რატომ ცოცხლობენ ცოლები უფრო დიდხანს, ვიდრე ქმრები - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
რატომ ცოცხლობენ ცოლები უფრო დიდხანს, ვიდრე ქმრები
რატომ ცოცხლობენ ცოლები უფრო დიდხანს, ვიდრე ქმრები
მამაკაცები ქალებზე მეტ სიგარეტს ეწევიან და ალკოჰოლსაც ჭარბად მოიხმარენ. ამასთანავე, დაავადების პროფილაქტიკასაც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, ამიტომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაც ცოლებისაზე რამდენადმე მცირეა. გერმანელმა ექსპერტებმა გამოთვალეს, რომ მამაკაცები ქალებთან შედარებით საშუალოდ 11 დღით ნაკლებ ხანს ავადმყოფობენ, მაგრამ 2-ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. 45 წლის ასაკში მამაკაცების სიკვდილიანობის ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს მიოკარდიუმის ინფარქტი. ფილტვის კიბო და ღვიძლის დაავადებებიც მამაკაცურ პათოლოგიებად ითვლება.
ექსპერტებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მამაკაცებს უძილობა 5-ჯერ უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე მანდილოსნებს. გერმანელების დაახლოებით ნახევარი ირწმუნება, რომ გულისყურით ეპყრობა
ჯანმრთელობას და ცდილობს, ჯანსაღი საკვები მიირთვას. ყოველი მეორე გერმანელი ქალი ხელიდან არ უშვებს უფასო სამედიცინო ტესტის ჩატარების შესაძლებლობას, მამაკაცებს შორის კი ასე მხოლოდ ყოველი მეხუთე იქცევა.

მამაკაცებს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უფრო მეტად უჭირთ, ვიდრე სახელოსნოში ავტომანქანის მიყვანა, - აცხადებს გერმანელი ექსპერტი, რომლის სადაზღვევო ფონდი ქვეყნის
2,5 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს.

მამაკაცებო, იმისათვის, რომ ჯანმრთელები იყოთ, ფიზიკურად იაქტიურეთ. ეს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ბრიტანელმა სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ მათ ორგანიზმში, ვინც დღეში თუნდაც ნახევარ საათს უთმობს სირბილს ან სწრაფ სიარულს, დადებითი ძვრები არა მხოლოდ ზედაპირულად, არამედ უჯრედულ დონეზე მიმდინარეობს.

თარიღი : 27-04-2017
goreli
სრული ჭეშმარიტებაა, გერმანელ და ინგლისელ ექიმებს რა შეეშლებათ, რაც გამორჩათ ან ძალით გამოტოვეს უშანგიმ დაამატა, ამის მერე კომენტარი ძნელია.
თარიღი : 20-03-2017
უშანგი
არადა, პასუხი უმარტივესია - იმიტომ, რომ მათ ცოლი არ ჰყავთ!
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
დღეს ბაზრისა თუ სუპერმარკეტების დახლები სავსეა ლამაზი და არომატული ხილით, ბოსტნეულითა და
დაკონსერვებული პროდუქტები შეიძლება საშიში აღმოჩნდეს. როგორც ბიგმენტონის უნივერსიტეტის მეცნიერები
მაშინ, როდესაც ცოლთან 7 წლიანი ურთიერთობის შემდეგ კრიზისი დაგვეწყო ურთიერთობაში, მომეწონა ერთი გოგო, რომელიც ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსი იყო,
მამაკაცის ცხოვრების რიტმი თავისებურია, მისი ორგანიზმი სრულფასოვან ენერგეტიკულ შევსებას საჭიროებს,
ყველა მამაკაცს უნდა ჰქონდეს ერთი-ორი ხარისხიანი და მოდური პერანგი,
ყველასთვის ცნობილია გამონათქვამი - “მამაკაცს უყვარს თვალებით, ქალს კი - ყურებით”, რამდენად შეესაბამება ეს გამონათქვამი სინამდვილეს?

ქალის გარეგნობის პიკანტური დეტალების შემჩნევის უნარი მამაკაცის ბუნებრივი თვისებაა. მიმზიდველად და მაცდუნებლად მოსილი ქალი ნორმალურ კაცს უყურადღებოდ არ დარჩება, ზოგიერთმა შესაძლოა მათთან ნაცნობობაც კი მოიწადინოს. შესაბამისად, მამაკაცის რეაქცია მართლაც დამოკიდებულია მხედველობით შთაბეჭდილებებზე. ქალისთვის ნიშნეული სხვა თვისებები, მაგალითად, ზნეობრიობა, ინტელექტი, შრომისმოყვარეობა და მოკრძალება მამაკაცებს სიყვარულისთვის საკმარის იმპულსს ვერ აძლევს.

19 ივლისი 2018
ამერიკელმა კარდიოლოგებმა ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე მავნე პროდუქტი დაასახელეს. დიეტურმა
19 ივლისი 2018
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მეცნიერების დასკვნით, შვებულება ადამიანს განტვირთვაში ეხმარება, მაგრამ
თვალის ჩრდილი მაკიაჟის მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს უნივერსალური კოსმეტიკური პროდუქტია, რომელმაც
კუჭისა და ნაწლავის კიბოს განვითარების მომატებული რისკის შემცველია წითელი გადამუშავებული
გარდაბანსა და მარნეულში შხამიანი ქვეწარმავლის მიერ ადამიანის დაკბენის ორი ფაქტი დაფიქსირდა. პაციენტებს