რჩევები

რამდენიმე რჩევა თავის მოვლის შესახებ

რამდენიმე რჩევა თავის მოვლის შესახებ
მამაკაცებისთვის განკუთვნილ კოსმეტიკურ ნაწარმს თანამედროვე ბაზარზე გაცილებით ნაკლები ადგილი უკავია, ვიდრე ქალებისთვის განკუთვნილს, მაგრამ არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც თავის მოვლა უმნიშვნელო რამედ სულაც არ მიაჩნიათ.



თანამედროვე მამაკაცს სურს, კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ ყველას არ აქვს ფული ტანსაცმლისა თუ მოდური აქსესუარების შესაძენად, დრო კანის, თმისა და სხეულის მოსავლელი პროცედურების ჩასატარებლად. თუ ქრონიკულად მოუცლელი ბრძანდებით, მაგრამ გსურთ, სუფთად და მიმზიდველად გამოიყურებოდეთ, დაიხსომეთ და გაითვალისწინეთ რამდენიმე მარტივი და ადვილად შესასრულებელი რჩევა. უპირველეს ყოვლისა, რეგულარულად გაიწმინდეთ, დაიტენიანეთ და ტონუსში მოიყვანეთ სახის კანი. თუ კანი ცხიმიანობისკენაა მიდრეკილი,
გამოიყენეთ დასაბანი საშუალება, რომელიც არ შეიცავს საპონს, ხოლო დაბანის შემდეგ კრემის მაგივრად წაისვით დამანოტივებელი გელი ან თიხის თვისებების მქონე კრემი. კანის გასაწმენდად და ტონუსში მოსაყვანად გამოიყენეთ სქრაბი. არსებობს სხვა დასაბანი საშუალებებიც სქრაბის ეფექტით. ისინი ასუფთავებენ ფორებს ჭუჭყისა და მკვდარი უჯრედებისგან, რომლებიც სახეს ფერმკრთალ, ავადმყოფურ შესახედაობას
აძლევს. სასარგებლოა კვირაში ერთხელ სახის ორთქლით დარბილება 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ ცივი წყლით დაბანა, საუნა კი შესანიშნავად იმოქმედებს არა მარტო გარეგნობაზე, არამედ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზეც. ეცადეთ, შინიდან გასვლის წინ ყოველთვის წაისვათ მზისგან დამცავი კრემი - ეს თავიდან აგაცილებთ მზით დამწვრობას და პიგმენტურ ლაქებს. მსუბუქი მასაჟი სახის კანს ტონუსში მოიყვანს და მას ჯანსაღ და მიმზიდველ შესახედაობას მიანიჭებს. მასაჟი შეიძლება კრემის წასმისას გაკეთდეს. გაანაწილეთ დამატენიანებელი საშუალება თითის ბალიშების მსუბუქი დარტყმით პერიფერიიდან შუაგულისკენ. პარსვის წინ სახე კარგად დაიბანეთ და მხოლოდ ამის შემდეგ წაისვით საპარსი კრემი. უკეთესი ეფექტისთვის ერთი წუთით გაიჩერეთ და გაიპარსეთ. გამოიყენეთ საპარსი კრემი Е ვიტამინისა და ალოეს შემცველობით - ის კანს დაზიანებისა და გაღიზიანებისგან დაიცავს.
რეკომენდებული პროდუქტები
ღვიძლის დაცვა -60 აბი
ფასი: 42.9
სპორტით დაკავებული მამაკაცებისთვის-30 აბი
ფასი: 39.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
ხვრინვის საწინააღმდეგო საშუალება-20მლ აეროზოლი
ფასი: 37.4