გინდათ, მამა გახდეთ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გინდათ, მამა გახდეთ?

მობილური ანადგურებს სპერმას

მრავალი ექსპერიმენტისა და სამეცნიერო კვლევის შედეგად გაირკვა, რომ მობილური ტელეფონი ნეგატიურად მოქმედებს სპერმის რაოდენობასა და ხარისხზე. უნგრელმა მეცნიერებმა ამ საკითხის შესწავლა ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყეს და აღმოაჩინეს, რომ იმ მამაკაცებს, რომლებიც მობილურ ტელეფონებს შარვლის ჯიბით ან ქამრით ატარებდნენ, ერთი წლის განმავლობაში სპერმის მაჩვენებლები 20-30%-ით უუარესდებოდათ.

უნდა იცოდეთ, რომ მაშინაც კი, როდესაც ტელეფონით არ საუბრობთ, აპარატი სიგნალს გამოსცემს. ეკრანირებულ შენობაში (ლიფტში, სარდაფში, მეტროში) ტელეფონი აქტიურად იწყებს ქსელის ძებნას და სიგნალიც ძლიერდება.

შარშან შეერთებული შტატების რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოების კონფერენციაზე წაკითხულ იქნა სენსაციური მოხსენება, რომელშიც მამაკაცის ორგანიზმზე ფიჭური კავშირის ნეგატიური გავლენა იყო აღწერილი: თურმე რაც უფრო მეტხანს საუბრობს მამაკაცი მობილური ტელეფონით, მით უფრო ნაკლებ სპერმატოზოიდს გამოიმუშავებს მისი ორგანიზმი.

საუნა, ანგინა და კომპიუტერი

სითბო სასქესო ჯირკვლების მტერია. საუნაში 20 წუთის გატარება საკმარისია, რომ სპერმატოზოიდების რაოდენობა და ხარისხი საგრძნობლად გაუარესდეს. მათი რიცხვი მთელი კვირის განმავლობაში ნორმაზე ნაკლები რჩება, ხოლო მომდევნო 5 კვირის განმავლობაში ნელ-ნელა უბრუნდება ნორმალურ მაჩვენებელს. ასე რომ, ეს ცვლილებები, საბედნიეროდ, შექცევადია, მაგრამ თუ გსურთ, მამა გახდეთ, სჯობს, ჩასახვის სავარაუდო თარიღამდე 3 თვის განმავლობაში საუნას ერიდოთ - სპერმატოზოიდების ახალი, ჯანსაღი თაობა რომ ჩამოყალიბდეს, 10 კვირაა საჭირო. მამაკაცისთვის არანაკლებ საშიშია მაღალი სიცხით (38-39 გრადუსი) მიმდინარე გაციება, ანგინა და გრიპი - ავადმყოფობის შემდეგ 3 თვის განმავლობაში სათესლე სითხის ხარისხი უარესდება, რეპროდუქციული ფუნქცია მხოლოდ 5 თვის შემდეგ უბრუნდება ნორმას.

5-6 საათზე მეტხანს გადაბმით ჯდომა, მით უმეტეს - როცა მუხლებზე პორტატული კომპიუტერი გიდევთ, სასქესო ჯირკვლების გადახურებას იწვევს, ეს კი მათ ფუნქციაზე ნეგატიურად აისახება. ამავე მიზეზით არ შეიძლება მუდმივად საცურაო ტრუსებისა და მჭიდროდ მორგებული ქვედა საცვლების ტარება. საცვალი უნდა იყოს ხალვათი და ნატურალური ქსოვილისა. ბიჭუნებისთვის არ არის რეკომენდებული ცხელი აბაზანები.

ალკოჰოლი და სხვა სასმელები

უჯრედები, რომლებიც მამაკაცურ ჰორმონს გამოიმუშავებს, მეტისმეტად მგრძნობიარეა ალკოჰოლის ზემოქმედების მიმართ. ასეთი დაავადებაც კი არსებობს - ალკოჰოლური ჰიპოგონადიზმი, ტესტოსტერონის უკმარისობა. მამაკაცი, რომელიც უხვად სვამს სპირტიან სასმელებს, ფაქტობრივად, თავს ისაჭურისებს. განსაკუთრებით საშიშია ალკოჰოლი სქესობრივი მომწიფების პერიოდში.

წყლისა და გაზიანი სასმელებისთვის განკუთვნილი პლასტმასის ბოთლები შეიცავს ესტროგენის მსგავს ნივთიერებებს, რომლებსაც რეპროდუქციულ ფუნქციაზე დამთრგუნველი ზემოქმედების უნარი შესწევს, ამიტომ ასეთ ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის უხვად სმას არ გირჩევთ.

სახიფათო სპორტი

ვარჯიში კარგია, მაგრამ ძალოსნობამ შესაძლოა რეპროდუქციულ ფუნქციაზე უარყოფითად იმოქმედოს. თუ ბიჭუნას სათესლე ჯირკვლების ვარიკოზული გაგანიერებისკენ აქვს მიდრეკილება, ადვილი შესაძლებელია, ძლიერი დატვირთვის დროს ეს დაავადება განუვითარდეს, რაც საბოლოოდ შვილოსნობის ფუნქციის დარღვევას გამოიწვევს. უშვილობის კიდევ ერთი მიზეზია კრიპტორქიზმი (სათესლე პარკში ცალი ან ორივე ჯირკვლის ჩამოუსვლელობა), მაგრამ თუ ამ დაავადებას დროულად და სწორად ვუმკურნალეთ, შესაძლოა, არასასურველი შედეგი თავიდან ავიცილოთ. კრიპტორქიზმის დროს ოპერაციული ჩარევა აუცილებელია, თანაც სასურველია, ეს 3 წლამდე მოხდეს. ბავშვობაში ყბაყურა ბევრს ემართება, მაგრამ შვილოსნობის უნარს ისინი კარგავენ, ვისაც ეს დაავადება ორქიტით (სათესლე ჯირკვკლების ანთებით) ურთულდება. თუ ბიჭუნას ყბაყურა შეხვდა, გართულებისგან თავის დასაზღვევად აუცილებლად უნდა დაიცვას წოლითი რეჟიმი, ერიდოს ნებისმიერ ფიზიკურ დატვირთვას და ექიმის ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით შეასრულოს.