მამაკაცური შოვინიზმი - ყოველთვის მართალია თუ არა იგი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცური შოვინიზმი - ყოველთვის მართალია თუ არა იგი?

ტერმინს უარყოფითი მნიშვნელობით იყენებენ 1843 წლიდან. მისი დღევანდელი მნიშვნელობა ასეთია: შოვინიზმი არის აგრესიული ნაციონალიზმის იდეოლოგია და პოლიტიკა, ნაციონალური გამორჩეულობისა და უპირატესობის ქადაგება. მამაკაცური შოვინიზმი ეფუძნება შემდეგ პოსტულატებს:

  • მამაკაცი ყოველთვის მართალია;
  • მამაკაცი უფრო მნიშვნელოვანია, საჭიროა, ჭკვიანია, ვიდრე ქალი, ვინაიდან მისი ლოგიკა გონებისმიერია და არა გრძნობისმიერი;
  • ის, რაც ნებადართულია მამაკაცისთვის, ეკრძალება ქალს;
  • მამაკაცის სიტყვა ქალისთვის კანონი უნდა იყოს.

ამ მოვლენის საწყისების ძიებას რელიგიური სწავლებისკენ მივყავართ. ბიბლიის თანახმად, ღმერთმა ჯერ ადამი შექმნა, მერე კი მისი ნეკნისგან - ევა. პირველი ცოდვაც არა ადამმა, არამედ ევამ ჩაიდინა. ლოგიკურად, ქალსა და მამაკაცს შორის არსებობს გენდერული განსხვავება: ბუნებამ ქალს დააკისრა შთამომავლობის მუცლით ტარება და გაჩენა, რასაც, ცხადია, მამაკაცი ვერ აკეთებს. ობიექტური ბიოლოგიური განსხვავება იწვევს იმას, რომ მამაკაცები ცხოვრებაში გაცილებით მაღალ მდგომარეობას იკავებენ. ქალისა და მამაკაცის სპორტული მიღწევებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება, მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზეც მამაკაცი გაცილებით მეტია, მამაკაცთა მიღწევებიც მეცნერებაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში გაცილებით შთამბეჭდავია... შოვინიზმი, წესისამებრ, ადრეულ ასაკში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმების შედეგად აღმოცენდება. გოგონებს ადრეული ასაკიდან ამზადებენ ცოლისა და დედის სოციალური როლისთვის, ბიჭს კი - დამცველის, მარჩენალის, ოჯახის უფროსის როლისთვის. განსაკუთრებით გავრცელებულია მამაკაცების შოვინიზმი აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც ქალები, შეიძლება ითქვას, უუფლებონი არიან.

საინტერესო ფაქტები

აზიაში ამჟამად მამაკაცი გაცილებით მეტია, ვიდრე ქალი. ინდოეთსა და ჩინეთში მწვავედ იგრძნობა საზოგადოების ქალური ნაწილის უკმარისობა. ასეთი გენდერული დისბალანსი იმ ტრადიციის შედეგია, რომლის მიხედვითაც უპირატესობა ენიჭება ბიჭის დაბადებას, ხოლო შერჩევითი აბორტების უდიდესი ნაწილი გოგონების წილად მოდის. ეს კი შესაძლებელი გახდა გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც მედიცინაში ექოსკოპიური კვლევა დაინერგა. მამაკაცური შოვინიზმი აღმოსავლეთში იმდენად არის ფესვგადგმული, რომ ოჯახი, რომელსაც მემკვიდრე ვაჟი არ ჰყავს, არასრულფასოვნად ითვლება. აშშ-ში 1980-იან წლებში შემოიღეს ტერმინი “მინის ჭერი”, რაც მეტაფორულად აღნიშნავს იმ უხილავ ბარიერს, რომელიც ქალის კარიერულ წინსვლას ეღობება. დიდი კომპანიების ტოპმენეჯერების 95% მამაკაცია, მაშინ როდესაც თანამშრომლების დიდი ნაწილი ქალია. საერთო ენის გამონახვა, ერთმანეთის გაგება და მიღება ისე, რომ არავის შევადაროთ და დავუპირისპიროთ - აი, რა არის ნამდვილი სიყვარულის საწინდარი. ამდენად, ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა, მამაკაცის როლი საზოგადოებაში, ოჯახში ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს.