რატომ არ ნიშნავს ბუნებრივი ყოველთვის სასარგებლოს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

რატომ არ ნიშნავს ბუნებრივი ყოველთვის სასარგებლოს

რატომ არ ნიშნავს ბუნებრივი ყოველთვის სასარგებლოს
გულუბრყვილობაა იმის ვარაუდი, რომ ბუნებამ მიზანმიმართულად შექმნა ყველაფერი ადამიანისთვის. მცენარეების შემადგენლობაში არსებული ბევრი „ბუნებრივი“ ნივთიერება, იმთავითვე განკუთვნილი იყო სხვადასხვა სახის ქიმიური იარაღისთვის.

მაგალითად, კოფეინი, რომლის გარეშეც ბევრისთვის სამუშაო დღე არ იწყება, მცენარისთვის ინსექტიციდის (ქიმიური ნივთიერება, შხამი მავნებელი მწერების მოსასპობად) როლს ასრულებს. ვანილინი-ანტიბიოტიკია, რომელიც თესლს ბაქტრიებისა და სოკოებისგან იცავს. ალილიზოთიოციანატი- ნივთიერება, რომელიც მდოგვს ცხარე გემოს ანიჭებს - გამოიყოფა მცენარის დაზიანებისას, მწერების დასაფრთხობად.

სიმინდი-მუტანტი

ხშირად მოგვისმენია, რომ დედა-ბუნებამ ადამიანს აუცილებელი უკვე მისცა და არაფრის მოგონება საჭიროა აღარაა. ბევრ მცენარეს, რომელსაც ყოველდღიურად მივირთმევთ,
მხოლოდ ნაწილობრივ აქვს „ბუნებრივი წარმოშობა“. ბუნებამ ისინი სრულიადაც არ შექმნა ისეთები, როგორსაც ჩვენ მათ ბოსტნებში და დახლებზე ვხედავთ. ველური ბადრიჯნის, სტაფილოს, ბანანის ნახვისას, ვერც კი მიხვდებით, თუ რა მცენარეზეა საუბარი.

სელექციის შედეგად მცენარის საკვებისთვის ვარგისი ნაწილი უფრო მსხვილი, გემრიელი გახდა, ზოგჯერ ფერი და ფორმაც შეიცვალა.
მაგრამ სელექცია გენური ინჟინერია არ არის. არავინ ერეოდა სტაფილოს, ვაშლის და ხორბლის გენეტიკურ კოდში. ადამიანი მხოლოდ არჩევდა იმას, რაც მანამდე ბუნებისგან იყო შექმნილი. მაშინ რატომ არ უნდა განვიხილოთ ასეთი მცენარეები ბუნებრივად?!

საქმე ისაა, რომ მიზანმიმრთული გადარჩევა ხელს უწყობდა გენების ცვლილებას. მართალია, მცენარეული კულტურა შეიძლება შევაჯვაროთ ველურ წინაპართან, მაგრამ ისინი ერთმანეთისგან დნმ-ის დონეზე მაინც განსხვავდებიან. ამის ნათელი მაგალითია სიმინდი. მეცნიერები მის წინაპარს რამოდენიმე ათეული წელი ეძებდნენ და მიაგნეს კიდეც. ამ მცენარის დასახელებაა ტეოსინტე, რომლის თესლიც ძალიან წვრილია და იმდენად მაგარი გარსი აქვს, რომ ცხოველების საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ვერ გადამუშავდება. გარეგნულად სიმინდთან არაფერი აქვს საერთო. აღმოჩნდა, რომ ამ ორ მცენარეს შორის განსხვავება დაკავშირებულია ხუთ გენთან, ამდენად მუტანტი-მცენარეები გაცილებით ადრე გაჩნდა, ვიდრე გენური ინჟინერია.

საკვები „ქიმია“

დანამატები, რომლებიც ჩვენს საკვებს არაბუნებრივ გემოს ანიჭებს და დიდხანს შენახვაში გვეხმარება, ათასი წლის წინ გამოჩნდა. მაგალითად ხორცში ნატრიუმის გლუტამატი-გავრცელებული საფრთხობელა, ყოველთვის იყო. ანუ ათასწლეულის განმავლობაში, ჩვენი წინაპრების საკვები შეიცავდა გლუტამატის სერიოზულ დოზას. მაგრამ გასული საუკუნის დასაწყისში ამ ნივთიერების ხელოვნური გზით მიღება გახდა შესაძლებელი და მას შემდეგ ის გადაიქცა „მავნე ქიმიად“.

ბუნებრივი აფთიაქი

ბუნებრივი მედიცინის მომხრეები „ცოცხალ“ ფიტოთერაპიას ხშირად სინთეზურ „მკვდარ“ ქიმიას უპირისპირებენ. მცენარეული ნედლეული ყოველთვის მრავალი ნივთიერების ნარევია, რომელთაგანაც ერთი წამალია, მეორეს ეფექტი საერთოდ არ გააჩნია, მესამე კი საწამლავია. მათი დოზების ზუსტი განსაზღვრა და კონტროლი შეუძლებელია. მცენარეული ნახარშის ან ნაყენის ეფექტის განსაზღვრა და პროგნოზი ძნელია.

ქიმიურ წამლებს ეს ნაკლი არ აქვს. მათი მოქმედი ნივთიერება, დოზირება, ეფექტი, უკუჩვენება ყოველთვის ზუსტადაა ცნობილი. სხვათა შორის ამით განსხვავდება ნამდვილი წამალი ბიოლოგიურად აქტიური დანამატებისგან, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში, ფიტოპრეპრატებს წარმოადგენს.

ლოგიკურია, რომ ყველა ნივთიერება ადამიანის ჯანმრთელობასთან მიმართებაში დავყოთ ორ კატეგორიად: სასარგებლო და მავნე. ერთიც და მეორეც შეიძლება იყოს როგორც „ნატურალური“, ისე ლაბორატორიაში შექმნილი.

ლალი ჩხიკვაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სამედიცინო-საინფორმაციო ქოლ-ცენტრი "მედიქოლი" (2 500 500) და სააფთიაქო ქსელი "სახალხო აფთიაქი"
23-07-2019
შვებულებისას აუცილებლად უნდა ვიქონიოთ თან გულძმარვის საშუალებები, ანტიჰისტამინური პრეპარატები, ტონომეტრი,
04-07-2019
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი დააადების, კიბოს გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი
10-05-2019
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ნატურალური პროდუქტების პოპულარობის ზრდის ფონზე, ექიმები შეშფოთებას გამოხატავენ ეთერზეთების
ხშირად გვიკვირს, რომ ადამიანთა ნაწილი, რომელიც დიდი გურმანობით გამოირჩევა
სპეციალისტების თქმით, მობილური მოწყობილობების და კომპიუტერების მომხმარებლებს შორის გავრცელებულია
მეცნიერებმა ჩაატარეს მასშტაბური კვლევა იმის გასარკვევად, თუ რამდენად ზრდიდა თმის
აშშ-ს სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ სექსისგან დიდი ხნით თავის შეკავება მავნეა ქალის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.
იაპონიის ჯანმრთელობის ნაციონალურ ინსტიტუტში დაადგინეს, რომ ასაკთან ერთად ხდება დროის აღქმის გამრუდება,
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად