შევარჩიოთ პალტო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შევარჩიოთ პალტო

უცნაურია, მაგრამ "პალტკოეს" ელემენტები შეითავსა ჰოლანდიის სამეფო კარის სამოსმა და საფრანგეთის სამხედრო მუნდირმა. მოგვიანებით პალტოს სხვადასხვა მოდელს გამოჩენილი მხედართმთავრებისა და პოლიტიკოსების სახელებს ანიჭებდნენ: რეგლანი (ფელდმარშალმა რეგლანმა ბრძოლაში ხელი დაკარგა და ახალი ტიპის სახელოიან პალტოს იცვამდა), ჩესტერფილდი (გრაფი ჩესტერფილდი უპირატესობას ანიჭებდა სერთუკის მსგავს ჯიბეებიან პალტოს) და სხვ. მამაკაცის პალტოს ძირითადი სახეობები ევოლუციის პროცესში წარმოიშვა. მოდელები ერთმანეთისგან განსხვავდება თარგით, სიგრძით, ქსოვილით და დამატებითი ელემენტებით. დღეს შეიძლება წავაწყდეთ როგორც წელში გამოყვანილ, ისე ძალიან ფართო მოდელს, თუმცა აღლუმს მაინც ინგლისური კლასიკა მეთაურობს.

  • კრომბი კლასიკური ერთბორტიანი პალტოა დაფარული შესაკრავით. კერავენ სქელი შალის ქსოვილისგან. ფერთა გამა მუქია.
  • ჩესტერფილდი სერთუკის მსგავსი პალტოა, სიგრძით - მუხლს ქვემოთ. აქვს დაფარული შესაკრავი, გვერდითა ჯიბეები და ხავერდის საყელო. ჩვეულებრივ, იკერება რუხი შალის ქსოვილისგან.
  • კოვერკოტი ბევრი რამით ჰგავს ჩესტერფილდს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ იგი კოვერკოტის ქსოვილისგან იკერება, რომლის დამახასიათებელი ნიშანია დახრილი ამობურცული ზოლი.
  • ინგლისური თბილი ორბორტიანი პალტოა, სიგრძით - მუხლს ოდნავ ზემოთ ან ქვემოთ. აქვს სამხრეულები და ექვსი ღილი, რაც მოდელს ფარაჯას ამსგავსებს. წინათ მას მხოლოდ მძიმე, ხაოიანი შალისგან კერავდნენ. ამჟამად ქაშმირის ქსოვილისგანაც იკერება.
  • დაფლკოტი დაფლის ქსოვილის პალტოა. აქვს ყელთან შესაკრავი კაპიუშონი.
  • ლოდენი ხაკისფერი პალტოა, შეკერილი სქელი, წყალგაუმტარი შალის ქსოვილისგან.
  • პოლოს დაკერებული ჯიბეებით, ხშირად - ქამრითაც. უმეტესად ჩალისფერი. სახელი თამაშ პოლოს სახელწოდებისგან წარმოდგება - მაღალი წრის ადამიანები ასეთ პალტოს იცვამდენენ პარტიებს შორის.
  • რეგლანი პალტოა, რომლის სახელოც მხართან არის გაერთიანებული. აქვს დიაგონალური ნაკერი იღლიიდან კისრამდე.
  • ბუშლატი ორბორტიანი მოდელია მსხვილი საყელოთი და ლაცკანებით. აქვს ლითონის ან ძვლის ღილები.
  • ფარაჯა, შინელი შალის ქსოვილისგან შეკერილი პალტოა ზურგზე ნაკეცით და ჩაკერებული ქამრით.

პალტოს შერჩევისას აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება: სიგრძეს, თარგს, ქსოვილის ხარისხს, ფერს, ზომას. ინგლისური თარგი, შეიძლება ითქვას, აუცდენელი ვარიანტია. ოპტიმალურად ითვლება მუხლამდე სიგრძე. ოდნავ გამოყვანილი სილუეტი მამაკაცს ელეგანტურობას ანიჭებს. მოკლე პალტო კარგი აღნაგობის მაღალ მამაკაცებს მოუხდებათ. ტანსრულებს შეიძლება ცოტა გრძელი მოდელი ვურჩიოთ. პალტოსთვის იდეალურ ქსოვილად ითვლება ასპროცენტიანი ქაშმირი წარწერით "შცჰურწოლლე". ასეთი პალტო ძალიან მაღალი ხარისხისაა, ამიტომ ძვირიც არის. თუ საქმიან სამოსს ირჩევთ, გირჩევთ შავს ან ლურჯს. პალტოსთვის მკვეთრი ფერი მიუღებელია, თუმცა მოდის მიმდევარი ახალგაზრდა მამაკაცებისთვის დასაშვებია ვარიაციები გონიერების ფარგლებში. პალტო აუცილებლად პიჯაკზე უნდა მოვიზომოთ, რათა სეზონზე არ აღმოჩნდეს, რომ პატარა გვაქვს, სახელო კი ხელისგულის შუამდე უნდა გვწვდებოდეს.