უნივერსალური რჩევები მამაკაცებისთვის - ჩაცმის ეტიკეტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უნივერსალური რჩევები მამაკაცებისთვის - ჩაცმის ეტიკეტი

. შეეცადეთ პერანგი პიჯაკზე უფრო ღია ფერის იყოს. ეს იდეალური საშუალებაა თქვენი ფიგურის ვიზუალურად უფრო ტანადად წარმოჩენისა.

თუ გნებავთ ნებისმიერი სიტუაციისთვის გამოსადეგი პიჯაკი და არ გსურთ ზედმეტი ფულის გადაყრა, მაშინ თქვენი საბაზისო გარდერობი შემოფარგლეთ მუქი ლურჯი, რუხი (უმრავლესი შემთხვევებისთვის) და შავით (იშვიათი ოფიციალური ღონისძიებებისთვის).

გამოკვეთეთ ტანსაცმელში აქცენტები. შარფი, ჰალსტუხი, ცხვირსახოცი გულის ჯიბეში - იდეალური აქსესუარებია მრავალფეროვნებისთვის.

რაც უფრო მუქია კანი, მით მეტად ღია და თბილი ტონების ტანსაცმელი შეგიძლიათ ატაროთ.

ერთ ან ორღილიანი პიჯაკი ფიგურას ვიზუალურად უფრო ტანადს აჩენს.

თუ მეტად ტანადი გნებავთ გამოჩნდეთ, მოერიდეთ ჰორიზონტალური ხაზებიანი ტანსაცმლის ტარებას.

ჯინსი შეეცადეთ იყოს უფრო მუქი ელფერის ვიდრე პერანგი ან მაისურია, ასე ვიზუალურად უფრო მაღალი გამოჩნდებით.

საშუალო სიმაღლისა და დაბალი მამაკაცები უნდა მოერიდონ ტომრისებური და ზედმეტად თავისუფალი ტანსაცმლის ტარებას. ეს თითქოს "იპარავს" სიმაღლეს.

ატარეთ საკმარისი სიგრძის წინდა, რათა დაჯდომისას არ გამოჩნდეს შიშველი ფეხი.

შეეცადეთ სწორად შეუხამოთ ფერებით ლითონის ისეთი აქსესუარები, როგორიცაა საათი, საკინძი, ჰალსტუხის დამჭერი, ქამრის ბალთის ზედა ნაწილი.

ჭარბწონიანი მამაკაცები უპირატესობას ორბორტიანთან შედარებით ერთბორტიან პიჯაკს უნდა ანიჭებდნენ.

კუბოკრული პერანგი კარგად ეწყობა ერთ ტონში გადაწყვეტილ რუხ ან შავი ფერის ან პერანგის უჯრების ელფერის ჰალსტუხს.

ჯინსის შარვლისა და პერანგის ერთდროულად ჩაცმისას შეეცადეთ პერანგი ერთი-ორი ტონით ღია იყოს შარვალზე.

იმისგან დამოუკიდებლად, როგორ სტილში გაცვიათ ფორმალურში, ყოველდღიურში, თუ განსაკუთრებულში - პერანგის სახელო აუცილებლად უნდა ჩანდეს პიჯაკის სახელოდან.

პერანგის საყელო ყოველთვის უნდა იყოს კარგად დაუთოებული.

კისერზე თავისუფლად ჩამოკიდებული შარფი კარგი საშუალებაა გამოწეული მუცლის დასაფარად, რაც მთლიანობაში მეტად ტანადს გამოგაჩენთ.

ჰალსტუხის სიგანე შეუხამეთ პიჯაკის ლაცკანების ზომასა და სიგანეს.

ხშირად გამოდით "კომფორტის ზონიდან". შეეცადეთ ზოგჯერ ატაროთ თქვენთვის ახალი სტილის ტანსაცმელი. სრულიად შესაძლოა, აღმოაჩინოთ ტანსაცმელში ახალი შესაძლებლობები.

ავტორი ლალი ჩხიკვაძე

იხილეთ აგრეთვე სტატია ”სოლიდური მამაკაცის გარდერობი”