მამობა - საპასუხისმგებლო და სასიამოვნო მდგომარეობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

მამობა - საპასუხისმგებლო და სასიამოვნო მდგომარეობა

მამობა - საპასუხისმგებლო და სასიამოვნო მდგომარეობა
ბავშვის აღზრდაში მამის როლს ჩვენს საზოგადოებაში დიდხანს არ აფასებდნენ სათანადოდ. ბავშვები პირველივე დღიდან ქალებით არიან გარშემორტყმულნი - შინ, საბავშვო ბაღში, სკოლაში... ამას იქამდე მივყავართ, რომ ყმაწვილკაცობისას ვაჟი ხვდება ქალების გავლენის ქვეშ, რაც არცთუ იშვიათად ხასიათის ქალურ ნიშნებს აყალიბებს. ბევრი მამაკაცი საერთოდ ვერ ახერხებს დაკაცებას.


მამობას სწავლა სჭირდება. მეუღლის ორსულობის პერიოდში მომავალი მშობლების ურთიერთდამოკიდებულება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ჩვილისადმი დედის დამოკიდებულება. როგორ უყვარს კაცს ცოლი, როგორ ზრუნავს მასზე, როგორ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ყოველდღიურ წვრილმანებში, ყოველივე ამას მომავალი დედისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ
ქმარი სიყვარულით უვლის მეუღლეს, ქალი ინარჩუნებს იმ ძალასა და ენერგიას, რომელიც აუცილებელია მისთვის და მისი მომავალი შვილისთვის. დედის კარგი განწყობა შვილზეც დადებითად აისახება. ინტონაციაც კი (ცნობილია, რომ ბავშვს მუცლად ყოფნის პერიოდში ესმის და ცნობს მშობლების ხმას) უდიდეს გავლენას ახდენს. სულ სხვაა, როცა მამის ხმაში ალერსი,
სინაზე, მზრუნველობა გამოსჭვივის და სულ სხვა, როცა ის უხეშად, მკაცრად, უდიერად ან გულგრილად ელაპარაკება ცოლს. ყველაფერი ეს ბავშვის სულიერ სამყაროზე აისახება. ამდენად, მომავალი მამების ასარჩევია, რას ჩადებენ ისინი ჩვილის სულსა და გულში. სწორედ მეუღლის ორსულობის პერიოდში უნდა გადაწყვიტოთ, გარეშე მაყურებლად დარჩეთ თუ გახდეთ მონაწილე ბავშვის აღზრდის საოცარი პროცესისა, რომელიც მუცლად ყოფნის პერიოდში იწყება. მნიშვნელოვანია, მამაკაცი ზრუნავდეს ორსულ ცოლზე, ხოლო მშობიარობის შემდეგ მასთან ერთად გაინაწილოს მშობლობის რთული და სასიამოვნო ტვირთი. ორსული, განსაკუთრებით - პირველ თვეებში, ხშირადაა დაძაბული, აღელვებული, ამიტომ მომავალი მამა მკაცრად არ უნდა მოეკიდოს მის ჭირვეულობას და განწყობის ცვალებადობას. აუცილებელია საოჯახო საქმიანობაში დახმარება: ქალისთვის ამ პერიოდში არ შეიძლება პროდუქტით სავსე ჩანთების ტარება, უფროსი შვილების ხელში აყვანა, მძიმე საგნების გადაადგილება. ქმარმა უნდა გამონახოს დრო და ძილის წინ ცოლთან ერთად გაისეირნოს სუფთა ჰაერზე, ესაუბროს მიმდინარე პრობლემებზე, მომავალ შვილზე. წესად აქციეთ უქმეებზე ქალაქგარეთ გასეირნება. ბუნებასთან სიახლოვე ძალას და ენერგიას მატებს ორსულს. მისი სიმშვიდისთვის კი აუცილებელია ქმრის მზრუნველობა და სიყვარული. ცოლის სისუსტეებს ქმარი ღიმილით უნდა შეხვდეს, ალერსიანი სიტყვებით ან ხუმრობით გააქარწყლოს დაძაბულობა და აღმოფხვრას კონფლიქტი. ურთიერთპატივისცემა, თანაგრძნობა და თანადგომა, მოთმინებისა და მიტევების უნარი ბედნიერი ოჯახური კავშირის საწინდარია.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კატეგორიის სხვა სტატიები
გრიპისა და ზედა სასუნთქი გზების სეზონური აქტივობისას, ულვაშებსა და წვერს განსაკუთრებულად უნდა მოვუაროთ.
როგორ გავუმკლავდეთ მამაკაცის დელიკატურ პრობლემას?
სასქესო ასოს კანის ზედაპირის აქერცვლა მრავალი მამაკაცისთვის საკმაოდ უსიამოვნო სიმპტომია.
ესპანელმა მეცნიერებმა საინტერესო კვლევებით აჩვენეს (კონკრეტულად 14 კვლევის მეტაანალიზი ჩაატარეს), რომ დაბალი
ქალების უმრავლესობა, განსაკუთრებით საქმიანი ქალები, სამუშაო კვირის განმავლობაში ძალიან იღლებიან და
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად