როგორ შევარჩიოთ კოსტიუმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევარჩიოთ კოსტიუმი

 

  • ქსოვილს. ალბათ, ზედმეტია იმის თქმა, რომ სინთეტიკური ქსოვილი ნატურალურს ბევრი რამით ჩამოუვარდება. იარლიყზე მითითებულია, რისგან არის შეკერილი თქვენ მიერ მოწონებული კოსტუმი. შალის ნართისა და მისი ნაწარმის ხარისხის კონტროლს შალის საერთაშორისო სამდივნო ახორციელებს. მხოლოდ ამ კონტროლის გავლის შემდეგ აქვს უფლება საწარმოს, თავის ნაწარმზე დასვას Pურე წოოლ ან ჭოოლმარკ ნიშანი, რომელსაც საქმიან წრეებში მეტად აფასებენ. საერთაშორისო სახელის მქონე საფეიქრო საწარმოს პროდუქციაზე, ჩვეულებრივ, სახელობით მარკასაც აკერებენ, რაც ასევე მაღალი ხარისხის მაჩვენებელია.
  • ნაკერებს. კარგი კოსტიუმის დამზადებისას წებო, პრაქტიკულად, არ გამოიყენება. რაც უფრო ელიტურია ნაკეთობა, მით უფრო ნატიფია მასში ტრადიციული ნაკერები და მეტია ხელით შესრულებული სამუშაო. ასე რომ, ყურადღება მიაქციეთ ნაკერებს. მრუდე და გამოძენძილი ნაკერი ნაკეთობის დეფექტის მაჩვენებელია.

კოსტიუმი არ უნდა იყოს:

  • არც დიდი, არც პატარა. ის არც მოძრაობაში უნდა გიშლიდეთ ხელს და არც საკიდივით გეკიდოთ ტანზე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შარვალს. კლასიკური მოთხოვნისამებრ, მისი ქვედა ტოტი თავისუფლად უნდა ეშვებოდეს ფეხსაცმელზე და ერთ მცირე ნაკეცს ქმნიდეს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ შარვლის ტოტი ქუსლის მხარეს 1-1,5 სმ-ით გრძელია. და კიდევ: ჯდომისას შეიძლება გამოჩნდეს წინდები და არა შიშველი წვივები.
  • შავი. ის მისაღებია მხოლოდ ფორმალურ ღონისძიებებზე. გამონაკლისია ავანგარდული შავი კოსტიუმი, რომლითაც შეგიძლიათ ეწვიოთ ღამის კლუბს ან სამორინეს. სხვა შემთხვევაში შავი კოსტიუმი ოფიციანტების, მეტრდოტელებისა და მცველების უნიფორმაა. უკიდურეს შემთხვევაში, არჩევანი შავ, ვიწროზოლიან ქსოვილზე შეაჩერეთ. თანამედროვე საქმიანი ეტიკეტი კლა¬სიკურ რუხ და ლურჯ ქსოვილებს ანიჭებს უპირატესობას.
  • აბრეშუმის ან ბამბის. ეს ქსოვილები წლის ცივ პერიოდში ისევე მიუღებელია, როგორც ღია ფერის მსუბუქი ქსოვილი საქმიან შეხვედრაზე.
  • ყველა ღილზე შეკრული. შეი¬კარით ნებისმიერი ღილი, ქვედას გარდა. ეს ძველებური ინგლისური წესი დღემდე უცვლელია. პიჯაკი შეგიძლიათ შეიხსნათ სუფრასთან და სავარძელში ჩაჯდომისას, ხოლო გახდა დასაშვებია მხოლოდ არაფორმალურ ვითარებაში.

რაზე მეტყველებს ღილების რაოდენობა

ერთი ღილი - ასეთი რამ მხოლოდ შოუბიზნესის წარმომადგენელთა ტანსაცმელზე შეიძლება ნახოთ. საქმიანი ადამიანებისთვის ერთღილიანი პიჯაკი მიუღებელია. ორღილიანი პიჯაკი ბანკირის უნიფორმაა. იკვრება მხოლოდ ზედა ღილზე. სამი ღილი, რომელთაგან ზედას ოდნავ ფარავს ლაცკანი. იკვრება ორი ზემოთა ან მხოლოდ შუა ღილი. შეხვდებით როგორც საქმიან, ისე არაფორმალურ კოსტიუმებზე. ოთხი ღილი სპორტული ვარიანტია. დასაშვებია მხოლოდ არაფორმალურ კოსტიუმზე.

ფერთა მომგებიანი შეხამება რუხი

ლურჯთან (პერანგთან, ჰალსტუხთან, სვიტერთან, ქამართან) - ფერთა კლასიკური შეხამებაა და მიუხედავად ტრადიციულობისა, არასოდეს ძველდება.

ცისფერთან - ეს ფერი თეთრის შესანიშნავი ალტერნატივაა, თუ არ გსურთ, მეტისმეტად მკაცრი იერი გქონდეთ.

ზღვის ტალღის ფერთან - ძალიან ელეგანტურია. იდეალურია ღია წაბლისფერთმიანი მამაკაცებისთვის.

ლურჯი

თეთრთან - კლასიკაა. ბანალური რომ არ გამოჩნდეთ, `გააზავეთ~ ფერთა ეს შეხამება მესამე კონტრასტული ფერით - შავით, ყვითლით ან იისფერით.

შინდისფერთან - თამამი, მეტად ეფექტური შეხამებაა.

ვარდისფერთან - საზეიმო ვარიანტია კლასიკურ ინგლისურ სტილში.

ყავისფერი

სტაფილოსფერთან - თუ ექსპერიმენტების არ გეშინიათ, სინჯეთ: ნათელი ფერები ერთფეროვანი მასიდან გამოგარჩევთ (რასაკვირველია, თუ დრო და ადგილი ამისთვის შესაფერისია).

ხაკისფერთან - ტრადიციული შეხამებაა.

ჩალისფერთან - იდეალური პალიტრაა შავგვრემანი მამაკაცისთვის.

შავი

შავთან - მისაღებია კლუბური საღამოსთვის, მაგრამ არა ოფისში სამუშაოდ. ვიზუალურად ხვეწს აღნაგობას, ხაზს უსვამს კანის სიფითრეს.

წითელთან - შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩებით.

რუხთან - უტყუარი კომბინაციაა, მაგრამ უღიმღამოდ რომ არ გამოიყურებოდეთ, ანსამბლი მესამე ფერით გამოაცოცხლეთ.