რატომ მელოტდებიან მამაკაცები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ მელოტდებიან მამაკაცები

მანამდე თხემზე და წარბებს ზემოთ, საფეთქლებთან, თმა უფრო ინტენსიურად და სწრაფად იზრდება, მაგრამ უფრო თხელი და მტვრევადია, თანაც სწრაფად ცვივა. მემკვიდრეობით სიმელოტესთან ბრძოლა პრაქტიკულად შეუძლებელია. აქ აუცილებელია სპეციალისტის დახმარება.

თმის ცვენა სტრესის შედეგად

თუ ექიმებსა და მეცნიერებს დავუჯერებთ, სტრესს ორგანიზმისთვის კარგი არაფერი მოაქვს. მუდმივი დაძაბულობა, მღელვარება მხოლოდ იმუნიტეტს კი არ აქვეითებს, არამედ შესაძლოა გამელოტებაც გამოიწვიოს. საქმე ის არის, რომ სტრესის დროს ენერგია უმთავრესად ტვინისა და კუნთებისთვის იხარჯება, თმის ბოლქვის კვება კი ფერხდება. თუმცა სტრესის შედეგად განვითარებული თმის ცვენა შესაძლოა დროებითიც აღმოჩნდეს - სიმშვიდემ, გარემოს შეცვლამ აღადგინოს თმის ბოლქვების ნორმალური მუშაობა.

მეტისმეტად მამაკაცური ფაქტორი

როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, მელოტდებიან მამაკაცები, რომელთაც სისხლში ჭარბად აქვთ მამაკაცის სასქესო ჰორმონი - ტესტოსტერონი. გამელოტებასთან ანდროგენების (მამაკაცის სასქესო ჰორმონების) კავშირი ექიმმა ჯეიმს ჰამილტონმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40-იან წლებში აღმოაჩინა და დაამტკიცა. ამ აღმოჩენის თანახმად, თავის თმიანი ნაწილის განსაზღვრულ უბნებზე, სახელდობრ, თხემზე და თმა-შუბლის საზღვართან, ფოლიკულები ტესტოსტერონის მიმართ მგრძნობიარეა, ამიტომ ამ ჰორმონის სიჭარბე ჯერ თმის გათხელებას იწვევს, მერე კი ცვენას. ამ შემთხვევაში მამაკაცმა, სპეციალისტთან შეთანხმებით, შეიძლება ჩაიტაროს ფიტოესტროგენებით მკურნალობის კურსი.

კიდევ ერთი მიზეზი - კანის სიმშრალე

მამაკაცებში თმის ცვენის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია კანის სიმშრალე. ეპიდერმისის ბუნებრივი დარბილების არარსებობა თმას აშრობს, მატებს სიმყიფეს, აჩენს ქერტლს, შედეგად კი სიმელოტეს ვიღებთ. ქერტლი მარტო ულამაზო სანახავი კი არ არის, არამედ საშიშიცაა - მისი თეთრი ფანტელები ახშობს ფორებს და თავის კანს სუნთქვას უშლის. კანის ჭარბი ცხიმიანობაც შეიძლება გამელოტების მიზეზად იქცეს. ერთი სიტყვით, მავნებელია ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობის ნებისმიერი დარღვევა.

ვერაგი კოფეინი

თუ მამაკაცს სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია მაგარი ყავის გარეშე, მას მალე თმასთან დაკავშირებული არასასურველი მეტამორფოზები ელის. ბოლქვების სისხლით მომარაგება ირღვევა, თმა უფრო და უფრო ნელა იზრდება, მერე კი ცვენას იწყებს. ამიტომ მამაკაცებს ვურჩევთ, ნაკლები ყავა სვან ან უკოფეინო ამჯობინონ.  გარდა გამელოტებისა, კოფეინის სიჭარბე ორგანიზმს ცუდი ქოლესტერინის დონის მომატებას და სისხლძარღვის კედელზე ათეროსკლეროზული ფოლაქების გაჩენას უქადის. ვფიქრობთ, ყავის მოყვარულები ამ არგუმენტს მაინც გაითვალისწინებენ.