ჰალსტუხი - მამაკაცური მოდის საუკეთესო აქსესუარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰალსტუხი - მამაკაცური მოდის საუკეთესო აქსესუარი

ზოგადად მიღებულია ორი პრინციპულად განსხვავებული შესაძლებლობა: როდესაც ჰალსტუხი შერჩეულია პერანგისა და პიჯაკის ტონის შესაბამისად ან მხოლოდ უმნიშვნელოდ განსხვავებულ ფერში, ან კიდევ განსაკუთრებული ეფექტის მისაღწევად ფერთა კონტრასტია გამოყენებული. თავშეკავებული კორექტულობა ახალი სტილის მანიშნებელია და პირდაპირ შეეხება ჰალსტუხსაც. ჰალსტუხის შეკვრისთვის მთავარია აბსოლუტური სიზუსტე. ჰალსტუხის კვანძი სწორად უნდა იქნეს შერჩეული ჰალსტუხის ფაქტურის გათვალისწინებით, იდეალურ  შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს პერანგის საყელოსთან და განაპირობებდეს მთელი ანსამბლის სრულ ჰარმონიას. მამაკაცის სტილისა და ელეგანტურობის ფორ¬მირებისთვის აუცილებელია სწორად შერჩეული ჰალსტუხი, იმიტომ, რომ ჰალსტუხი წარმოადგენს მამაკაცის სავიზიტო ბარათის ერთგვარ ხილულ განსახიერებას. ახალგაზრდები, რომლებიც უარყოფენ ყველაფერს, რაც მათ თანამედროვეობამდე იყო, ხშირად ეძებენ სამოსში ძალიან ინდივიდუალურ, ყოვლად განუმეორებელ დეტალს და აღმოაჩენენ თავისდაუნებურად, რომ ჰალსტუხი, როგორც კარლ ლაგერფელდმა თქვა, "მამაკაცის მოდის საუკეთესო აქსესუარია". როდესაც მამაკაცი, პროფესიული გარემოს ერთფეროვნების პირობებში, აცნობიერებს, რომ მისი კოლეგები ისეთივე მანქანებით დადიან, როგორითაც თვითონ, ტანსაცმელს იმავე მაღაზიაში ყიდულობენ, სადაც ის ყიდულობს, იმავე საკრედიტო ბარათით სარგებლობენ, რომლითაც თავად ის - უნებურად იწყებს ისეთი რაღაცის ძიებას, რაც სწორედ მისი სტილის გამოხატულება იქნება. ჰალსტუხი კი ნამდვილად აძლევს მამაკაცს საშუალებას, იპოვოს საკუთარი "მე". თითქოსდა წარმატებული ახალგაზრდა ჰალსტუხს ატარებს მამების ჩვეულებისამებრ, მაგრამ ამავდროულად სრულიად სხვაგვარად. ამიტომ მთავარია მთელი ანსამბლი იქნეს შეფასებული, რომ სწორად შეირჩეს ჰალსტუხი და გარდერობის სხვა ელემენტები, რომ საკუთარი თავისგან "ხელოვნების ნიმუში" შექმნათ. ამასთან, რამდენიმე ძირითადი წესის დაცვა თავიდან აგაშორებთ უხეშ შეცდომებს.  ჰალსტუხმა თუნდაც მსუბუქი კონტრასტი უნდა შექმნას პერანგთან (მაგალითად, ფერთა გამის საშუალებით); დღესაც აქტუალურია რჩევა: პერანგის ან პიჯაკის (მაგალითად, თუ მასზე წვრილი ზოლებია) რომელიმე ფერი ჰალსტუხზეც უნდა იყოს, ჰალსტუხის სხვა ფერები კი კონტრასტს უნდა ქმნიდეს; კონტრასტი მეტისმეტად თვალშისაცემი არ უნდა იყოს. მაგალითად, შეიძლება ორი სადა ფერის შეთანხმება;  ერთფეროვან პერანგზე დასაშვებია ჰალსტუხი ნებისმიერი ნახატით - როგო¬რიც კი მოგესურვებათ და რამდენადაც იქნება იმ გარემოებასთან შესაფერისი, სადაც ეს ჰალსტუხი უნდა გეკეთოთ; კომბინირებული ნახატები არ უნდა იყოს როგორც ძალზე განსხვავებული, ასევე ერთიმეორის მსგავსი; ძალიან დიდნახატებიანი ჰალსტუხის გაკეთებისგან ჯობია თავი შეიკავოთ. აქ ასეთი წესი მოქმედებს: რაც უფრო დიდია ნახატი, მით ნაკლებად მკაცრი და ოფიციალურია ჰალსტუხი;

 პიჯაკის გულის ჯიბეში ჩასადები ცხვირსახოცის შერჩევისას უნდა იხელმძღვანელოთ იმ პრინციპით, რომ მიაღწიოთ ერთდროულად ჰარმონიულ და ინტენსიურ ოპტიკურ ეფექტს ჰალსტუხს, პერანგსა და პიჯაკს შორის. ნებისმიერ შემთხვევაში ნუ შეარჩევთ ერთი და იმავე სურათის ცხვირსახოცსა და ჰალსტუხს. როგორც არ უნდა იცვლებოდეს მოდა, კორექტულად ჩაცმული ბიზნესმენი კონსერვატორად რჩება და რაიმე თვალშისაცემი აქსესუარის დამატების უფლებას აძლევს თავს. ასეთი გარეგნული იერი ნდობას თესავს და კომპეტენტურობის მანიშნებელია. კლასიკური შავი კოსტიუმი - სასურველია პიჯაკი ოთხ ღილზე და ფერით შეხამებული ჟილეტით - ვერ ეგუება მკვეთრი ფერის ჰალსტუხს. დასაშვებია ჰალსტუხი მუქი რუხი შეფერილობიდან მეტალის ბრწყინვალებამდე. ჰალსტუხი თოვლის პაპის, მიკი მაუსის, ბეჰემოთების და ხილის ნახატებით აქ ყოვლად მიუღებელია და შეიძლება მთელი ანსამბლი საშინელებად გამოაჩინოს. მისასალმებელია რაიმე სტილის ნახატი, ღია და ნაზ ფერებში. მკვეთრი ბაფთა მიუღებელია საქმიან კოსტიუმზე: წარმოიდგინეთ, რომ ეს ბაფთა თქვენი საფირმო ნიშანია. საერთოდ, ეს აქსესუარი, ყველა წესის დაცვით, უფრო უხდებათ მხატვრებს, ვიდრე ბანკის მენეჯერებს. აქვე უნდა დავძინოთ, რომ  ჰალსტუხი უნდა იყოს იმ სიგრძის, რომ მისი ბოლო მცირედ ფარავდეს შარვლის სათა-ვეს. არც უფრო გრძელი და არც მეტად მოკლე. თუ ჰალსტუხი ძალიან გრძელია, არსებობს მისი დამოკლე-ბის ერთადერთი გზა - ფრთხილად გახსენით კვანძი და ხელმეორედ განასკვეთ. ჰალსტუხის ფართო ბოლო იდეალურ ვარიანტში 2-3 სმ-ით გრძელი უნდა იყოს ვიწროზე და მაშინ სასურველი შედეგი მიღწეული იქნება. ასევე მეტად მნიშვნელოვანია ჰალსტუხის კვანძი, რადგან მოშვებული კვანძით სიარულს, თანაც გაღეღილი საყელოთი, სჯობია საერთოთ უჰალსტუხოდ იაროთ.