მამაკაცის კოსმეტიკა რა და რისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის კოსმეტიკა რა და რისთვის

ცხადია, არავინ მოითხოვს, მამაკაცს ჟასმინისა და შროშანის სურნელი ასდიოდეს, მაგრამ ირგვლივ მყოფებისადმი პატივისცემა, ღირსების გრძნობა და უბრალოდ სისუფთავის მოთხოვნილება გვაიძულებს, ვიზრუნოთ საკუთარ თავზე. სუნი, ისევე როგორც ღიმილი და სუფთად გაპარსული, მოვლილი კანი, მამაკაცის სავიზიტო ბარათია. ვის მისცემენ ვაკანტურ თანამდებობას, ვინ უკეთ მოაგვარებს ურთიერთობას პარტნიორებთან? შესაძლოა, პირველობა მიანიჭონ ყველაზე ჭკვიანსა და შრომისმოყვარეს, მაგრამ ამ თვისებებს უცბად ხომ ვერ შეიცნობ? დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ შთაბეჭდილებას, რაც მეტწილად ადამიანის გარეგნობაზეა დამოკიდებული, ამიტომ კანი, თმა, ფრჩხილები, კბილები, ტანსაცმელი მამაკაცს მუდამ მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს. მამაკაცმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი კანი ქალის კანისგან განსხვავდება: მამაკაცებს კანის ზედა, დერმული შრე გაცილებით მკვრივი აქვთ; მათი ეპიდერმისი შედგება ერთმანეთზე მჭიდროდ მიჯრილი მოგრძო უჯრედებისგან; თხელია კანქვეშა ცხიმოვანი შრე; შემაერთებელი ქსოვილები უფრო მკვრივი და მაგარია. ყოველივე ამის გამო მამაკაცის კანისთვის უცხოა ისეთი პრობლემები, როგორიცაა ცელულიტი და ნაადრევი დაბერება. სამაგიეროდ, მამაკაცები ხშირად უჩივიან:

  • წვრილი სისხლძარღვების სისუსტეს, რაც სახის კანს აძლევს არაჯანსაღ, მოწითალო-მოიისფრო ელფერს;
  • ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერფუნქციას, რაც სებორეულ დერმატიტს იწვევს;
  • ჭარბ ოფლიანობას.

მამაკაცის კანის ეს თავისებურებები დაედო საფუძვლად მამაკაცებისთვის განკუთვნილი კოსმეტიკური ხაზის შექმნას.

ეს ხაზი მოიცავს:

  • ჰიგიენის საშუალებებს: საპონს, შხაპის გელს, შამპუნს;
  • სახის კანის მოვლის საშუალებებს: მატონიზებელ ლოსიონს, დამატენიანებელ დღის კრემს, მკვებავ ღამის კრემს, კრემ-სქრაბს;
  • პარსვისთვის განკუთვნილ კოსმეტიკას: საპარს გელს/ქაფს/კრემს, პარსვის შემდეგ სახმარ ლოსიონს და/ან გელს;
  • დეზოდორანტს, ტუალეტის წყალს/ოდეკოლონს;
  • ფეხის მოვლის საშუალებებს: სქრაბს, დამატენიანებელ ანტიბაქტერიულ კრემს, დეზოდორანტს;
  • დამცავ საშუალებებს: ხელის კრემს, მზისგან დამცავ კრემს, ტუჩების ბალზამს.

კარგი იქნება, თუ მამაკაცი თავის კოსმეტიკურ არსენალს შეავსებს აბაზანისთვის განკუთვნილი არომატული მარილითა და ეთერზეთებით, ტანის ლოსიონითა და სქრაბით, ტალკით ფეხის ოფლიანობის შესამცირებლად. დავაზუსტებთ: ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები აუცილებლად მამაკაცთა სერიიდან უნდა იყოს, რათა არ დაირღვეს კანის მჟავატუტოვანი ბალანსი. ჰიგიენური ხელსახოცები მუდამ თან იქონიეთ, მეტადრე მაშინ, თუ ბევრ დროს ატარებთ საჭესთან. ქუჩის მტვერი და მანქანების გამონაბოლქვი იმდენი ილექება სახესა და კისერზე, რომ ინფექციის შეჭრა და ანთების განვითარებაც კია მოსალოდნელი. ეს ეხება არა მარტო პრობლემური კანის მქონე ახალგაზრდებს, არამედ სოლიდური ასაკის მამაკაცებსაც. ამ უსიამოვნებას თავიდან აიცილებთ, თუ დღეში რამდენიმეჯერ გაიწმენდთ სახეს ასეთი ხელსახოცით. საპარს კოსმეტიკას ყველა კარგად იცნობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია პარსვის შემდგომ სახმარი საშუალებებიც. ლოსიონებსა და გელებს აქვს მადეზინფიცირებელი, ანთების საწინააღმდეგო, შეხორცების დამაჩქარებელი თვისებები. პარსვის შემდგომ სახმარი კრემი კანს აღუდგენს ტენიანობის ბუნებრივ დონეს.