მობილურის ზარი ჩვენს კომპლექსებზე მეტყველებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მობილურის ზარი ჩვენს კომპლექსებზე მეტყველებს

 

ამით - შესაძლოა, გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც - ვამჟღავნებთ ჩვენს გემოვნებას, ამბიციებს, ირგვლივ მყოფებისადმი დამოკიდებულებას, სააშკარაოზე გამოგვაქვს შინაგანი სამყაროს მცირე ნაწილი.

კლასიკური ნაწარმოები (ბახის "ფუგა", მელოდია "მაკნატუნადან") - ზომიერების გრძნობა ზედმეტად გაქვთ განვითარებული. ჰარმონიისკენ თქვენი მისწრაფება შესაშურია. თქვენ პრაქტიკულად ყველაფერს ისე აკეთებთ, როგორც საჭიროა. ზოგჯერ მოწყენილობა და აპათია გიპყრობთ, რომლის მიზეზს საკუთარ თავში ეძებთ, მაგრამ ბოლოს მაინც პოულობთ ძალას და დეპრესიას ისე აღწევთ თავს, თითქოს არაფერი.

ხმამაღალი მელოდია დაბალი სიხშირის ბგერების სიჭარბით, მელოდიური საგიტარო ტრემოლო ან სტანდარტული სატელეფონო წკრიალი - ყველაზე მეტად საიმედოობას, სიზუსტეს აფასებთ. ელტვით სიმშვიდეს, ზომიერებას და გაწონასწორებულობას, განსაკუთრებით - ხმაურიანი საღამოს შემდეგ. არ მოგწონთ შეუკავებელი გამოხტომები, ამიტომ ხასიათის მკვეთრ გადახრებს ან ფარავთ, ან დამაჯერებელ ახსნას უძებნით. ახლობლები გიყვართ, მიუხედავად მათი ნაკლოვანებებისა.

სახუმარო ფრაზები, სლოგანები, სიმღერები, ცხოველთა სამყაროს ხმები - თქვენ ექსცენტრულ და ახირებულ პიროვნებად აღგიქვამენ. ეს არ მოგწონთ, მაგრამ არც აპროტესტებთ. გამოეყოთ მასას - ეს თქვენი მოწოდებაა, თუმცა ხშირად ასე ქვეცნობიერად იქცევით. მაქსიმალისტი ბრძანდებით და ალტერნატივას არ ცნობთ. თქვენი გემოვნება ზოგჯერ შოკის მომგვრელია, თანაც თქვენს საქმიანობასა და სოციალურ სტატუსთან შეუთავსებელი. ამას იმით ხსნით, რომ გიყვართ მეინსტრიმი.

დასავლეთის როკ-კლასიკა - გიყვართ მასშტაბურობა და ნორმიდან გადახრა, ოღონდ სულ ოდნავ, ზომიერების და კანონიერების ფარგლებში. კანონმორჩილი ხართ და არ ემხრობით სამართალდარღვევას. მოგწონთ, როცა ყველაფერი წესების დაცვით ხდება. თხემით ტერფამდე კლასიკის მოყვარული და მელომანი ბრძანდებით.

კინოჰიტები - თქვენი საქციელი ერთი შეხედვით ლოგიკას ემორჩილება, მაგრამ უეცრად შეიძლება ისეთი რამ ჩაიდინოთ, რომ ირგვლივ მყოფები განცვიფრებისგან დამუნჯდნენ. რა დასამალია - გიყვართ ძვირფასი (და იაფფასიანი) ეფექტები, რომელთაც წარმატებით იყენებთ.

როკ-პოპსა - გიყვართ ყველაფერი ახალი. ცნობისმოყვარე ბრძანდებით და ცდილობთ, არ ჩამორჩეთ დროს. თვალს ადევნებთ ტექნიკის უახლეს მიღწევებს და იშვიათად ხართ მოწყენილი, იმიტომ, რომ იცით, რა აკეთოთ, რითი გაერთოთ.

რომანტიკული მელოდიები და 80-იანი წლების ჰიტები - კონსერვატორი ბრძანდებით, თანაც სენტიმენტალური, და ძალიან აფასებთ მყუდროებას. უარს არ იტყოდით ქალაქგარეთ, მყუდრო სახლში ცხოვრებასა და მთელი დღეები დივანზე ნებივრობაზე, მაგრამ როგორც კი ცივილიზაციიდან, დიდი ქალაქის ხმაურიდან და გასართობებიდან მოშორებით აღმოჩნდებით, მაშინვე მოწყენილობა გიპყრობთ.

პოპულარული თანამედროვე მელოდიები (ქართული, რუსული და საზღვარგარეთული ესტრადა) - გხიბლავთ ყველაფერი, რაც ბრწყინავს, მათი დანახვისთანავე კარგავთ თვითკონტროლს და ცდილობთ, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, დაეუფლოთ მას, განურჩევლად იმისა, გამოგადგებათ თუ არა ოდესმე. ესთეტიკა თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფუნქციურობა. მეტისმეტად იმპულსური ბრძანდებით - თვალის დახამხამებაში ენთებით რამის მიმართ ინტერესით, მაგრამ ეს გრძნობაც თვალის დახამხამებაში გინელდებათ.

რაზე მეტყველებს საუბრის მანერა

იმის მიხედვით, როგორ უჭირავს ადამიანს ტელეფონის ყურმილი, შეგვიძლია, მის ბუნებაზე ვიმსჯელოთ.

  • მარჯენა ხელში, მარჯვენა ყურთან მიბჯენილი ყურმილი გულწრფელობის, სანდოობისა და გულღიაობის მანიშნებელია.
  • მამაკაცი, რომელიც მობილურის ზარის გაგონებისთანავე მექანიკურად წამოდგება და ფეხზე მდგომი იწყებს საუბარს, გაბედული და შეუპოვარია, შეუძლია ძალების კონცენტრაცია დასახული მიზნის მისაღწევად.
  • თუ ყურმილი მხრით უჭირავს, გარდა იმისა, რომ ოსტეოქონდროზისკენ არის მიდრეკილი, ახასიათებს სწრაფი აზროვნება, პრიორიტეტების სწრაფად განსაზღვრის უნარი და რამდენიმე სვლის წინასწარ გათვლის ნიჭი.
  • ყურმილი მარჯვენა ხელში, მაგრამ მარცხენა ყურთან დაბალი თვითშეფასების მანიშნებელია.
  • საუბრისას თავისუფალი ხელის თავზე შემოდება ნიშანია პიროვნებისა და გარესამყაროს სრული ჰარმონიისა.