კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა შექმნეს "დამღუპველი სინათლის" დამბლოკველი საშუალება - სათვალე სპეციალური "ქარვის" ლინზებით. ეს უკანასკნელი ბლოკავს ლურჯ
სათვალემ ტესტირება-გამოცდა უძილობის დიაგნოზის მქონე 14 მოხალისეზე გაიარა. საკვლევი პირები 7 დღის განმავლობაში დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე ირგებდნენ "ქარვის სათვალეს". აღმოჩნდა, რომ საკონტროლო ჯგუფის წარმომადგენლებთან შედარებით (რომლებიც ჩვეულებრივი მინის მქონე სათვალეებს იყენებდნენ), საკვლევ პირებს (რომლებიც "ქარვის სათვალეს" ირგებდნენ) გაუუმჯობესდათ ძილის ხარისხი და მისი საშუალო
იგივე კვლევის ავტორებმა მანამდე ისიც აჩვენეს, რომ "ქარვის სათვალის" გამოყენება აქვეითებს არტერიულ წნევას. უძილობას ხშირად თან ახლავს გადაჭარბებული აგზნება, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების რისკს ზრდის. ისიც ცნობილია, რომ გულის დაავადებებსა და უძილობას შორის გარკვეული კავშირია. აქედან გამომდინარე, კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ შექმნილი "ქარვის სათვალე" განსაკუთრებით წაადგებათ იმ პირებს, რომლებსაც ერთდროულად აწუხებთ უძილობა და ჰიპერტონია.
თინათინ გოცაძე