ინტერიერის დიზაინი მამაკაცისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინტერიერის დიზაინი მამაკაცისთვის

სივრცის ეფექტური დაგეგმარება

სივრცე მოხერხებულად უნდა იყოს მოწყობილი. მამაკაცთა უმრავლესობას უფრო მეტად იზიდავს ღია, სტუდიოს ტიპის დაგეგმარება, შემოსაზღვრული ზონების გარეშე. სივრცის რაციონალური ორგანიზაცია საშუალებას იძლევა, მცირედით შევამციროთ ბინაში გადაადგილება და აქტივობა ერთ ოთახში კონცენტრირდეს. მამაკაცისთვის კომფორტულია, დივანზე წამოწოლილმა უყუროს ტელევიზორს, მიირთვას ვახშამი და იმავდროულად ბეჭდოს საქმიანი წერილი. თუ ბინის ტრადიციული დაგეგმარების შენარჩუნებას ეცდებით, წინ ვერაფერი დაუდგება ცალკეული ზონების ფუნქციური განლაგების პრინციპებს. ჩაშენებულმა კარადებმა შესაძლოა სივრცის ნახევარი დაიკავოს. იქ შევინახავთ უამრავ ნივთს, მოვაწყობთ მოხერხებულ სტელაჟებსა და თაროებს, რომელთა წყალობითაც სახლში ადვილად დავამყარებთ წესრიგს. თანამედროვე სტილი შესანიშნავად ეხამება მინიმალისტურ დიზაინს. დატოვეთ მხოლოდ აუცილებელი ავეჯი, რათა სახლში უფრო მეტი სივრცე გამოთავისუფლდეს. დახურული თაროები მცირე ფართობის ბინაშიც კი სიმსუბუქის შეგრძნებას ბადებს. ჩაშენებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა თანამედროვე ინტერიერის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია.

ფერებისა და ფაქტურის შეხამება

მამაკაცის ინტერიერის დიზაინისთვის ყველაზე მეტად მისაღებია ფერთა ორგვარი გამა: მონოქრომული და ნეიტრალური. ნეიტრალური გამის ყავისფერის, რუხის, თეთრისა და ჩალისფერის კომბინაცია ინტერიერს თავშეკავებულობასა და სოლიდურობას სძენს. გარდა ამისა, ასე გაფორმებული ინტერიერი ნათელისა და მუქის ეფექტური კომბინაციის საშუალებას იძლევა. ეფექტური იქნება, თუ კონტრასტისთვის ინტერიერს დავამატებთ ორიოდე მკვეთრი ფერის საგანს. ბორდოსფერი, იასამნისფერი, იისფერი, შავი იდეალურია ნეიტრალური ინტერიერერის დეკორირებისთვის. ეს შეიძლება იყოს ორიგინალური სავარძელი, ხალიჩის ნახატი ან ტექსტილი. მონოქრომული გამა უფრო მათთვისაა, ვინც უპირატესობას ანიჭებს განსაზღვრულ ფერს. მამაკაცის ინტერიერისთვის მისაღებია ლურჯი, ბორდოსფერი, მწვანე. თანამედროვე დიზაინში აქტუალურია ფაქტურათა კონტრასტი, შეღებილი ზედაპირები, სარკეები, მოქრომული ელემენტები, ფრანგული ჭერი, ქვის ან აგურის კედელი, რელიეფური შპალერი. ბრტყელი და მოცულობითი მბრწყინავი და დაბურული ელემენტები ინტერიერს საინტერესოს და ხაზგასმით თანამედროვეს გახდის.

ავეჯის შერჩევა

მამაკაცის ინტერიერისთვის პრეზენტაბელური ავეჯი უნდა შევარჩიოთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად ძალიან ძვირი უნდა იყოს. ინტერიერის ელემენტების შერჩევისას არ დაგავიწყდეთ, რომ ავეჯი, დეკორატიული ნივთები და გაფორმება ჰარმონიულად უნდა ეხამებოდეს ერთმანეთს. თავი არიდეთ სტილების აღრევას, რათა ღირსეულად დაფასდეს მამაკაცის გემოვნება და სტილი.