მამაკაცის ბიჟუტერია - თვითგამოხატვისკენ გადადგმული ნაბიჯი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის ბიჟუტერია - თვითგამოხატვისკენ გადადგმული ნაბიჯი

მამაკაცის სამკაული მოდური და საინტერესოა.

თანამედროვე მამაკაცისთვის უცხო არ არის სამკაულებისადმი ინტერესი. მამაკაცის ბიჟუტერიის ასორტიმენტიც წლიდან წლამდე ფართოვდება.

ლითონის სამკაული მამაკაცს საშუალებას აძლევს, მრავალფეროვნება შესძინოს თავის სტილს, გახადოს ის უფრო ინდივიდუალური და საინტერესო.

თანამედროვე მამაკაცი ცდილობს, მოდურად და პრეზენტაბელურად გამოიყურებოდეს. ამაში მას დაეხმარება ელეგანტური აქსესუარები, რომლებიც ქმნის სტილს, ხაზს უსვამს ხასიათს და გვანიჭებს თავდაჯერებას ნებისმიერ ვითარებაში.

მამაკაცის აქსესუარები: ბეჭდები, სამაჯური, ძეწკვი და სხვა, - თვითგამოხატვისა და სხვადასხვა იმიჯის შექმნის საშუალებაა - წარმატებული ბიზნესმენიდან თავისუფალ მხატვრამდე.

მამაკაცის აქსესუარების მოდა გასული საუკუნის 60-იან წლებში დამკვიდრდა ახალგაზრდული სუბკულტურების - როკერების, ჰიპების, ბაიკერების, მეტალისტების გავლენით. ამგვარი ნაკეთობების მეშვეობით ისინი ინდივიდუალურობის ხაზგასმას ცდილობდნენ.

სამაჯური

მამაკაცის მაჯაზე ეფექტურად მოჩანს ოქროცურვილი ლითონის სამაჯური. ვოლფრამის ნაკეთობა კერამიკის ელემენტებით კლასიკურ კოსტიუმსაც კი უხდება. თავისუფალი სტილის ჩაცმულობას ხაზს გაუსვამს ტყავის სამაჯური. ის შეიძლება სხვადასხვა ფერისა იყოს. საინტერესოდ ავსებს იმიჯს კაუჩუკისა და ლითონის კომბინაცია.

ბეჭედი

ბეჭედი დიდი მოთხოვნით სარგებლობს მამაკაცებს შორის. სტილისტები მას სხვადასხვა ქვით აფორმებენ. მამაკაცის ბეჭედი მეტისმეტად თვალში საცემი არ უნდა იყოს.

ძეწკვი

ძეწკვი მოდური მამაკაცის თანამედროვე ატრიბუტია, საკუთარი ინდივიდუალურობის გამოხატვის საშუალება. ის შეიძლება სხვადასხვაგვარად იყოს ნაქსოვი.

საყურე

მამაკაცის საყურე ერთობ საკამათო თემაა, თუმცა საყურიანი მამაკაცი უდავოდ ეფექტურად გამოიყურება. ცირკონისთვლიანი, სხვადასხვა ტექსტურის, ოქროთი დაფერილი საყურე საპირისპირო სქესის დიდ ინტერესს იწვევს. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ მამაკაცის საყურე ჩვენი დროის გამოგონება არ არის - ის უძველესი ატრიბუტია.

თანამედროვე აქსესუარები ყოველგვარ გემოვნებას აკმაყოფილებს. მათ ირჩევენ ასაკისა და იმიჯის შესაბამისად. შეიძლება, სტილისტსაც მივმართოთ დახმარებისთვის - ის იოლად შეგვირჩევს იმიჯის საჭირო ელემენტს, რომელიც სასურველი სტილის სრულყოფილ სურათს შექმნის.