მამაკაცის როლი ოჯახსა და საზოგადოებაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის როლი ოჯახსა და საზოგადოებაში

ქალის როლი მამაკაცის ცხოვრებაში

საზოგადოებასა და ოჯახში მამაკაცის როლი ლიდერობაა. რა შეიძლება ითქვას ქალის როლზე?

სინამდვილეში სწორედ ქალი ქმნის მამაკაცისგან წარმატებულ პიროვნებას. ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ქალს, მისდამი სიყვარულს შეუძლია, როგორც გააბედნიეროს, წარმატებისკენ უბიძგოს მამაკაცს, ისე გააუბედუროს, ხელმოცარულ ადამიანად აქციოს ის.

მამაკაცი როგორც დამცველი

მრავალი საუკუნის განმავლობაში მამაკაცი საზოგადოებისა და ოჯახის მცველად, მზრუნველად მოიაზრებოდა. რამდენად ქმედითია დღეს ეს როლი? ცხადია, ყოველთვის უნდა დაიცვა ოჯახი, ბავშვები, მეგობრები და საკუთარი თავი მათგან, ვინც საფრთხეს ქმნის, მაგრამ დღეს მამაკაცები თითქოს ორად გაიყვნენ: მათი ნახევარი ყველაფერს აკეთებს ოჯახის დასაცავად, ნახევარს კი არც საკუთარი თავის, არც ოჯახის დაცვა არ შეუძლია.

მამაკაცის როლი ოჯახის რჩენაში

მამაკაცის როლი ოჯახში საუკუნეების განმავლობაში უცვლელია - მან უნდა არჩინოს, გამოკვებოს, ყველაფრით უზრუნველყოს ოჯახი, რათა ბედნიერი იყოს. თუმცა დღეს უფრო მეტი მამაკაცია უმუშევარი, ვიდრე ქალი. ბევრია გაყრილი ოჯახი, სადაც ქალი უმამოდ ზრდის შვილს, აქვს შემოსავალი და შეუძლია, გამოკვებოს საკუთარი თავიც და ბავშვიც. გამოდის, რომ სამყარო იცვლება და მალე ქალი უფრო ძლიერი სქესი გახდება. ფიზიკური ძალა ერთადერთია, სადაც მამაკაცი ყოველთვის დაჯაბნის ქალს, ისიც - თუ საკუთარი სხეულის განვითარებაზე იზრუნებს.

მამაკაცის როლი ბავშვის აღზრდაში

მამაკაცის დანიშნულება ბავშვის აღზრდაცაა. მართალია, ამ საქმით უფრო დედაა დაკავებული, მაგრამ მამამ უნდა გადასცეს შვილებს ის გამოცდილება და ცოდნა, რომელიც თავისი სიცოცხლის განმავლობაში დააგროვა. შვილები ამას უფრო დააფასებენ, ვიდრე ფულსა და მატერიალურ კეთილდღეობას, რადგან სწორედ ცოდნასა და გამოცდილებას მოაქვს ფულიც, წარმატებაც და ბედნიერებაც.

მამაკაცის როლი ოჯახური პრობლემების მოგვარებაში

ოჯახური პრობლემების მოგვარება ქალზე მეტად მამაკაცის პრეროგატივაა.

მამაკაცის როლი საზოგადოებაში

ის, რაც მამაკაცს ლიდერის პოზიციას უნარჩუნებს, არის მისი როლი საზოგადოებაში. მამაკაცი უკეთ ახერხებს ადამიანების ორგანიზებას და პრობლემების მოგვარებას. რაც შეეხება ბიზნესის მართვას, ქალები ამ საქმეს უფრო და უფრო უკეთ ართმევენ თავს სიმშვიდისა და სირბილის წყალობით, რაც მამაკაცებს, თავიანთი უხეში ხასიათიდან გამომდინარე, აკლიათ.

ის ოჯახია კარგი, სადაც მამაკაცი ასრულებს თავის როლსა და ფუნქციებს, ხოლო ცოლი ამაში ეხმარება და გვერდით უდგას.