მამობა - საპასუხისმგებლო და სასიამოვნო მდგომარეობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამობა - საპასუხისმგებლო და სასიამოვნო მდგომარეობა

მამობას სწავლა სჭირდება. მეუღლის ორსულობის პერიოდში მომავალი მშობლების ურთიერთდამოკიდებულება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ჩვილისადმი დედის დამოკიდებულება. როგორ უყვარს კაცს ცოლი, როგორ ზრუნავს მასზე, როგორ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ყოველდღიურ წვრილმანებში, ყოველივე ამას მომავალი დედისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ ქმარი სიყვარულით უვლის მეუღლეს, ქალი ინარჩუნებს იმ ძალასა და ენერგიას, რომელიც აუცილებელია მისთვის და მისი მომავალი შვილისთვის. დედის კარგი განწყობა შვილზეც დადებითად აისახება. ინტონაციაც კი (ცნობილია, რომ ბავშვს მუცლად ყოფნის პერიოდში ესმის და ცნობს მშობლების ხმას) უდიდეს გავლენას ახდენს. სულ სხვაა, როცა მამის ხმაში ალერსი, სინაზე, მზრუნველობა გამოსჭვივის და სულ სხვა, როცა ის უხეშად, მკაცრად, უდიერად ან გულგრილად ელაპარაკება ცოლს. ყველაფერი ეს ბავშვის სულიერ სამყაროზე აისახება. ამდენად, მომავალი მამების ასარჩევია, რას ჩადებენ ისინი ჩვილის სულსა და გულში. სწორედ მეუღლის ორსულობის პერიოდში უნდა გადაწყვიტოთ, გარეშე მაყურებლად დარჩეთ თუ გახდეთ მონაწილე ბავშვის აღზრდის საოცარი პროცესისა, რომელიც მუცლად ყოფნის პერიოდში იწყება. მნიშვნელოვანია, მამაკაცი ზრუნავდეს ორსულ ცოლზე, ხოლო მშობიარობის შემდეგ მასთან ერთად გაინაწილოს მშობლობის რთული და სასიამოვნო ტვირთი. ორსული, განსაკუთრებით - პირველ თვეებში, ხშირადაა დაძაბული, აღელვებული, ამიტომ მომავალი მამა მკაცრად არ უნდა მოეკიდოს მის ჭირვეულობას და განწყობის ცვალებადობას. აუცილებელია საოჯახო საქმიანობაში დახმარება: ქალისთვის ამ პერიოდში არ შეიძლება პროდუქტით სავსე ჩანთების ტარება, უფროსი შვილების ხელში აყვანა, მძიმე საგნების გადაადგილება. ქმარმა უნდა გამონახოს დრო და ძილის წინ ცოლთან ერთად გაისეირნოს სუფთა ჰაერზე, ესაუბროს მიმდინარე პრობლემებზე, მომავალ შვილზე. წესად აქციეთ უქმეებზე ქალაქგარეთ გასეირნება. ბუნებასთან სიახლოვე ძალას და ენერგიას მატებს ორსულს. მისი სიმშვიდისთვის კი აუცილებელია ქმრის მზრუნველობა და სიყვარული. ცოლის სისუსტეებს ქმარი ღიმილით უნდა შეხვდეს, ალერსიანი სიტყვებით ან ხუმრობით გააქარწყლოს დაძაბულობა და აღმოფხვრას კონფლიქტი. ურთიერთპატივისცემა, თანაგრძნობა და თანადგომა, მოთმინებისა და მიტევების უნარი ბედნიერი ოჯახური კავშირის საწინდარია.