რატომ არ ნიშნავს ბუნებრივი ყოველთვის სასარგებლოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არ ნიშნავს ბუნებრივი ყოველთვის სასარგებლოს

მცენარეების შემადგენლობაში არსებული ბევრი „ბუნებრივი“ ნივთიერება, იმთავითვე განკუთვნილი იყო სხვადასხვა სახის ქიმიური იარაღისთვის.

მაგალითად, კოფეინი, რომლის გარეშეც ბევრისთვის სამუშაო დღე არ იწყება, მცენარისთვის ინსექტიციდის (ქიმიური ნივთიერება, შხამი მავნებელი მწერების მოსასპობად) როლს ასრულებს. ვანილინი-ანტიბიოტიკია, რომელიც თესლს ბაქტრიებისა და სოკოებისგან იცავს. ალილიზოთიოციანატი- ნივთიერება, რომელიც მდოგვს ცხარე გემოს ანიჭებს - გამოიყოფა მცენარის დაზიანებისას, მწერების დასაფრთხობად.

სიმინდი-მუტანტი

ხშირად მოგვისმენია, რომ დედა-ბუნებამ ადამიანს აუცილებელი უკვე მისცა და არაფრის მოგონება საჭიროა აღარაა. ბევრ მცენარეს, რომელსაც ყოველდღიურად მივირთმევთ, მხოლოდ ნაწილობრივ აქვს „ბუნებრივი წარმოშობა“. ბუნებამ ისინი სრულიადაც არ შექმნა ისეთები, როგორსაც ჩვენ მათ ბოსტნებში და დახლებზე ვხედავთ. ველური ბადრიჯნის, სტაფილოს, ბანანის ნახვისას, ვერც კი მიხვდებით, თუ რა მცენარეზეა საუბარი.

სელექციის შედეგად მცენარის საკვებისთვის ვარგისი ნაწილი უფრო მსხვილი, გემრიელი გახდა, ზოგჯერ ფერი და ფორმაც შეიცვალა. მაგრამ სელექცია გენური ინჟინერია არ არის. არავინ ერეოდა სტაფილოს, ვაშლის და ხორბლის გენეტიკურ კოდში. ადამიანი მხოლოდ არჩევდა იმას, რაც მანამდე ბუნებისგან იყო შექმნილი. მაშინ რატომ არ უნდა განვიხილოთ ასეთი მცენარეები ბუნებრივად?!

საქმე ისაა, რომ მიზანმიმრთული გადარჩევა ხელს უწყობდა გენების ცვლილებას. მართალია, მცენარეული კულტურა შეიძლება შევაჯვაროთ ველურ წინაპართან, მაგრამ ისინი ერთმანეთისგან დნმ-ის დონეზე მაინც განსხვავდებიან. ამის ნათელი მაგალითია სიმინდი. მეცნიერები მის წინაპარს რამოდენიმე ათეული წელი ეძებდნენ და მიაგნეს კიდეც. ამ მცენარის დასახელებაა ტეოსინტე, რომლის თესლიც ძალიან წვრილია და იმდენად მაგარი გარსი აქვს, რომ ცხოველების საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ვერ გადამუშავდება. გარეგნულად სიმინდთან არაფერი აქვს საერთო. აღმოჩნდა, რომ ამ ორ მცენარეს შორის განსხვავება დაკავშირებულია ხუთ გენთან, ამდენად მუტანტი-მცენარეები გაცილებით ადრე გაჩნდა, ვიდრე გენური ინჟინერია.

საკვები „ქიმია“

დანამატები, რომლებიც ჩვენს საკვებს არაბუნებრივ გემოს ანიჭებს და დიდხანს შენახვაში გვეხმარება, ათასი წლის წინ გამოჩნდა. მაგალითად ხორცში ნატრიუმის გლუტამატი-გავრცელებული საფრთხობელა, ყოველთვის იყო. ანუ ათასწლეულის განმავლობაში, ჩვენი წინაპრების საკვები შეიცავდა გლუტამატის სერიოზულ დოზას. მაგრამ გასული საუკუნის დასაწყისში ამ ნივთიერების ხელოვნური გზით მიღება გახდა შესაძლებელი და მას შემდეგ ის გადაიქცა „მავნე ქიმიად“.

ბუნებრივი აფთიაქი

ბუნებრივი მედიცინის მომხრეები „ცოცხალ“ ფიტოთერაპიას ხშირად სინთეზურ „მკვდარ“ ქიმიას უპირისპირებენ. მცენარეული ნედლეული ყოველთვის მრავალი ნივთიერების ნარევია, რომელთაგანაც ერთი წამალია, მეორეს ეფექტი საერთოდ არ გააჩნია, მესამე კი საწამლავია. მათი დოზების ზუსტი განსაზღვრა და კონტროლი შეუძლებელია. მცენარეული ნახარშის ან ნაყენის ეფექტის განსაზღვრა და პროგნოზი ძნელია.

ქიმიურ წამლებს ეს ნაკლი არ აქვს. მათი მოქმედი ნივთიერება, დოზირება, ეფექტი, უკუჩვენება ყოველთვის ზუსტადაა ცნობილი. სხვათა შორის ამით განსხვავდება ნამდვილი წამალი ბიოლოგიურად აქტიური დანამატებისგან, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში, ფიტოპრეპრატებს წარმოადგენს.

ლოგიკურია, რომ ყველა ნივთიერება ადამიანის ჯანმრთელობასთან მიმართებაში დავყოთ ორ კატეგორიად: სასარგებლო და მავნე. ერთიც და მეორეც შეიძლება იყოს როგორც „ნატურალური“, ისე ლაბორატორიაში შექმნილი.

ლალი ჩხიკვაძე