მათთვის, ვისაც სურს, შრომის უნარი დიდხანს შეინარჩუნოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მათთვის, ვისაც სურს, შრომის უნარი დიდხანს შეინარჩუნოს

იმ ძირითადი ღირებულების უქონლობა, რომლის თანახმადაც კარგი ჯანმრთელობა წარმატებისა და კეთილდღეობის საზომია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჯანმრთელი ღატაკი ავადმყოფ მეფეზე მდიდარია. რაც უფრო მეტად შედის ასაკში მამაკაცი, მით უფრო უკეთ ხვდება ამ ანდაზის აზრს. რაც შეეხება ფულს: ფინანსური მდგომარეობა, ისევე როგორც თვითრეალიზაცია, მამაკაცის თვითშეფასებისთვის მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ საკითხი სხვაგვარად უნდა დაისვას: გამოიმუშავეთ ფული, მოახდინეთ თვითრეალიზაცია, მაგრამ შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა.

მას ვერავითარი ქონება ვერ შეგიცვლით. ყოველდღიური დაძაბულობა აქვეითებს თავისუფალი ტესტოს-ტერონის დონეს, რომელიც მამაკაცის ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანია. საზოგადოდ, ადამიანის ორგანიზაციული რესურსები პროფესიულ გარემოში მოღვაწეობისას იფურჩქნება, მაგრამ ასეთმა გარე-მომ შესაძლოა დამთრგუნველი როლიც შეასრულოს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ უმკლა-ვდება ადამიანი ორგანიზაციულ სირთულეებს.

თუ დიდი ხანია გიკავიათ მაღალი ან საშუალო რგოლის ხელმძღვანელის თანამდებობა, თქვენთვის ალბათ უკვე ნაცნობია პროფესიული დაღლილობა. თუ ჯერ კიდევ არ გამოგიცდიათ საკუთარ თავზე ამ მოვლე-ნის მთელი "ხიბლი", გირჩევთ, ყური უგდოთ ფსიქოლოგების რჩევას და გააკეთოთ ყველაფერი, რათა ზემოხსენებული პრობლემა ნაკლები ნეგატიური შედეგით გადაიტანოთ. პროფესიული დაღლილობა, რომელსაც საწარმოო დეპრესიასაც უწოდებენ, დაგროვებითი ხასიათის მოვლენაა. ის ერთბაშად არასო-დეს იჩენს თავს. აღარაფერს ვიტყვით იმაზე, რომ გახანგრძლივებულმა საწარმოო დეპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო პროფესიული რეგრესი, არამედ პირად სფეროზეც მოახდინოს გავლენა - გამო-იწვიოს ფსიქიკური მოშლილობა, გუნება-განწყობილების დაქვეითება, აპათია. ამ მოვლენის ტიპური ნიშნები ასეთია:

  • დილაობით დიდი ძალისხმევა გჭირდებათ, რომ თავს სამსახურში წასვლა აიძულოთ, თუმცა ადრე ასეთი რამ არასოდეს დაგმართნიათ;
  • კოლეგებთან ურთიერთობა დაგეძაბათ;
  • პირდაპირი სამსახურებრივი მოვალეობები თქვენში ზიზღს იწვევს. ერთი სული გაქვთ, საქმე მოილიოთ;
  • შრომის უნარი საგრძნობლად დაგიქვეითდათ, მაგრამ ამას სეზონს, გამოუძინებლობას და ერთდროულად რამდენიმე პროექტზე იძულებით მუშაობას მიაწერთ.

ეს ყოველივე თქვენ შესაძლოა არაპროფესიონალიზმის ნიშნად მიიჩნიოთ, მაგრამ ფაქტია, ამგვარი ცვლილებები დაღლილობის სინდრომის დროს იჩენს თავს.

როგორ მოვიქცეთ

პერიოდულადYთვალი გადაავლეთ განვლილ დღეს, გაარკვიეთ, უმთავრესად როდის და რატომ კარგავთ დროს უქმად. გამოძებნეთ რეზერვი. იქნებ ძილი დაგაკლდათ და ამიტომაც ამოვარდით ჩვეული გრაფი-კიდან? იქნებ საკუთარ თავზე მეტისმეტად ბევრ ვალდებულებას იღებთ? გამოყავით პრიორიტეტები. ყველაფერს მაინც ვერ მოასწრებთ, ამიტომ ნაკლებად მნიშვნელოვანი ოპერაციები დროებით გადადეთ ან სხვას გადააბარეთ, თქვენ კი მთავარს მიხედეთ. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ვალდებულებებს, რომლებიც ბევრ დროს წაგართმევთ და ძირითადი საქმიანობის შესრულებაშიც შეგიშლით ხელს.

მნიშვნელოვან საქმეებს დაუთმეთ დღის ის მონაკვეთი, როდესაც თქვენი შრომის უნარი მაქსიმალურია.

შრომას დასვენება შეუნაცვლეთ. დაასვენეთ გონება, თვალები, მოადუნეთ ზურგის კუნთები. ნუ მიი-ყვანთ საკუთარ თავს კრიტიკულ წერტილამდე, როდესაც თვალები გეხუჭებათ, თითები კი მექანიკურად ასრულებენ სამუშაოს. ამ შემთხვევაში დანახარჯი მაქსიმალურია, ხოლო შედეგი - მინიმალური.

არავისთვის არის საიდუმლო, რომ სტრესი, არასასურველი ეკოლოგიური გარემო, კვების არასწორი რეჟიმი დიდ გავლენას ახდენს როგორც ფსიქიკურ, ასევე ფიზიკურ მდგომარეობაზეც.

ნაკლები მიიღეთ შაქარი (ტკბილი ჩაი და ყავა, მურაბა და თაფლი, შოკოლადი და გაზიანი სასმელები სის-ხლში გლუკოზის დონის მომატებას იწვევს, რაც მრავალი დაავადების ხელშემწყობი ფაქტორია), ალკოჰო-ლი, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ უკანასკნელის ზომიერი მიღება სასარგებლოც კია. მეტი იმოძრავეთ. ეს ნებისმიერ ასაკში სასარგებლოა. გახდით სოციალურად უფრო მეტად აქტიური. უფრო ხშირად შეხვდით მეგობრებს, ნათესავებს.

ადამიანებთან რეგულარული კონტაქტი სიბერეში ჭკუასუსტობის განვითარების რისკს ამცირებს. დღეში რამდენიმე წუთით ყოველგვარი საზრუნავი დაივიწყეთ და განიტვირთეთ. ავარჯიშეთ ტვინი. საღი აზ-როვნების უნარი სიბერეშიც რომ შეინარჩუნოს, ტვინს მუდმივი ვარჯიში სჭირდება. ამოხსენით კროს-ვორდები, ლოგიკური ამოცანები, ითამაშეთ ჭადრაკი, შაში.