მეგაპოლისი VS სახლი ქალაქგარეთ - სად უკეთესია ცხოვრება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეგაპოლისი VS სახლი ქალაქგარეთ - სად უკეთესია ცხოვრება

მოქმედებს. განსაკუთრებით ზარალდება გულსისხლძარღვთა, რეპროდუქციული სისტემა, თირკმელები. ყოველწლიურად პლანეტის რამოდენიმე მილიონი ადამიანი ფილტვის კიბოს, რესპირატორული და გულსისხძლარღვთა სისტემის დაავადებებით იღუპება.

ბოლო პერიოდამდე ქალაქის ჰაერის დაბინძურების ძირითად მიზეზად ტრანსპორტი ითვლებდა, მაგრამ ამერიკელი მეცნიერების კვლევამ აჩვენა ატმოსფეროზე საყოფაცხოვრებო დამაბინძურებლების უარყოფითი გავლენა, რომელსაც ყოველდღიურად ვხმარობთ - მელანი, კოსმეტიკა, სარეცხი საშუალებები და ა.შ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები მცირედ დასახლებულ პუნქტებში ჰაერის ხარისხის გაუარესებაზეც საუბრობენ. ამას ხელს უწყობს არაეკოლოგიური საწვავი, რომლითაც გასათბობად სარგებლობენ. ვთქვათ, თუ ირგვლივ ტყეა, მაგრამ სახლი დგას საავტომობილო გზაზე, დაბინძურებულია არა მარტო ჰაერი, ნიადაგიც - მძიმე ლითონებით. მეცნიერების აზრით, ტყვიის მომატებული ფონი ნარჩუნდება გზიდან 120 მეტრში.

სტრესში ყოველთვის დიდი ქალაქია დამნაშავე?

უსახური მშენებლობები სტრესის ერთ-ერთი ფაქტორია. კველვის შედეგების მიხედვით, ერთფეროვნება ადამიანის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს. სხვა კვლევებმა, რომელიც ფსიქიკაზე არქიტექუტრის გავლენას სწავლობდა აჩვენა, რომ მოწესრიგებული, მაგრამ ბანალური პეიზაჟიც ადამიანს უბედურად აქცევს. ასე, რომ ქალაქური გარემო, საინტერესო დიზაინერული გადაწყვეტილებით, ამ თვალსაზრისით უკეთესია, ვიდრე კოტეჯური დასახლება ერთნაირი სახლების რიგით.

მეგაპოლისი და ქრონიკული დაღლილობა

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი მეგოპოლისების მცხოვრებლების ხვედრია. თუმცა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მიზეზი ფსიქიკაში არ არის და ნაკლებადაა დაკავშირებული ქალაქის გარემოსა და სტრესებთან. სხვა ფაქტორებიდან გამოყოფენ ვირუსს და ადამიანის მიკრობიოზის ცვლილებას ანუ ორგანულ მიზეზებს. მუდმივი დაღლილობისას სჯობს ექიმს მიმართოთ.

კავშირი მეგაპოლისსა და უნაყოფობას შორის.

20-დან 59 წლამდე მამაკაცების კვლევით დადგინდა, რომ ხმაურის მუდმივი დონე (55 დცბელი, რაც მსხვილი ქალაქების ხმაურის დონეს შეესაბამება) დაკავშირებულია მამაკაცთა უშვილობასთან.

კიბო და მეგაპოლისი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან არსებულმა კიბოს შემსწავლელმა საერთაშორისო სააგენტომ შეიმუშავა ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკის 12 რეკომენდაცია. ბევრი მათგანი ქალაქგარეთ ცხოვრების პირობებში უფრო მარტივადაა შესაძლებელი. მაგალითად, ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტი მოძრაობა და ჯანსაღი წონის შენარჩუნება, ბევრი ბოსტნეულისა და ხილის მიღება. მიჩნეულია, რომ სოფლების მცხოვრებლები ნაკლებ კანცეროგენს მოიხმარენ, რადგანაც გადამუშავებულ პროდუქტებს ნაკლებად იღებენ. მეორეს მხრივ, მსხვილ ქალაქებში უფრო ხელმისაწვდომია კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. იგივე რეკომენდაციებში შედის ნაწლავის, ძუძუსა და საშვილოსნოს კიბოს სკრინინგი.

ლალი ჩხიკვაძე