მამაკაცის საქმიანი სტილის ნიუანსები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის საქმიანი სტილის ნიუანსები

საქმიანი სტილის შერჩევა შეიძლება საქმიანი პარტნიორის შერჩევას შევადაროთ - მამაკაცი მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ამ საქმეს.

უნაკლო საქმიანი სტილის ფორმირება კოსტიუმის შერჩევით იწყება. არავითარ შემთხვევაში არ დაზოგოთ ამაზე ფული. კოსტიუმი ხარისხიანი და იდეალურად მორგებული უნდა იყოს.

საქმიან კოსტიუმს სისადავეც მოეთხოვება. ფერთა თამამი შეხამება, ჭყეტელა აქსესუარები მამაკაცს ცირკის თანამშრომელს უფრო ამსგავსებს, ვიდრე ოფისის მუშაკს, ამიტომ კოსტიუმი უმჯობესია იყოს რუხი, ლურჯი, ყავისფერი, კრემისფერი და იშვიათად - შავი.

კოსტიუმი უნდა შეესაბამებოდეს წელიწადის დროსაც - ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

კოსტიუმი, ჰალსტუხი, პერანგი, ფეხსაცმელები და აქსესუარები ჰარმონიულად უნდა ეხამებოდეს ერთმანეთს, ამიტომ მათი შერჩევისას აუცილებელია რამდენიმე წესის გათვალისწინება:

  • პერანგი ერთი ტონისა უნდა იყოს. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება ჰქონდეს წვრილი უჯრედები ან ზოლები.
  • რაც შეეხება ფერს, თეთრი კლასიკაა, რომელიც არასოდეს გიმტყუნებთ, თუმცა თანამედროვე მოდა ნებას გვრთავს, ჩავიცვათ ბაცი ვარდისფერი, იისფერი, რუხი, ლურჯი... მთავარია, პერანგი კოსტიუმს ეხამებოდეს.
  • გულისყურით შეარჩიეთ პერანგის ზომა. მანჟეტები მჭიდროდ უნდა იყოს ხელზე მომდგარი და პიჯაკიდან 1-2 სმ-ზე ჩანდეს.
  • ჰალსტუხი პერანგზე რამდენიმე ტონით მუქი უნდა იყოს, არ ბრჭყვიალებდეს და არ იყოს მოხატული სასაცილო სურათებით.
  • ფეხსაცმელი კარგად მორგებული, მოდური და კარგად გაწმენდილი უნდა გეცვათ. ყველაზე იოლი მოსავლელი ტყავია. თუ ნატს ამჯობინებთ, ისიც თამამად შეგიძლიათ ატაროთ, მაგრამ გახსოვდეთ - მუდამ უნაკლოდ რომ გამოიყურებოდეს, გაცილებით მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ.

გემოვნებით, ვითარების შესაბამისად შერჩეული სამოსით და აქსესუარებით ხაზს გაუსვამთ თქვენს პრეზენტაბელურობას, რესპექტაბელურობასა და ინდივიდუალიზმს.