი, ჩანთა, მძივი და ქოლგა. საუკეთესო საჩუქარი იქნება ხელოვნების ნაწარმოები, მაგალითად, ცნობილი ოსტატის ქანდაკება ან ტილო, რომელიც უსიტყვოდ იღაღადებს მის მაღალ სტატუსზე.
  • რა ვაჩუქოთ საყვარელ გოგონას? რასა¬კვირველია, თაიგული. თუ კიდევ აპირებთ რამის მიძღვნას, ნუ მოგერიდებათ, ჰკითხეთ, რა სურს. გოგონა, რომელსაც ნამდვილად უყვარხართ, არ მოგ-თხოვთ მეტისმეტად ძვირად ღირებულ საჩუქარს, რათა უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაგაგდოთ.