მამა-შვილის ურთიერთობის დეტალები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამა-შვილის ურთიერთობის დეტალები

გოგონას მამა ეხმარება თუნდაც საკუთარი სილამაზისა და გონიერების შეცნობა-გაცნობიერებაში, მამის კომპლიმენტსაც ის დიდხანს იმახსოვრებს. პატარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, მუდამ გვერდით ჰყავდეთ დედაც და მამაც. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომელთა მამებიც აქტიურად მონაწილეობდნენ მათ აღზრდაში, უფრო კომუნიკაბელურები, ინიციატივიანები და მშვიდები არიან, ამიტომ მამამ ხშირად უნდა აიყვანოს შვილი ხელში, ესაუბროს მას. ბევრ კაცს ეშინია პატარას ხელში აყვანა, მაგრამ მეუღლემ უნდა აუხსნას და აჩვენოს, როგორ მოექცეს ჩვილს. ზოგჯერ მამაკაცი შვილზე ეჭვიანობს კიდეც, რადგან მეუღლე მას მეტ დროს უთმობს. ამ ნიადაგზე, როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ახალგაზრდა მამების 5%-ს ერთგვარი “მშობიარობისშემდგომი დეპრესიაც” კი უვითარდება. სასურველია, ყველა მამას ესმოდეს, რომ დედის ბავშვისადმი სიყვარული სრულიად არ ამცირებს გრძნობას მეუღლის მიმართ; პირიქით, ბავშვი უფრო აახლოებს ცოლ-ქმარს, მეტ სიღრმეს სძენს მათ ურთიერთობას. ცხადია, მამა, რომელიც ოჯახის ფინანსურ კეთილდღეობაზე ზრუნავს და სახლიდან გასულია, დედასავით დიდ დროს ვერ დაუთმობს შვილს, ამიტომ ბავშვი ყოველთვის კარგ გუნებაზე მყოფ მამას უნდა ხედავდეს. მცირე ხნით და ისიც განერვიულებული მამის ნახვა პატარას ფსიქიკაზე ცუდად იმოქმედებს. შეეცადეთ, ბავშვთან ურთიერთობისას უგუნებობა არ გამოამჟღავნოთ. უფრო მოზრდილ ბავშვს მამამ რაიმე ახალი უნდა შეასწავლოს, თუნდაც აქტიური თამაშები, ატაროს ფეხბურთზე, კალათბურთზე ან სათევზაოდ. თუ ბავშვს რაიმე არ გამოსდის, ეცადეთ არ გააკრიტიკოთ, ჯობს, უმეტესად აქოთ სხვადასხვა მიღწევისა და წარმატებისთვის. გამოიჩინეთ მოთმინება! თუ თქვენი ვაჟი სკოლამდელი ასაკისაა, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდეთ მას, რადგან სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობს სქესობრივი იდენტიფიკაციის რთული პროცესი. ბიჭი აკვირდება და ითვისებს მამის ქცევას, გოგონა კი - დედისას. ხშირად ესაუბრეთ მას მამაკაცურ საკითხებზე, თქვენეულ გამოცდილებასა თუ შეხედულებებზე, ისეირნეთ ერთად. მეტი კონტაქტისა და ნდობისათვის შეგიძლიათ შეუმოწმოთ მას საშინაო დავალება, ჩაიბაროთ გაკვეთილები. 9 წლიდან მამის როლი ბავშვის ცხოვრებაში კიდევ უფრო იზრდება. მამამ უნდა ასწავლოს ვაჟს, როგორ მოიქცეს თანატოლებთან, როგორ დაიცვას თავი და საკუთარი აზრი. მამამ უნდა უამბოს ბიჭს იმ ფიზიოლოგიურ ცვლილებებზეც, რომლებიც მას გარკვეულ ასაკში ელის (გოგონასთან კი ინტიმურ თემებზე, უმჯობესია, დედამ ისაუბროს). მამისა და ბიჭის ურთიერთდამოკიდებულება გარდატეხის პერიოდში ხშირად მკვეთრად უარესდება. მოზარდი ცდილობს, მთელ სამყაროს დაუმტკიცოს საკუთარი სიმართლე და სწორი პოზიცია ნებისმიერ საკითხზე. ამ დროს მამა მის მეგობრად უნდა იქცეს, ბიჭი მას უნდა ენდობოდეს, იზიარებდეს და ითვალისწინებდეს მის რჩევებს. ამგვარი დამოკიდებულებით საკუთარ თავსაც გაუადვილებთ ცხოვრებას და შვილსაც. არავითარ შემთხვევაში არ შეურაცხყოთ ბავშვის ღირსება. ეს მას დააკომპლექსებს და გააბოროტებს.