ერექციის პრობლემის რამდენიმე ფარული მიზეზი - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
ერექციის პრობლემის რამდენიმე ფარული მიზეზი
ერექციის პრობლემის რამდენიმე ფარული მიზეზი
ერექციული დისფუნქცია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ყოველი მესამე მამაკაცი აწყდება მას. ერექციასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, უმეტეს შემთხვევაში (ორგაზმის მიღწევისა და სქესობრივი აქტის პროცესში ერექციის შენარჩუნების შეუძლებლობის ჩათვლით), ასაკს უკავშირდება.

ალკოჰოლი

ერექციის პრობლემები შეიძლება ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებამ გამოიწვიოს. Everyday Health-ის მონაცემებით, ალკოჰოლი დეპრესანტია, ანუ ის ასუსტებს ფიქრის, ლაპარაკისა და ეფექტურად მოძრაობის უნარს. ამასთან, აქვეითებს განწყობას და ამცირებს სექსუალურ ლტოლვას, რადგან უშუალოდ მოქმედებს ერექციულ ფუნქციაზე. კვლევები აჩვენებს, რომ დიდხანს ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებამ შეიძლება ხანგრძლივი ერექციული დისფუნქცია გამოიწვიოს.


პრეზერვატივი

კვლევები ამტკიცებს, რომ ზოგიერთ მამაკაცს
პრეზერვატივი ერექციის შენარჩუნებაში უშლის ხელს. თუმცა დაუცველი სექსი პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა არ არის. ამიტომ პრეზერვატივი შესაბამისი ზომისა უნდა იყოს.


სიგარეტი

თამბაქო უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობის თითქმის ყველა მაჩვენებელზე, მათ შორის სქესობრივზეც. რამდენადაც ერექციას მამაკაცის სასქესო ასოსკენ წამოსული სისხლის ნაკადის გაზრდა იწვევს, სისხლის მიმოქცევის დარღვევამ შეიძლება
ერექციის პრობლემები გამოიწვიოს. ახალგაზრდა მამაკაცების ერექციასთან დაკავშირებული პრობლემების ძირითადი მიზეზი სიგარეტია. საბედნიეროდ, ის შექცევადია. მწეველებს შორის ერექციული დისფუნქციის კვლევის შედეგების მიხედვით, თამბაქოს უკუგდებით შემთხვევათა 75%-ში სექსუალური ეფექტურობა იზრდებოდა.


სტრესი

სასქესო ასოს ფუნქციონირება დიდწილად ტვინზეა დამოკიდებული. ასე რომ, დიდმა სტრესმა შეიძლება მამაკაცს ხელი შეუშალოს ერექციის მიღებასა და შენარჩუნებაში. აქვე შეიძლება სხვადასხვა სახის ემოციური მოშლილობა გავაერთიანოთ. ერექცია შეიძლება გაართულოს პარტნიორის მიმართ მიზიდულობის არარსებობამ ან ეჭვიანობამ, გულახდილი საუბრით კი, პირიქით, პრობლემის გამოსწორებაა შესაძლებელი.


ველოსპორტი


“Journal of Sexual Medicine”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში იუწყება, რომ მამაკაც ველსოპედისთა დაახლოებით 4%-ს, რომელიც კვირაში 3 საათს ველოსიპედზე ატარებს, ზომიერიდან მძიმე ხარისხით გამოხატული ერექციული დისფუნქცია აღენიშნება, მაშინ როდესაც იგივე პრობლემა მორბენალთა მხოლოდ 1%-ს აწუხებს. ველოსიპედზე “ამხედრებისას” სხეულის მასა აწვება სასქესო ასოსკენ მიმავალ ნერვებსა და არტერიებს. დროთა განმავლობაში სისხლძარღვები შეიძლება დაზიანდეს, რაც პენისისკენ სისხლის მიწოდებას დააქვეითებს და ერექციული დისფუნქცია განვითარდება.


დეპრესია

როგორც Cleveland Clinic Foundation-ი გვატყობინებს, დეპრესიაში მყოფი მამაკაცების 61%-ს მძიმე სქესობრივი პრობლემები აწუხებს. ანტიდეპრესანტები კი პირდაპირ მოქმედებენ ლიბიდოზე, აქვეითებენ სქესობრივ ლტოლვასა და აქტივობას. შედეგად იქმნება მანკიერი წრე.


ეჭვიანობა

კარგადაა ცნობილი, რომ ფსიქოლოგიური ფაქტორები მნიშვნელოვნად მოქმედებენ სქესობრივ ცხოვრებაზე. ეჭვიანობის სცენები კი ლტოლვასა და ძალას აფერხებენ.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
ღვიძლის დაცვა -60 აბი
ფასი: 42.99
ხვრინვის საწინააღმდეგო საშუალება-20მლ აეროზოლი
ფასი: 37.4
შრომისუნარიანობის შესანარჩუნებლად.-28 აბი
ფასი: 39.99
მსგავსი სიახლეები
წერეთლის გამზირზე ერთ–ერთი კორპუსის მე–14 სართულიდან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქირურგიის ეროვნული
30-10-2018
ოქსფორდისა და ათენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გარკვეულმა გენეტიკურმა ცვლილებებმა
10-10-2018
ექიმები და ფსიქოლოგები საკმაოდ ბევრს საუბრობენ სექსუალურ დარღვევებზე: მამაკაცებში ერექციულ
08-10-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
თმის გადანერგვა საქართველოში დააფუძნა პროფ.თამაზ თამაზაშვილმა,რომელმაც 1998 წელს თბილისში დააარსა პირველი თმის ტრანსპლანტაციის კლინიკა "თალიზი"
ექიმების რეკომენდაციით მამაკაცებმა, სპერმის ხარისხის გასაუმჯობესებლად და ჰორმონული ფონის
დღეს ბაზრისა თუ სუპერმარკეტების დახლები სავსეა ლამაზი და არომატული ხილით, ბოსტნეულითა და
დაკონსერვებული პროდუქტები შეიძლება საშიში აღმოჩნდეს. როგორც ბიგმენტონის უნივერსიტეტის მეცნიერები
მაშინ, როდესაც ცოლთან 7 წლიანი ურთიერთობის შემდეგ კრიზისი დაგვეწყო ურთიერთობაში, მომეწონა ერთი გოგო, რომელიც ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსი იყო,
მამაკაცის ცხოვრების რიტმი თავისებურია, მისი ორგანიზმი სრულფასოვან ენერგეტიკულ შევსებას საჭიროებს,
24 ივლისი 2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
13 ივნისი 2017
შფოთვის შეტევა, უეცარი გამოვლინების გამო, „მკურნალობას“ ძნელად ექვემდებარება. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულზე
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ
აბუსალათინის ზეთი საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნება. საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება
თუ ერთ ჩაის კოვზ თაფლს ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის ნადგომ წყალში გახსნით და უზმოზე რეგულარულად დალევთ,