როგორ ვარ სულიერად? ამ კითხვაზე რთულია პასუხის გაცემა. როგორ შეიძლება, სრულყოფილად კარგად იყოს შვილმკვდარი ქალი?!. თუმცა ფიზიკურად კარგად ვარ, ვმუშაობ მეორე პროექტზე, რომელიც მალე გავა "რუსთავი 2"-ის ეთერში, ქალებისთვის განკუთვნილი გასართობი გადაცემაა…
ცხოვრება ძალიან რთულია. ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს შეიძლება, ეჭვი შეეპაროს, რამდენად სამართლიანია სამყარო. ბევრი ცუდი რამ ხდება, ბევრი სიბინძურე. ჩემი პროფესია გულისხმობს იმასაც, რომ ხედავდე ძალიან მძიმე რაღაცებს, სიბინძურეს… ამ დღეებმა და ადამიანებმა, რომლებიც ჩემ გვერდით არიან, მაჩვენეს, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს, როგორც
სულ მიკვირს იმ ადამიანებს, ვინც ლოგინში წევს და ცუდადაა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ტრაგედია შემემთხვა, რასაკვირველია, მქონდა რთული დღეებიც, მაგრამ არ მქონია შემთხვევა, როცა ოთახში ვიყავი ჩაკეტილი და არავისთან მინდოდა კონტაქტი. ვიცოდი, რომ რთული იქნებოდა, მაგრამ პირველი, რაც გავაკეთე, გარეთ გამოვედი. თავზეც მეფარა შავი ნაჭერი, გავუგე ყველა სხვა თავშებურულ ქალს, სამყაროს ემალები, გინდა, პატარა და შეუმჩნეველი იყო… ის მოვიხსენი და 40 დღის შემდეგ, შავიც გავიხადე. სხვათა შორის, შავი ჩემთვის ერთგვარი უნიფორმა იყო, შავის გარდა ტანსაცმელი არ მქონია… მაქვს განცდა, რომ ჩემი შვილი მიყურებს და არ მინდა, მნახოს დაცემული, სევდიანი, მოუვლელი და სუსტი. მინდა, ხედავდეს, რომ ღირსეულად გადამაქვს უმისობა. მინდა ვიყო ისეთი, როგორიც ნუცას ვუყვარდი, სულ ამბობდა, რომ მისთვის მაგალითი ვიყავი და ნუცას მაგალითი არ უნდა დაეცეს…
ხშირად მისვამენ კითხვას, გავაჩენ თუ არა ბავშვს. ძალიან უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს ამ შეკითხვის დროს, რადგან ეს პირადი და მტკივნეული თემაა. ამ ეტაპზე იმდენად ვარ ჩემი ტრაგედიით მოცული, რომ ამას არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია. ამ ეტაპზე არ ვარ მზად დედობისთვის. არ უნდა გააჩინო შვილი იმიტომ, რომ ტრაგედია გაგიქარწყლდეს… გარდაცვლილი შვილის სახელზე არ უნდა გააჩინო შვილი, რომ შენს ცხოვრებას აზრი შესძინო. ერთმა ჩემმა მეგობარმა, ქეთი ლომსაძემ მითხრა, არ მყავს შვილი, მაგრამ ჩემს ცხოვრებას აზრი აქვსო… აღმოვაჩინე, რომ შეიძლება, ცხოვრებას აზრი ჰქონდეს… ახლა შვილის გაჩენა ძალიან ეგოისტური ნაბიჯი იქნებოდა ჩემი მხრიდან…
მთელი ცხოვრება მქონდა სიგამხდრის პრობლემა. გენეტიკურადაც თხელი ვარ და მუშაობისას სულ მავიწყდებოდა ჭამა. დამჭირდა ვიტამინების დახმარება, რომ ცოტა მომემატა წონაში. უფრო კარგად ვგრძნობ თავს ცოტა მომატებული, ახლა ვცდილობ, არ დავიკლო ან არ მოვიმატო. მაყურებელიც მწერს, რომ ასეთ ფორმაში უფრო მოვწონვარ.
ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ საიტზე: http://fortuna.ge