40 წლის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

40 წლის შემდეგ

რაზეა დამოკიდებული მამაკაცის ჯანმრთელობა?

ბევრ რამეზე, უპირველესად კი თავად მამაკაცზე, მისი ცხოვრების წესზე, კერძოდ, იმაზე, რამდენად აქვს შენარჩუნებული და კომპენსირებული სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოთა ფუნქცია, რამდენად ადეკვატურად მუშაობს ორგანიზმის მმართველი ნეიროენდოკრინული სისტემა. სამწუხაროდ, ქართული სინამდვილე ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა - ჩვენში ფესვგადგმულია ჯანმრთელობისადმი უგულისყურო დამოკიდებულება, თამბაქოსა თუ ალკოჰოლური სასმელების ჭარბი მოხმარება და, რაც მთავარია, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელ ფასეულობათა არარსებობა. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს ფული, რომელიც მამაკაცის თვითშეფასებისთვის ისევე აუცილებელია, როგორც ამა თუ იმ სფეროში თვითრეალიზაციის საშუალება. საკითხი ასე უნდა დაისვას: იშოვეთ ფული, მოახდინეთ საკუთარი თავის რეალიზაცია, მაგრამ, ამასთანავე, შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა. უგუნურებაა შემოსავლისთვის შრომა ჯანმრთელობის საზიანოდ. სამწუხაროდ, რაც უფრო საპასუხისმგებლო და რთულია მამაკაცის სამუშაო, მით მეტია თავისუფალი ტესტოსტერონის დეფიციტის სიმპტომების გამოვლენის ალბათობა. ჯანმრთელი, ძლიერი, შეძლებული, მზრუნველი, დაკუნთული, სპორტული და პრინციპული მამაკაცი მხოლოდ გოგონების ოცნებებში თუ შემორჩა, რეალურ ცხოვრებაში კი დაძაბულობა და რეგულარული ფსიქიკური დატვირთვა იწვევს თავისუფალი ტესტოსტერონის დონის დაქვეითებას - დადგენილია, რომ სტრესის ჰორმონები, ადრენალინი და ნორადრენალინი, მისი ანტაგონისტები და “მკვლელები” არიან. სწორედ ორგანიზმში თავისუფალი ტესტოსტერონის რაოდენობით განსხვავდება 40, 50, 60, 70 წლის მამაკაცი 22 წლის ახალგაზრდისგან. უნდა ითქვას, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება საგრძნობლად უწყობს ხელს მამაკაცთა ჯანმრთელობის შენარჩუნებას. სასიამოვნო ტენდენციაა ისიც, რომ ნელა, მაგრამ მაინც იცვლება ჩვენი ფასეულობათა სისტემა და ჯანმრთელობა ბედის წყალობად აღარ აღიქმება - ყველამ იცის, რომ ის მნიშვნელოვანწილად ჩვენივე ყოველდღიური ძალისხმევის შედეგია. ჯანმრთელობა ცხოვრების ნებისმიერ სფეროში წარმატების აუცილებელი პირობაა. თავისუფალი ტესტოსტერონის პროდუქციის დაქვეითება 40 წლიდან ხდება შესამჩნევი. იცვლება კანის ფერი, თხელდება თმა, თვალებქვეშ ჩნდება შეშუპება, ჩრდილები, სხეული ფუვდება, მუცელი მრგვალდება, იზრდება საკუთარი თავით უკმაყოფილების გრძნობა, უფრო და უფრო ხშირად გაისმის უსიამოვნო სიტყვები - “წინამდებარე ჯირკვლის ადენომა”. ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად ზრუნვა გაცილებით ადრე, 40 წლამდე უნდა დავიწყოთ, რადგან პრევენცია გაცილებით ადვილია, ვიდრე მკურნალობა. ძვლისა და კუნთოვანი ქსოვილის სიმკვრივე, ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლა, კარდიოლოგიური და ფსიქოემოციური სიჯანსაღე მჭიდროდ არის დაკავშირებული თავისუფალი ტესტოსტერონის დეფიციტთან. დიდ გავლენას ახდენს სხვა ფაქტორებიც - სტრესი, შინაგანი ორგანოების დაავადებები, ინფექციები, ალკოჰოლიანი სასმელების, ნიკოტინის, წამლების მიღებით გამოწვეული ინტოქსიკაცია. თუმცა ყველაფერი ეს სურვილის შემთხვევაში იოლად ექვემდებარება მკურნალობასა და კორექციას. ყველაფერი თავად მამაკაცის განწყობასა და ნებისყოფაზეა დამოკიდებული. თანამედროვე დიაგნოსტიკური საშუალებების გონივრული გამოყენებით და რაციონალური სამედიცინო კორექციით შესაძლებელია მრავალი უსიამოვნების თავიდან აცილება, მამაკაცის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნება.