საფულე - სტატუსის განმსაზღვრელი აქსესუარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საფულე - სტატუსის განმსაზღვრელი აქსესუარი

კარგი საათი, ლამაზი ჰალსტუხი, ბრენდული კეისი მამაკაცის რენომეს ის კომპონენტებია, რომლებიც უსიტყვოდ მეტყველებს მასზე. საფულე არა მარტო ფულის შესანახი საშუალება, არამედ ერთგვარი სავიზიტო ბარათიცაა, რომელმაც გარშემო მყოფებს ბევრი რამ შეიძლება მოუთხროს მამაკაცზე. ნატურალური ტყავისგან დამზადებული, მოხდენილი და ხარისხიანად შეკერილი საფულე მამაკაცის საუკეთესო სამშვენისი იქნება.

რით ვიხელმძღვანელოთ საფულის შეძენისას? ეს მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული მფლობელის ცხოვრების სტილზე.

  • კლასიკური სამნაკეციანი საფულე უფრო იმ მამაკაცს მიესადაგება, ვინც უნაღდო გადახდას არის მიჩვეული. მასში შეიძლება რამდენიმე კუპიურის ჩადებაც იმ შემთხვევისთვის, თუ მაღაზიაში ტერმინალი არ აღმოჩნდა, თუმცა ასეთი საფულით უმთავრესად საბანკო ბარათებს და სხვა აუცილებელ დოკუმენტებს ატარებენ.
  • უფრო ტევადია ორნაკეციანი საფულე. ის მათთვისაა, ვინც ბანკნოტებითაც სარგებლობს და ბარათებითაც. ასეთ საფულეს აქვს ცალკე განყოფილება ლითონის ფულისთვის და გამჭვირვალე ჯიბეები მართვის მოწმობისთვის. ასეთი საფულეები უფრო პოპულარულია, რადგან მამაკაცის ნებისმიერი სტილის ტანსაცმელს უხდება.
  • ჯიბის საფულე უნივერსალურია. ის კომპაქტურია და პატარა ჯიბეშიც ეტევა. ამგვარ მოდელებში შეიძლება მოთავსდეს როგორც ბანკნოტები, ისე პლასტიკური ბარათებიც.
  • ელეგანტური პორტმონე უფრო არისტოკრატულად გამოიყურება. მასში კუპიურები არ იჭმუჭნება. პორტმონე შესანიშნავად ესადაგება ძვირფას კოსტიუმს, მაგრამ ჯინსის უკანა ჯიბით მისი ტარება არც ისე მოხერხებულია.

როგორ ფაქტურას მივანიჭოთ უპირატესობა?

რასაკვირველია, ნატურალურს. საფულეს ყველაზე ხშირად ხბოს ტყავისგან კერავენ, მაგრამ თუ ეგზოტიკური მასალა გიზიდავთ, უმჯობესია აირჩიოთ გველის, ნიანგის ან სირაქლემას ტყავისგან დამზადებული. ყველაზე გამძლე და პრაქტიკულია გაჟღენთილი ტყავისგან შეკერილი საფულეები - ამგვარი ტექნოლოგია საიმედოდ იცავს ტყავს მექანიკური დაზიანებისა და ტემპერატურული ზემოქმედებისგან.

რა ფერის ჯობს?

კლასიკურ ფერებად მიიჩნევა შავი და ყავისფერი. ეს ფერები უნივერსალურია და წელიწადის ნებისმიერ დროს მიესადაგება. საკმაოდ მიმზიდველია ღია ფერის საფულეები, თუმცა ნაკლებპრაქტიკული. შეგიძლიათ შეარჩიოთ ეფექტური ელვა-შესაკრავებითა და ბალთებით გაფორმებული საფულეც. ამგვარი დეტალები ზოგჯერ აქსესუარის ფასზეც მეტყველებს. ოღონდ გაითვალისწინეთ - ისინი ლითონისა უნდა იყოს და არა პლასტიკისა.