მომავალი მამის კვების რაციონი ბავშვის გენებზე აისახება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მომავალი მამის კვების რაციონი ბავშვის გენებზე აისახება

. თუ მომავალ მამას ჰქონდა ჭარბი წონა ან არასწორად იკვებებოდა, ამ პერიოდში ჩასახული გოგონასთვის იმატებს შაქრიანი დიაბეტის განვითარებისა და ნაადრევი დაბერების რისკი.

მომავალი ბავშვის გენებზე მამის კვების გავლენის დასადგენად ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის დროსაც ერთმანეთს შეადარეს თაგვების ორი ჯგუფი. ერთი შედგებოდა შედარებით მსუქანი მამრი თაგვებისგან, რომლებსაც, ამასთანავე, ჰქონდათ დიაბეტი და რომელთა რაციონი ცხიმებით იყო მდიდარი. მეორე საკონტროლო ჯგუფი გახლდათ. ორივე ჯგუფი შეაჯვარეს ნორმალური წონის მდედრ თაგვებთან. სპეციალიტებს იმის გარკვევა სურდათ, როგორ აისახებოდა მამრების ჯანმრთელობის მდგომარეობა მათი შთამომავლების იმ გენებზე, რომლებიც კუჭუკანა ჯირკვლის ფუნქციობასა და ცხიმების გადამუშავებაში მონაწილობს. აღმოჩნდა, რომ მსუქანი მამრებისგან გაჩენილ მდედრ თაგვებს უჭირდათ გლუკოზის გახლეჩა, მაშინაც კი, როდესაც ჯანსაღად იკვებებოდნენ. შეიცვალა კუჭუკანა ჯირკვლის უჯრედებში გენების მუშაობა. სწორედ ამან გამოიწვია ცვლილებები შაქრის, ინსულინისა და ცხიმოვანი ქსოვილის კონტროლის სქემაში. დადასტურდა ცვლილებები იმ გენებშიც, რომლებსაც კავშირი აქვს ნაადრევ დაბერებასთან, კიბოსა და ქრონიკული დეგენერაციული დაავადებების განვითარებასთან.