როგორ შევარჩიოთ მამაკაცის სუნამო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევარჩიოთ მამაკაცის სუნამო

,

თითქოს მეტი რაღა უნდა იყოს და მამაკაციც მანდილოსანთან პაემნის წინ უხვად იპკურებს მას ყველა შესაძლო და დასაშვებ ადგილებში. უცებ კი - სრული კრახი. "ფუ, რა გასხია?" - ე.ი. შეცდომა დაუშვით.

  • არ აურიოთ

კარგად მოგეხსენებათ, რომ სასმელის არევა არ შეიძლება. ასეთივე წესი უნდა დაიცვათ პარფიუმერიასთან მიმართებაში.

თუ იღლიებში შეისხურეთ ზღვის არომატის მქონე დეზოდორანტი, ლოყებზე - წიწვოვანი ლოსიონი იპკურეთ, ხოლო ჰიგიენური პროცედურა დაასრულეთ სხვა არომატის ოდეკოლონით, ცხადია, აქედან არაფერი გამოვა. სურნელი ერთმანეთში აირევა და რაღაც გაუგებარი არომატი შეიქმნება.

შეიძლება ისარგებლოთ უსუნო დეზოდორანტით და დაუმატოთ მხოლოდ ერთი რომელიმე არომატული პროდუქტი. ან არ დაიშუროთ ფული და შეიძინოთ თქვენი საყვარელი მარკის რამდენიმე პარფიუმერული პროდუქტი.

  • პარფიუმერული შეფასება

პარფიუმერია გამორჩეული რამაა. ავტომანქანის, საყოფაცხოვრებო ტექნიკისგან განსხვავებით, აქ არ მუშაობს წესი - "რაც უფრო ძვირია, მით უკეთესია". ყველა არომატს თავისებური, განსაკუთრებული სურნელი აქვს. კარგად დაფიქრდით სუნამოს შეძენისას - რამდენად შეესაბამება კონკრეტული სურნელი თქვენი ცხოვრების სტილს, გარეგნობას და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიხადეთ მასში ფული.

  • გაითვალისწინეთ ფალსიფიკაციის შესაძლებლობა

გახსოვდეთ, რომ პარფიუმერიის ცნობილი მწარმოებლები კრძალავენ თავიანთი პროდუქციის გაყიდვას, გარდა საფირმო მაღაზიებისა და მსხვილი უნივერმაღებისა. ამიტომ რასაც თქვენ ბაზრობებზე, მიწის-ქვეშა გადასასვლელებსა და ჯიხურებში გთავაზობენ, სამწუხაროდ, მხოლოდ ფალსიფიკაციაა.

ზოგჯერ ფალსიფიკაციის გამოცნობა მარტივია: კარგად დააკვირდით შეფუთვას, თუ ის არააკურატულად გამოიყურება ან დასახელებაში თუნდაც ერთი ორთოგრაფიული შეცდომაა, გირჩევთ, ყიდვისგან თავი შეიკავოთ.

უნდა დაგაეჭვოთ ასევე "ფანტასტიკურად დაბალმა ფასმაც", რადგან პარფიუმერია - ფუფუნების საგანია.

არომატული ნაწარმი სანდო მაღაზიებში შეიძინეთ. ჯობია, ნამდვილი ტუალეტის წყლის ერთი არომატი გქონდეთ, ვიდრე ათი ფლაკონი გაურკვეველი წარმოშობის სითხით.

ვის მიმართოთ რჩევისთვის? ყველაზე უკეთესი გამოსავალია, მიბრძანდით პარფიუმერიის მაღაზიაში, ამოარჩიეთ ყველაზე ლამაზი გამყიდველი და თამამად მოითხოვეთ კონსულტაცია.

  • რთულია, მაგრამ საიმედო

კარგ პარფიუმერულ მაღაზიებშიც კი შეიძლება შეცდეთ. ახალი არომატის გასაცნობად არ დაყნოსოთ ფლაკონს, რადგან ასე არომატს ვერ შეიცნობთ. ისიც შეცდომაა, როდესაც გამყიდველი ფლაკონის თავსახურავს გაწვდით სურნელის შესაგრძნობად. სანამ მოწონებულ ოდეკოლონს შეიძენდეთ, მაჯის კანზე იპკურეთ, რადგან არომატი შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში. მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ შეიძლება შეაფასოთ მისი სიმყარე და გნებავთ თუ არა, ეს სურნელი ატაროთ.

  • ყველა პროფესიას თავისი სურნელი აქვს

ექიმი, დალაქი, მკერავი, მოცეკვავე - რა აერთიანებს ამ პროფესიებს? თუ ერთ-ერთი მათგანი აირჩიეთ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უშუალო შეხებაში ხართ პაციენტთან, კლიენტთან, პარ-ტნიორთან, რაც იმას ნიშნავს, რომ არომატის არჩევისას განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ. სამ-წუხაროდ, მკვეთრი სუნელ-სანელებლის გაჯერებულ-ეროტიკული სურნელება თქვენთვის სამსახუ-რებრივად ტაბუდადებულია. შეგიძლიათ მსუბუქი ციტრუსის არომატის მქონე სურნელი აირჩიოთ, ისიც მცირე რაოდენობით. სამსახურიდან თავისუფალ დროს კი სრული უფლება გაქვთ, რაც მოგესურვებათ, ის იპკუროთ.

  • სად დავისხათ

როგორ გამოვიყენოთ ოდეკოლონი და ტუალეტის წყალი? არავითარ შემთხვევაში არ იპკუროთ ტან-საცმელზე, რადგან მასზე ძნელად მოსაშორებელ ლაქას დატოვებთ. არომატი უნდა დაისხათ უშუალოდ სხეულზე, რომ ის თქვენი კანის ბუნებრივ სურნელს შეერწყას: კისერზე, მაჯებზე, იდაყვის მოსახრე-ლებში.

  • საპნის ოპერა

იცით თუ არა, რომ ლუდოვიკო XIV-ის დროს დაბანა მიღებული არ იყო? მაღალი ფენის წარმომად-გენლები წელიწადში 2-ჯერ ბანაობდნენ, ხოლო დაბალი ფენის ხალხი - უფრო იშვიათად. ამიტომ ოდე-კოლონები, არომატიზებული პუდრები იყო არა ფუფუნების საგნები, არამედ სასტიკი აუცილებლობა.

ჩვენს ცივილიზებულ საუკუნეში გარშემო მყოფთა შოკირება ჯანსაღი, მამაკაცური ოფლის სუნით უხამსობაა. სასაცილოა, შეეცადოთ მისი გაკეთილშობილება "სამმაგი" ოდეკოლონის ორმაგი პორციით. ნაწრთობი ქალური ყნოსვა მაშინვე შეატყობს თქვენს მიერ შხაპის უარყოფას. ამიტომ დეზოდორანტი, ოდეკოლონი და სხვა პარფიუმერული პროდუქცია უნდა დაისხათ მხოლოდ სუფთა კანზე. დაიბანეთ სხეული და "ფშიკ-ფშიკ".