რჩევები

რატომ არის აკრძალული ევროკავშირის ქვეყნებში ვერცხლისწყლიანი თერმომეტრები

რატომ არის აკრძალული ევროკავშირის ქვეყნებში ვერცხლისწყლიანი თერმომეტრები
თერმომეტრის პირველი სამედიცინო მოდელი ჯერ კიდევ გალილეიმ შემოგვთავაზა. ის წყალზე მზადდებოდა, მაგრამ ქიმიური სტრუქტურის თავისებურებების გამო ცდომილება დაახლოებით 4 °C იყო. ამასთან, წყლის თერმომეტრი ნელა მუშაობდა, ტემპერატურის გასაზომად კი ნახევარი საათი იყო საჭირო.

სპირტის შემცველი სითხე უფრო წარმატებული აღმოჩნდა. დაახლოებით XVI—XVII საუკუნეებში აქტიურად ვითარდებოდა ალქიმიური სწავლება, რომელიც ვერცხლისწყალ-გოგირდის თეორიაზე იყო დაფუძნებული. მიუხედავად იმისა, რომ სპირტის შემცველი თერმომეტრები დღესაც გამოიყენება, ადამიანების ყურადღება ვერცხლისწყლიანზეა გადატანილი მისი საოცარი თვისების გამო: მისი მოცულობა გაცხელება-გაციებისას ერთნაირად იცვლება, ანუ თუ პირველ შემთხვევაში ვერცხლისწყალი ფართოვდება და თერმომეტრის
მილში მაღლა იწევს, მეორეს დროს ქვევით ეშვება.

ვერცხლისწყალზე გადასვლამ ტემპერატურის გაზომვის დრო ნახევარი საათიდან რამოდენიმე წუთამდე შეამცირა. გარდა ამისა, ვერცხლისწყალს გაზომვის დასაშვები ფართო დიაპაზონი აქვს -37 °С -დან +356 °С-მდე.
მავნებელია თუ არა ვერცხლისწყალი? ის, როგორც სხვა ნებისმიერი ნივთიერება არსებობს მყარ, თხევად და აიროვან მდგომარეობაში.
ვეცხლისწყალი ნორმალურ პირობებში სითხეა, რომელიც უსაფრთხოა. მაგრამ ვერცხლისწყალი, ისევე, როგორც ნებისმიერი სითხე, ოთახის ტემპერატურაზე ორთქლდება და სწორედ აიროვან მდგომარეობაშია ვერცხლისწყალი სახიფათო. აორთქლებისას ის ხვდება ფილტვებში, ილექება იქ და წამლავს ორგანიზმს. ვერცხლისწყლის ორთქლი საკმაოდ მძიმეა ჰაერთან შედარებით, ამიტომ მისი ამოსუნთქვა ვეღარ ხერხდება. ეს ორთქლი ორგანიზმისთვის საზიანოა, თუ ადამიანი რამოდენიმე თვე სუნთავს მას. გატეხილი თერმომეტრი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვაშოროთ.

პირველ რიგში აუცილებელია ოთახის ფანჯრის გაღება. ვერცხლისწყლის დიდი ბურთულები პატარა ფუნჯის საშუალებით შევაგროვოთ ქალღალდზე, მცირე კი ერთჯერადი შპრიცით ან პიპეტით ავიღოთ. მათი ნაგვის ვედროში მოთავსება არ შეიძლება. ვერცხლისწყლის ბურთულები, ისევე, როგორც თერმომეტრის ნატეხები, აუცილებელად უნდა მოვათავსოთ ცივწყლიან ქილაში, დავახუროთ სარქველი და დავდგათ გრილ ადგილზე. წყალი იმისთვისაა საჭირო, რომ ვერცხლისწყალი არ აორთქლდეს. ამის შემდეგ უნდა მოსუფთავდეს იატაკი საპნიან-სოდიანი ხსნარით, 30 გრ სოდა და 40 გრ გახეხილი საპონი, ერთ ლიტრ წყალზე. ტანსაცმელი, ხალიჩა და ვერცხლისწყალთან კონტაქტში მყოფი სხვა საგნების გადაგდება მოგვიწევს.

ზიანის მიღების მაღალი ალბათობის გამო, ევროკავშირის ქვეყნებში ვერცხლისწყლიანი თერმომეტრები აკრძალულია. მის მაგივრად გამოიყენება თხევადი, შეღებილ სპირტზე ან გალისტანზე დამზადებული ან ელექტროთერმომეტრები.

ლალი ჩხიკვაძე

მსგავსი სიახლეები
ცხელებისგან დაზარალებულთა დიდი ნაწილი მოდის სერბეთზე, იტალიაზე, საბერძნეთზე, უნგრეთსა და
17-09-2018
ამერიკელმა მეცნიერმა და ექიმმა ბროდა ოტო ბარნსმა ენდოკრინოლოგიაში ჩატარებულ საინტერესო კვლევებზე დაყრდნობით აღმოაჩინა, რომ
21-02-2018
ევროკავშირი შაურმის აკრძალვას ითხოვს. მიზეზი ის ნივთიერებაა, რომლითაც
14-12-2017