ცოტა რამ მამაკაცის საცვლებისა და წინდების შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცოტა რამ მამაკაცის საცვლებისა და წინდების შესახებ

ქვედა საცვალი უნდა ვიცვალოთ ყოველდღე. მისი ფერი და მოდელი ნებისმიერი შეიძლება იყოს. ტრუსების შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ხარისხს და მოხერხებულობას, რადგან გარდერობის ეს ელემენტი ეხება სხეულის ყველაზე სათუთ ნაწილს. იდეალურია 100%-იანი ბამბის ქსოვილის საცვლები, თუმცა ისინიც შეიძლება იყოს უხარისხო. ხარისხის შესამოწმებლად საკმარისია, გავჭიმოთ ქსოვილი და გავხედოთ შუქზე. მისი სტრუქტურა უნდა იყოს ერთგვაროვანი, კვანძების, ხაოებისა და უცხო ჩანართების გარეშე. თუ სტრუქტურა არაერთგვაროვანია, ე.ი. თეთრეული შეკერილია ცუდი ნართისგან, რომელიც სწრაფად გაცვდება, დაიბურცება, მოითელება და დაიხევა. ხარისხიანი თეთრეულის შეფუთვა თითქმის ყოველთვის ინდივიდუალურია. ყურადღება მიაქციეთ ნაკერებს, ვინაიდან მათზეა დამოკიდებული ნაწარმის „სიცოცხლის ხანგრძლივობა“ და კომფორტულობა. ისინი არ უნდა იყოს უხეში, სქელი, რათა სხეულზე არ დატოვოს ნაწიბურები. ნაკერს უნდა მიუყვებოდეს ზიგზაგისებური გვირისტი, ძაფის ბოლოები ფაქიზად უნდა იყოს ჩამაგრებული. წინდებიც ყოველდღიურად უნდა იცვალოთ. მათი შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ ფერს და გაითვალისწინეთ რამდენიმე წესი.

1. მამაკაცის წინდის ფერი უნდა შეესაბამებოდეს კოსტიუმისას, მაგრამ იყოს ფეხსაცმელზე ოდნავ ბაცი. თეთრი წინდა საქმიანი სტილისთვის მიუღებელია. თეთრი და მკვეთრი ფერის წინდები სპორტისთვის დაიტოვეთ.

2. წინდა აუცილებლად მაღალი უნდა იყოს. შიშველი ფეხი არ უნდა ჩანდეს, მაშინაც კი, როდესაც ფეხიფეხგადადებული ზიხართ.

3. უსიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად ფეხი უნდა „სუნთქავდეს“, ამიტომ შეარჩიეთ თხელი, ხარისხიანი ბამბის ფაქტურა. შეიძლება, ლაიკრის ან სხვა სინთეტიკის 5%-იანი (უკიდურეს შემთხვევაში, 20%-მდე) შემცველობითაც. ძალიან კომფორტული და მოხერხებულია შალისა და ბამბის, აბრეშუმისა და ბამბის ნარევი.

4. კომფორტი ძალიან მნიშვნელოვანია. წინდის რეზინი არ უნდა აწვებოდეს ფეხს და არ ტოვებდეს ნაჭდევს.

ეს ის მთავარი წესებია, რომლებიც ნებისმიერ მამაკაცს გამოადგება. დანარჩენი კი თქვენს გემოვნებაზე, სტილსა და ცხოვრების წესზეა დამოკიდებული.