მამაკაცის სვიტერი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

მამაკაცის სვიტერი

მამაკაცის სვიტერი
მამაკაცის სვიტერი ფუნქციურად იმდენად დატვირთული და უნივერსალურია, რომ ჰარმონიულად მიესადაგება პრაქტიკულად ყოველგვარ იმიჯს. პერანგსა და ჰალსტუხთან კომბინაციისას სვიტერმა შეიძლება პიჯაკის მაგივრობა გაგიწიოთ, ხოლო მაისურზე გადაცმული კარდიგანი შესანიშნავი სამოსია არაფორმალური შეხვედრისთვის. მაღალყელიანი სვიტერის ჩაცმა შეიძლება როგორც პიჯაკთან ერთად, ისე მის გარეშეც.


სვიტერის ხარისხს ნართის ფაქტურა განაპირობებს. ჩვეულებრივ, მას ბამბისგან, შალისა და ქაშმირისგან კერავენ. უკანასკნელ ხანს მწარმოებლებმა დაიწყეს სინთეზური მასალის დამატებაც, რათა სვიტერმა დიდხანს შეინარჩუნოს ფორმა, თუმცა სინთეტიკა, თუნდაც ხარისხიანი, სხეულს სუნთქვის საშუალებას ართმევს. ბამბის სვიტერი შესანიშნავი სამოსია გაზაფხულის, ზაფხულის ან შემოდგომის
გრილი საღამოსთვის. მისი შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ ბამბის სიმკვრივეს: რაც უფრო მკვრივია, მით მეტხანს გაგიძლებთ. ბამბის სვიტერის მთავარი ნაკლი ის არის, რომ 2-3 ჩაცმის შემდეგ იწევს, ფორმას კარგავს და გარეცხვა სჭირდება. თუ ბამბის სვიტერს ხშირად რეცხავთ, ეცადეთ, ნაზი რეცხვის რეჟიმი გამოიყენოთ, რომ სვიტერმა დიდხანს შეინარჩუნოს პირვანდელი
სახე. შალის სვიტერი უფრო პრაქტიკულია სიცივეში. საუკეთესოა თხელი მერინოსის სვიტერი, ოღონდ ნურასოდეს ჩაიცვამთ მას შიშველ სხეულზე. შალის სვიტერი რეცხეთ ხელით ან სარეცხი მანქანის ნაზი რეცხვის რეჟიმით, სპეციალური საშუალებით, რომელიც გელის სახით გამოდის - ის ლაქებსაც უკეთ აშორებს, ფორმასაც უნარჩუნებს სვიტერს და იოლადაც სცილდება. შალის სვიტერი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ესე იგი, თოკზე კი არა, მაგიდაზე გაფენილი უნდა გავაშროთ. ქაშმირის სვიტერი პრაქტიკულობისა და კომფორტის ეტალონია: ის შესანიშნავად ათბობს, უსიამოვნოდ არ ჩხვლეტს სხეულს და შესანიშნავად ზის ტანზე. ქაშმირის სვიტერის მთავარი ნაკლი მისი სიძვირეა. სამოსის უნივერსალურობას პირდაპირი კავშირი აქვს ფერთან. დასაწყისისთვის შეარჩიეთ ძირითადი ფერებისა და კლასიკური სტილის სვიტერები. მაგალითად, რუხი ან მუქი ლურჯი V-სმაგვარი ყელით - მას პრაქტიკულად ყოველგვარ ტანსაცმელს შეუხამებთ. სწორად უნდა შევარჩიოთ ზომაც. სვიტერი ტანზე უნდა იყოს მომდგარი, მაგრამ შეიძლებოდეს მის ქვეშ პერანგის ჩაცმა. საორიენტაციოდ შეიძლება ავირჩიოთ მხრები. სვიტერის ნაკერი მხრის შუახაზს უნდა ემთხვეოდეს, სახელო მხრის დასასრულიდან იწყებოდეს და არ იყოს მეტისმეტად ვიწრო და გრძელი. ყურადღება მიაქციეთ, როგორ დგას სვიტერი წელზე: თუ დიდი ნაკეცები უჩნდება, უფრო მოკლე მოდელი შეიძინეთ, თუ ძლივს სწვდება საქამრე ადგილს - უფრო გრძელი. სვიტერის არჩევა ძნელი საქმეა, მაგრამ სწორად შერჩეული სვიტერი ხაზს გაუსვამს თქვენს ძლიერ მხარეებს და დაფარავს სუსტს.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
მამაკაცის ფეხსაცმელი გარდერობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. სწორად უნდა შეირჩეს ფეხსაცმლის არა მარტო ფორმა და სტილი, არამედ ფერიც.
ჰაერი, რომელსაც შევისუნთქავთ, გადის ცხვირში, პირში, იფილტრება, თბება და ტენიანდება. შემდეგ ის გადის ხორხს და სასულეს, ბოლოს ხვდება ფილტვებში.
როგორც ნებისმიერი აქსესუარის შეძენისას, შარფის არჩევას სერიოზულად და პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ.
დამტკიცებულია, რომ სასქესო ასოს კანის საფარველის აქერცვლის ძირითადი ფაქტორი
დიდი მუცელი მეტყველებს აბდომინურ სიმსუქნეზე, რაც ჯანმრთელობისათვის საშიშია.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად