თმის ცვენა - შინაგანი და გარეგანი მიზეზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თმის ცვენა - შინაგანი და გარეგანი მიზეზები

ანდროგენეტიკური ალოპეციის გამოხატულების ხარისხი მამაკაცებში -  ნორვუდის, ხოლო ქალებში ლუდვიგის სკალით განისაზღვრება. მამაკაცთა გამელოტება 95%-ზე მეტ შემთხვევაში ანდროგენეტიკური ალოპეციის მიზეზით ხდება. ანდროგენეტიკური ალოპეციის განვითარების მიზეზები გენების დონემდე დაიყვანება და სადღეისოდ მიღებული თეორიის მიხედვით, თმის ფოლიკულებზე მამაკაცის სასქესო ჰორმონის, ტესტოსტერონის, გავლენით აიხსნება. ამ თეორიის თანახმად, დიჰიდროტესტოსტერონი, რომელიც ტესტოსტერონზე გარკვეული ფერმენტის ზემოქმედებით წარმოიქმნება, თმის ფოლიკულებში აღწევს და მათ დისტროფიას (კვების დარღვევას) იწვევს. შედეგად ირღვევა თმის წარმოქმნის პროცესი. თმა თავზე რჩება, მაგრამ წვრილდება, მოკლდება, ფერს კარგავს (ბუსუსებს ემსგავსება) და თავის კანს ვეღარ ფარავს - წარმოიშობა სიმელოტე. ალოპეციის გამოვლენიდან 10-12 წლის შემდეგ თმის ფოლიკულები შემაერთებელი ქსოვილით ივსება, რომელსაც ბუსუსების წარმოქმნაც კი აღარ შეუძლია. რამდენადაც ტესტოსტერონი ქალის ორგანიზმშიც მოიპოვება, ანდროგენეტიკური ალოპეციის განვითარება იმავე მექანიზმით ხდება, რომლითაც მამაკაცებში, განსხვავებულია მხოლოდ კლინიკური სურათი. დიჰიდროტესტოსტერონისადმი თმის ფოლიკულების მგრძნობელობა უმეტესად ადამიანის გენების ნაკრებზეა დამოკიდებული ანუ მემკვიდრეობით განისაზღვრება. მიიჩნევა, რომ თმის საფარის დაკარგვისაკენ მიდრეკილება ასიდან 73-75 შემთხვევაში მემკვიდრეობით დედის ხაზით გადაეცემა, 20-ში - მამის ხაზით, დანარჩენი 5-7% კი გვარში პირველია და ანდროგენეტიკური ალოპეციისკენ მიდრეკილებას მომდევნო თაობებს გადასცემს. ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა გაარკვიეს, ადამიანის დნმ-ს რომელი თავისებურება მიუთითებდა თმის საფარის დაკარგვის შესაძლებლობაზე და ეს მონაცემები უკვე პრაქტიკაში  გამოიყენება მემკვიდრეობითი გამელოტების ალბათობის განსაზღვრისთვის. თანამედროვე მედიცინა ანდროგენეტიკურ ალოპეციასთან ბრძოლის სამ მიმართულებას გვთავაზობს - სამკურნალო პრეპარატებით თერაპიას, ლაზერულ თერაპიასა და საკუთარი თმის გადანერგვას.

ნ სადღეისოდ სამკურნალწამლო პრეპარატებიდან ანდროგენეტიკური ალოპეციის მკურნალობისას მხოლოდ ორი წამლის ეფექტურობა და უსაფრთხოებაა დამტკიცებული კლინიკურად. შესაბამისად, მხოლოდ ამ ორ პრეპარატს - მინოქსიდილსა და ფინასტერიდს (ეს უკანასკნელი მხოლოდ მამაკაცებისთვის არის განკუთვნილი) - აღიარებს ევროპის სამედიცინო სააგენტო და აშშ-ის სურსათისა და წამლების ხარისხის კონტროლის სამმართველო. სამწუხაროდ, ეს პრეპარატები ყველას ვერ შველის და არც ანდროგენეტიკური ალოპეციის განკურნება ძალუძს. მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, თერაპიის პერიოდში თმის თერაპიამდელი რაოდენობა შეგვინარჩუნონ. მათი მიღების შეწყვეტის შემდეგ კი ეფექტი რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე გასტანს, მერე თმის ცვენა განახლდება.

ნ დაბალინტენსიურმა ლაზერულმა გამოსხივებამაც კლინიკურად დაადასტურა საკუთარი ეფექტურობა და ისიც მოწონებულია ზემოთ აღნიშნული ორგანოების მიერ შინაურ პირობებში ლაზერული “დავარცხნის” გზით ანდროგენეტიკური ალოპეციის სამკურნალოდ. სამედიცინო ცენტრების პირობებში კი უფრო მძლავრი კლინიკური ლაზერული დანადგარები გამოიყენება. ლაზერული “დავარცხნის” ეფექტურობა არცთუ დიდია. კლინიკური ლაზერული დანადგარები გაცილებით უკეთეს შედეგს იძლევა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც წამლებით თერაპიის დროს, ლაზერული თერაპიის შეწყვეტა თმის დეგრადაციას იწვევს.

ნ საკუთარი თმის ტრანსპლანტაცია - ეს პრობლემის მოგვარების ქირურგიული გზაა. კეფიდან და თავის გვერდებიდან, სადაც ფოლიკულები დიჰიდროტესტოსტერონის ზემოქმედებისადმი უგრძნობელია, იღებენ ფოლიკულებს და გამელოტებულ ადგილებში გადააქვთ. გადანერგილი ფოლიკულები ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობენ ფუნქციობას და მათგან სიცოცხლის ბოლომდე ნორმალური, ჯანმრთელი თმა იზრდება. თუმცა თმის გადანერგვის ყველა მსურველისთვის შეუძლებელია ამ ოპერაციის გაკეთება და ოპერაციის შორეული შედეგებიც ყოველთვის არ გახლავთ დამაკმაყოფილებელი. თმის გადანერგვა სადღეისოდ გამელოტების მკურნალობის და თმის საფარველის აღდგენის ერთადერთ ეფექტურ საშუალებად ითვლება.

დღესდღეობით მსოფლიოს მეცნიერები აქტიურად მუშაობენ ანდროგენეტიკური სიმელოტის დროს თმის საფარველის აღდგენის უახლეს პერსპექტიულ მეთოდებზე. საუკეთესო შედეგებს თმის კლონირებისა და ახალი თმის ზრდის მასტიმულირებელი ტექნოლოგიებისგან ელიან. პირველი ტექნოლოგიის არსი იმ ფოლიკულების კლონირებაა, რომლებსაც კეფისა და თავის გვერდებიდან იღებენ. შეგახსენებთ, რომ ამ მიდამოში თმის ფოლიკულები ტესტოსტერონის გავლენას არ განიცდის. შემდგომ კი კლონირებულ ფოლიკულებს სპეციალური მეთოდით გადანერგავენ თავის გამელოტებულ უბნებზე. მეორე ტექნოლოგია კი უკვე ცნობილ ფაქტს ეფუძნება. კერძოდ, თმიან კანზე ჭრილობის შეხორცების ადგილას აქტიურდება ცილა ჭნტ, რომელიც როგორღაც ხელს უწყობს ნაჭრილობევზე ახალი თმის ფოლიკულების წარმოქმნის პროცესს. ამ ფოლიკულებიდან ამოზრდილი თმა ნორმალურად გადის განვითარების ყველა ციკლს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ შესაძლებელია, აიძულო ჭნტ-ს ახალი ფოლიკულების წარმოქმნა დაუზიანებელ კანზეც.

დიფუზური ალოპეცია

დიფუზური ალოპეციისთვის დამახასიათებელია თმის ძლიერი თანაბარზომიერი ცვენა თავის მთელ თმიან ზედაპირზე როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში და ეს თმის განვითარების ციკლის დარღვევის გამო ხდება. ვინაიდან დიფუზური ალოპეცია მთელი ორგანიზმის მუშაობის დარღვევის შედეგია, მას ზოგჯერ სიმპტომურ ალოპეციასაც უწოდებენ. მას მეორე ადგილი უკავია გავრცელებით ანდროგენეტიკური ალოპეციის შემდეგ და ქალებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში. განასხვავებენ დიფუზური ალოპეციის ტელოგენურ და ანაგენურ ფორმებს. ალოპეციის ტელოგენური ფორმა შეიძლება გამოიწვიოს:

ნ ნერვულმა სტრესმა;

ნ ჰორმონულმა დარღვევებმა, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებით, ორსულობით ან ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების არასწორი მიღებით გამოწვეულმა;

ნ ანტიბიოტიკების, ნეიროლეპტიკების, ანტიდეპრესანტებისა და სხვა პრეპარატების ხანგრძლივმა გამოყენებამ;

ნ ქირურგიულმა ოპერაციამ;

ნ მწვავე ინფექციურმა და მძიმე ქრონიკულმა დაავადებამ;

ნ დიეტებმა, რომელთა შედეგადაც ორგანიზმი ვერ იღებს სასიცოცხლოდ  აუცილებელ ელემენტებს.

დიფუზური ალოპეციის ანაგენური ფორმა ვითარდება ორგანიზმზე, მათ შორის - თმის ფოლიკულებზეც, გაცილებით ძლიერი და სწრაფმოქმედი ფაქტორების ზემოქმედებით, რის შედეგადაც თმა ზრდის ფაზიდანვე ცვივა. ასეთი ფაქტორებია: რადიაქტიური გამოსხივება, ქიმიოთერაპია, ძლიერი შხამებით მოწამვლა. დიფუზური ალოპეციის მიზეზის გაქრობის შემდეგ დაახლოებით 3-დან 9 თვემდე პერიოდში თმოვანი საფარი უმეტესად ისევ აღდგება, რადგან, ანდროგენეტიკური ალოპეციისგან განსხვავებით, ფოლიკულები ამ დროს არ იღუპება. სწორედ ამიტომ დიფუზური ალოპეციის მკურნალობა უპირველესად მისი მიზეზის აღმოჩენისა და ამ უკანასკნელის მკურნალობისკენ არის მიმართული. მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ თმის სწრაფად აღდგენისთვის ზრდის სხვადასხვა სტიმულატორს იყენებენ - მინოქსიდილს, სამკურნალო ბალზამებს, ფიზიოთერაპიას და სხვა.

კეროვანი ალოპეცია

კეროვანი ალოპეციის დროს თავის თმიან საფარველზე, ერთ ან რამდენიმე ადგილას, წარმოიქმნება სხვადასხვა ზომის მომრგვალო გამელოტებული (უთმო) კერები. ასეთი კერები ზოგჯერ შეინიშნება წარბების, წვერის, წამწამების მიდამოში და ტანზეც. დროთა განმავლობაში ეს კერები შესაძლოა შეერწყას ერთმანეთს და სულ სხვა ფორმის მქონე დაზიანების მიდამო წარმოქმნას. თუ დაავადების პროგრესირების გამო თავიდან თმა მთლიანად დაცვივდა, ალოპეციას ტოტალურს უწოდებენ. ზოგჯერ თმა მთელი ტანიდანაც ცვივა - ეს უნივერსალური ალოპეციაა. სხვადასხვა მონაცემებით, კეროვანი ალოპეციის წილად ალოპეციის საერთო შემთხვევათა 0,5-2% მოდის. კეროვანი ალოპეციისთვის დამახასიათებელია სწრაფი განვითარება და ხშირად დაავადების თვითნებური დასრულება თმიანი საფარველის სრულად აღდგენით, თუმცა შემთხვევათა დაახლოებით მესამედში დაავადება ან განუწყვეტლივ პროგრესირებს, ან ერთმანეთს ცვლის თმის გაცვენა-აღდგენის ციკლები. კეროვანი ალოპეციის წარმოშობისა და განვითარების მექანიზმი თითქმის შეუსწავლელია. ვარაუდობენ, რომ მას იწვევს იმუნური დარღვევები, დაავადებისადმი გენეტიკური განწყობა, სტრესები, ცუდი ეკოლოგია, ფიზიკური ტრავმები და მწვავე დაავადებები. კეროვანი ალოპეციის სამკურნალოდ არც რაიმე წამალი არსებობს და არც მეცნიერულად გამართლებული თუ მიღებული მკურნალობის მეთოდი. მკურნალობის ყველაზე გავრცელებულ მეთოდად მიიჩნევა კორტიკოსტეროიდების სხვადასხვა ფორმისა (კრემები, ინექციები, ორალური პრეპარატები) და იმ პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ორგანიზმში საკუთარი კორტიკოსტეროიდების გამოყოფას ასტიმულირებს. მიუხედავად იმისა, რომ კორტიკოსტეროიდები ასტიმულირებენ დაზიანების ზონაში თმის ამოსვლას, თავად დაავადებას ისინი ვერ კურნავენ და არ ძალუძთ, წინააღმდეგობა გაუწიონ ახალი კერების წარმოქმნის პროცესს.

ნაწიბუროვანი ალოპეცია

ნაწიბუროვანი ალოპეციის სხვადასხვა ფორმის საერთო ნიშნად თმის ფოლიკულების შეუქცევადი დაზიანება და მათ ადგილას შემაერთებელი ქსოვილის (ნაწიბურის). წარმოქმნა მიიჩნევა ნაწიბუროვანი ალოპეცია სიმელოტის შემთხვევათა 1-2%-ს შეადგენს. ამ პათოლოგიის მიზეზი შეიძლება იყოს ინფექცია (ვირუსული, სოკოვანი, ბაქტერიული), რომლით გამოწვეული ანთებითი პროცესებიც ხელს უწყობს ფოლიკულებში შემაერთებელი ქსოვილის წარმოქმნას. თუ ინფექციის მკურნალობა დროულად ჩატარდა, თმა შესაძლოა შენარჩუნდეს. ნაწიბუროვანი ალოპეცია ხშირად წარმოიშობა ფიზიკური ტრავმის - ჭრილობის, სითბური ან ქიმიური დამწვრობის - დროსაც. ჩამოყალიბებული ნაწიბუროვანი ალოპეციის სამკურნალოდ მხოლოდ ერთი მეთოდი არსებობს - ქირურგიული. ან გამელოტებული ადგილები იკვეთება, თუ ისინი მეტისმეტად დიდი არის, ან ამ უბნებზე ჯანმრთელ ფოლიკულებს გადანერგავენ.