უნივერსალური რჩევები მამაკაცებისთვის - ჩაცმის ეტიკეტი
რაც უფრო მუქია კანი, მით უფრო ბაცი და თბილი ტონების ტანსაცმელი შეგიძლიათ ატაროთ. ერთ- ან ორღილიანი პიჯაკი სხეულს უფრო ტანადს აჩენს. თუ გსურთ, ტანადი გამოჩნდეთ, ერიდეთ ჰორიზონტალურზოლებიან სამოსს. ჯინსი პერანგზე ან მაისურზე მუქი ჩაიცვით - ასე უფრო მაღალი გამოჩნდებით. საშუალო სიმაღლის და დაბალი ბიჭები უნდა ერიდონ ტომრისებური და ზედმეტად თავისუფალი ტანსაცმლის ტარებას - ის თითქოს “იპარავს” სიმაღლეს. ზორბა ტანის, მსუქან მამაკაცებს ვურჩევთ, ორბორტიან პიჯაკს ერთბორტიანი ამჯობინონ. კუბოკრული პერანგი კარგად ეხამება რუხ, შავ ან პერანგის უჯრედებისფერ სადა ჰალსტუხს. თუ ფერთა ჰარმონიას კარგად გრძნობთ, შეიძლება, სხვა ვარიანტებიც სცადოთ. განურჩევლად იმისა, რა სტილში გაცვიათ, პიჯაკის სახელოდან აუცილებლად უნდა ჩანდეს პერანგი. კისერზე თავისუფლად ჩამოკიდებული შარფი შესანიშნავად მალავს წინ წამოწეულ მუცელს. წესები - წესებად, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს ამა თუ იმ სამოსში. დროდადრო გამოდით “კომფორტის ზონიდან”, ჩაიცვით ახალი, უცხო სტილის ტანსაცმელი - ადვილი შესაძლებელია, საკუთარი თავი იპოვოთ.