რატომ იზიდავს მამაკაცების დიდ ნაწილს მარტოხელას სტატუსი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ იზიდავს მამაკაცების დიდ ნაწილს მარტოხელას სტატუსი

განმავლობაში იხიბლებიან კიდეც ამით და ზოგჯერ კარგავენ დროის შეგრძნებას. ასეთი ცხოვრება ჩვევაში გადასდით და ქალებს საერთოდ ვეღარ ამჩნევენ.

რატომ იზიდავს მამაკაცების დიდ ნაწილს მარტოხელას სტატუსი? საინტერესოა, ეს მატერიალური მდგომარეობის, არასრულფასოვნების კომპლექსის თუ აღზრდისას დაშვებული შეცდომის ბრალია. ფსიქოლოგები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. ხშირად შეხვდებით ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც საკმაოდ მომხიბვლელია, განათლებული, გონება და ენამახვილი, სიამოვნებით ატარებს დროს ქალთა საზოგადოებაში და წარმატებითაც სარგებლობს, თუმცა მასთან ქორწინებაზე საუბარს აზრი არ აქვს - ამ თვალსაზრისით აბსოლუტურად შეუვალია. გინდ გიყვარდეს ასეთი მამაკაცი, გინდ არა - მისგან არანაირი სარგებელი არ არის, არანაირ შტამპს პასპორტში ის არ დაუშვებს!

მაინც რა არის ეს “დაკანონებული მარტოხელობა”? პირობითად შეიძლება გამოიყოს ოჯახური ცხოვრების მოწინააღმდეგეთა რამდენიმე ტიპი:

პიტერ პენის სინდრომი

“მოდი, ბავშვობის ქვეყანაში გავფრინდეთ! იქ მხიარულება და უზრუნველი ცხოვრებაა!” - ასე მოუწოდებს პიტერ პენი თავის ახალ მეგობარ გოგონას. ამ ბიჭუნას არ სურდა გაზრდილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ვენდი, მისი მეგობარი გოგონა, ყოველმხრივ ცდილობდა მასში პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივებას. თქვენ გგონიათ, ასეთი გმირები მხოლოდ ზღაპრებში გვხვდებიან? ისინი ჩვენ შორისაც მრავლად არიან - მაგალითად, მამაკაცები, რომელთა არსებაშიც ბავშვი ცხოვრობს. ისინი უარს როდი ამბობენ გაზრდაზე; უბრალოდ, მოწიფულობისასაც სულის სიღრმეში კვლავ ბიჭუნებად რჩებიან - უპასუხისმგებლო ყმაწვილებად, რომელთაც არ შესწევთ სერიოზული ურთიერთობების აგების უნარი. ფსიქოლოგები მათ სწორედ ასე უწოდებენ - მამაკაცები პიტერ პენის სინდრომით.

არსებობს თუ არა შანსი? ასეთი მამაკაცებისთვის ქორწინება თავისუფლების დაკარგვასა და უზრუნველი ცხოვრების შეწყვეტას უკავშირდება. “პიტერ პენის” ტიპისთვის ყველაზე სასიამოვნო საქმიანობაა დინების მიმართულებით, ზედმეტი ძალების დაუხარჯავად ცურვა. ღუზის ჩაშვება წყნარ ნაპირზე სახელწოდებით “ქორწინება” მათთვის წარმოუდგენელია. ეს იმას ნიშნავს, რომ საფრთხე დაემუქროს მის უმარტივეს ბიჭურ სიამოვნებებს. ასეთი მამაკაცები შესაძლოა ძალიან დიდხანს დარჩნენ მარტოხელებად, ბერბიჭებად, სანამ, ბოლოს და ბოლოს, ფსიქოლოგიურად არ მომწიფდებიან სრულფასოვანი ურთიერთობისთვის, რომელიც ურთიერთპასუხისმგებლობას დაეფუძნება.

საქმე უპირველეს ყოვლისა!

დღეს მოდურია, იყო საქმიანი მამაკაცი, მუყაითი და გამრჯე. არც ერთ ჩვენგანს არ სურს, რომ 30-40 წლის ასაკში წარუმატებელ ადამიანად იგრძნოს თავი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საჭიროა მუშაობა... შესვენების დროს კი შეიძლება, წინასწარი შეთანხმებით, ხანმოკლე ფლირტი გააბან, მაგრამ ხანგრძლივი ურთიერთობისა და მიჯაჭვულობისთვის დრო არ ჰყოფნით. ზოგჯერ სწორედ მთელი არსებით მუშაობაში ჩაფვლაა მარტოხელობის გამართლების საბაბი. კარიერული წარმატება პირად ფრონტზე წარუმატებლობის კომპენსაციას ახდენს. მამაკაცი გარბის საქმეებისკენ, გაურბის შინაგან პრობლემებს: ნაკლებად თავდაჯერებულია, წარუმატებლობის განცდისა ეშინია.

ხშირად საქმიანი კაცის მარტოხელა ცხოვრება წლობით გრძელდება, ზოგჯერ - შესამჩნევ კარიერულ წარმატებამდე ან მსოფლმხედველობის შეცვლამდე, ზოგჯერ კი იქამდე, ვიდრე არ შეხვდება ქალს, რომელიც პირადი პრობლემების გამკლავებაში დაეხმარება.

სათუთი ბუნება

ზოგიერთ მამაკაცს უჭირს არჩევანის ერთ ქალზე შეჩერება. რადგან ქორწინება საკმაოდ სერიოზული ნაბიჯია, ამიტომაც ისინი ცდილობენ, წინასწარ გათვალონ მოსალოდნელი შედეგები. ის ხვდება ერთ ქალს, შემდეგ - მეორეს, მესამეს, იმ იმედით, “იქნებ მომდევნო იყოს იდეალური?..”

ბევრს შეცდომის დაშვებისა ეშინია. ისინი თვალს ადევნებენ დაქორწინებულ მეგობრებს, აკვირდებიან ერთობლივი ცხოვრების დადებით და უარყოფით მხარეებს. ღალატი, ოჯახური უსიამოვნებები - ეს პრობლემები მათ აფრთხობს. ისინი მარტოხელებად რჩებიან მანამდე, ვიდრე არ სძლევენ შიშებს და არ მოიკრებენ გამბედაობას, მეგობარ ქალს ხელი სთხოვონ. ამ ტიპის მამაკაცებს მიეკუთვნებიან ის რომანტიკოსებიც, რომლებიც მოთმინებით ელიან ცხოვრების სანუკვარ მეგზურს - “ციხე-კოშკში მყოფ მეფის ასულს”.