მამაკაცის თვალთახედვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის თვალთახედვა

როგორი უნდა იყოს იდეალური მამაკაცი

ყველა გოგონა ოცნებობს იდეალურ მამაკაცზე. ყველა მამაკაცის ხასიათში არის რაღაც, რაც ნებისმიერ გოგონას მოეწონება. არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც იდეალური მამაკაცის დამახასიათებელ შტრიხებად აღიარებული ყველა თვისება აქვთ და ამის გამო ყველასგან გამოირჩევიან. ასეთი მამაკაცი ყველა გოგონას უყვარს და მხოლოდ მასთან ყოფნა სურს. მაინც რა ნიშნები შეიძლება ჩაითვალოს იდეალური მამაკაცის დამახასიათებელად? ვაჟკაცობა - ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, რადგან სწორედ ხასიათის ეს ნიშანი აგრძნობინებს ქალს თავს დაცულად. გოგონები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ თავიანთი რჩეულის გვერდით უსაფრთხოდ იქნებიან. თავდაჯერება - თუ მამაკაცს ეს თვისება არ გააჩნია, იგი გოგონებთან ურთიერთობაში წარმატებას ვერ მიაღწევს. კაცმა უნდა იცოდეს, რა სურს და როგორ მიაღწიოს მიზანს. გაბედულება და შეუპოვრობა - თუ მამაკაცს არ გააჩნია გამბედაობა, როგორ მოახერხებს გოგონას გაცნობას? გამბედაობისა და შეუპოვრობის გარეშე მამაკაცი ვერ შექმნის ოჯახს, ხოლო ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომავალი ოჯახია. აქტიურობა - მამაკაცი უნდა იყოს აქტიური, როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ასევე გართობასა და დროსტარებაშიც. მაშინ ქალისთვისაც საინტერესო იქნება მასთან ურთიერთობა. დაჟინება - მამაკაცმა ყველაფერი ბოლომდე უნდა მიიყვანოს. თუ სახლის მშენებლობა დაიწყო, უნდა დაასრულოს კიდეც. სხვაგვარად მამაკაცი პატივისცემას ვერ დაიმსახურებს. სიმშვიდე - მამაკაცი არ უნდა იყოს ფიცხი, ნებისმიერ სიტუაციაში უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და არ აჰყვეს პანიკას. იგი არ უნდა უყვიროდეს ქალს. აი, ასეთია იდეალური მამაკაცის ხასიათის მთავარი ნიშნები. ძნელია ყველა ამ თვისების გათავისება, მაგრამ ნამდვილად ღირს.

მამაკაცებისთვის მავნე პროდუქტები

მამაკაცის ორგანიზმისთვის სწორ კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლები ზოგიერთმა პროდუქტმა შესაძლოა საავადმყოფომდეც კი მიიყვანოს, ამიტომ ისინი აუცილებლად უნდა ამოვიღოთ მათი რაციონიდან. როგორც მკვლევრები ამტკიცებენ, მამაკაცის მთავარი მტერია შემწვარი ხორცი, რომლის შებრაწული ქერქიც შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებსაც მივყავართ გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის დაავადებებამდე და ზრდის სისხლში ქოლესტერინის დონეს. მავნებლობის თვალსაზრისით შემდეგი პროდუქტია ერბოკვერცხი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი კვერცხი შეიცავს 200 მგ ქოლესტერინს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რამდენად საშიშია იგი. ის ზრდის ქოლესტერინის შემცველობას სისხლში, ხოლო ქოლესტერინის მაღალი დონე იწვევს ათეროსკლეროზსა და ერექციულ დისფუნქციას. გადამუშავებული ხორცი და მდნარი ყველი, რომელიც ნიტროზამინებს შეიცავს, ასევე უნდა ამოვიღოთ რაციონიდან. ეს ნივთიერება ვნებს სპერმის პროდუქციას და აქვეითებს სისხლში მამაკაცის ჰორმონების დონეს, რასაც უნაყოფობამდე მივყავართ. ჭარბი წონის თავიდან ასაცილებლად მამაკაცის რაციონიდან შაქარიც უნდა გამოირიცხოს - ზედმეტი კილოგრამები ხომ ორგანიზმის მიერ დიდი რაოდენობით გლუკოზის ათვისების შედეგია.

რით შევცვალოთ მავნე პროდუქტები

შემწვარი ხორცი - ცხიმიანი ზღვის თევზით. ის შეიცავს ომეგა-3 უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებსაც ორგანიზმიდან ქოლესტერინი გამოაქვს. ერბოკვერცხი - შვრიის ფაფით. შვრიის უხეში ბოჭკოები აქვეითებს მავნე ქოლესტერინის დონეს, რითაც იცავს სისხლძარღვებს. ძეხვეული - ზღვის პროდუქტებითა და სოკოთი. ხამანწკები და მიდიები მდიდარია თუთიით, რომელიც სპერმატოზოიდებს ხდის უფრო მოძრავს და ზრდის არა მარტო მათ სიჩქარეს, არამედ რაოდენობასაც, სოკოში კი B ჯგუფის პრაქტიკულად ყველა ვიტამინია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ფუნქციობისთვის და იმუნიტეტის ასამაღლებლად.