როგორ შევქმნათ მამაკაცის იმიჯი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევქმნათ მამაკაცის იმიჯი

ამაში მას შეიძლება დიდი დახმარება გაუწიოს მამაკაცთა სტილისტმა. თუ მამაკაცს არ გააჩნია სტილის შეგრძნება, პროფესიონალების - სტილისტების, მაღაზიების კონსულტანტების - დახმარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. როგორ ჩავიცვათ მოდურად და გამორჩეულად? არ უნდა შეგვეშინდეს ინდივიდუალურობის, მაგრამ არც ეპატაჟურობა გამოგვადგება. მამაკაცი ისე უნდა იცვამდეს, რომ თავისი ინდივიდუალურობით იპყრობდეს ყურადღებას და არა პერანგის მოდური ფერით ან ნიანგის ტყავის ფეხსაცმლით. მამაკაცის სტილი, უპირველესად, გარეგნული იერსახით საკუთარი ქარიზმის, ინდივიდუალურობის, გამორჩეულობის ჰარმონიული ხაზგასმის უნარია. ნუ მიეჯაჭვებით ერთსა და იმავე სტილს - სპორტულს, კლასიკურსა თუ ყოველდღიურს (ცასუალ). ცვლილებები ყოველთვის საჭიროა. სულაც არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ტანსაცმლის ფასსა და მარკას - ძვირფასი აქსესუარები წარმატებით შეიძლება შევუთავსოთ ჩვეულებრივ მაღაზიებში ან ფასდაკლებაზე შეძენილ სამოსს. მამაკაცის გარდერობში ყოველთვის მრავლად უნდა იყოს პერანგი. ნუ შეგაშინებთ შარფის მორგება - ის მამაკაცის იერსახეს მეგობრულ და რბილ შტრიხებს სძენს. არ ღირს ფულის დაზოგვა, როცა საქმე ეხება ტყავის ქამარს, საინტერესო საკინძს, საათსა და ხელთათმანებს. ნებისმიერ მამაკაცს, განურჩევლად ასაკისა, სჭირდება პიჯაკი, რომელიც ეხამება ჯინსებს და არც ისე ოფიციალურია. თანამედროვე კლასიკური პიჯაკი წელში ჰარმონიულად გამოყვანილია. აქტუალურია ინგლისური და იტალიური სტილის თარგები. უადგილოა მეტისმეტად გრძელი პიჯაკი. პერანგის მანჟეტები ოდნავ უნდა ჩანდეს სახელოებიდან. ჰალსტუხი შეიძლება ვატაროთ არა მარტო ოფისში, არამედ პრაქტიკულად ყველგან. მამაკაცი არ უნდა ახდენდეს შთაბეჭდილებას, რომ ის მეტისმეტად სერიოზულად ეკიდება საკუთარ ჩაცმულობას. დაუშვებელია მეორე უკიდურესობაც - ფეთხუმობა, მოუწესრიგებლობა. არსებობენ ისეთი მამაკაცებიც, რომლებიც ტანსაცმლის ანსამბლში ერთ ზედმეტ შტრიხსაც კი არ დაუშვებენ: ფერთა გამა, ჰარმონიულად შერჩეული აქსესუარები, ერთიანი სტილი... ასეთი გარდერობი ადამიანს უკარგავს ბრწყინვალებას, პეწს, შნოს, ინდივიდუალურობას. ცუდად გამოიყურება სპორტული აღნაგობის მამაკაცი დიდი ზომის პიჯაკში ან პრიმიტიულ სპორტულ კოსტიუმში. უგუნურებაა ბუნებასთან კამათი - ტანსაცმელშიც და აქსესუარებშიც უნდა იგრძნობოდეს მამაკაცური ფასეულობები. სწორად შერჩეული სტილი მამაკაცს მამაკაცურად უნდა წარმოაჩენდეს. მოდურობა არ ნიშნავს მიბაძვას, მაგრამ არავინ არის სრულყოფილი, ყველას აქვს პიროვნების გაუხსნელი და არასაკმარისად განვითარებული მხარეები, რომლებიც უნდა განვავითაროთ. მაგალითად, საქმიანი მამაკაცის იმიჯი ვერ იქნება სრულყოფილი, თუ ის არ იცნობს საქმიანი დრესკოდის თავისებურებებს და არ იცავს მათ. ჩაცმულობა ადამიანის რეპუტაციაზე გარკვეულ გავლენას ახდენს. თავდაპირველად უნდა მოეწონო ხალხს, რათა შემდეგ მისი ნდობა მოიპოვო. კარგი ტანსაცმელი და დახვეწილი სტილი კარიერაში ისევე გვეხმარება, როგორც ცოდნა და გამოცდილება, თუმცა დამოუკიდებლად ყველა ვერ ართმევს თავს ამ ამოცანას. მაგალითად, პოლიტიკოსი მამაკაცების იმიჯზე დიდი ხანია პროფესიონალები ზრუნავენ. აქ უმცირესი დეტალიც კი გააზრებულია. კარგად შერჩეული კოსტიუმი, მოდური ფეხსაცმელი და სტილის სხვა ატრიბუტები მამაკაცს თავდაჯერებას მატებს, რაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული...