კარიერისტის 10 მცნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კარიერისტის 10 მცნება

 

 

 

 

  1. დაივიწყეთ მეგობრული ხელის გადახვევა მდედრობითი სქესის კოლეგებთან ურთიერთობისას, მამაკაცებთან ურთიერთობისას კი, პირიქით, მოუხშირეთ. ის, ვინც მისალმებას უფრო ემოციურად გამოხატავს, ტრადიციისამებრ, უფრო მაღალი სტატუსის მქონედ აღიქმება.

  2. თუ ადამიანი თათბირის დროს მობილური ტელეფონით საუბრობს, აქედან შეიძლება ორი დასკვნა გამოვიტანოთ: მას ან არ აინტერესებს განსახილველი საკითხი, ან გამოხატავს სრულ უპატივცემულობას დამსწრე საზოგადოების მიმართ.

  3. იმ დროს, როდესაც უფროსი ჭეშმარიტებას ღაღადებს (უფროსი კი ყოველთვის ჭეშმარიტებას ღაღადებს!), საათისკენ მიმართული მოუთმენელი მზერა შესაძლოა შეურაცხყოფად იქნეს აღქმული. თუ სხვაგვარად არ შეგიძლიათ, ეცადეთ, საათს შეუმჩნევლად დახედოთ.

  4. საუბრის უკანასკნელ წუთამდე არ მოაცილოთ თვალი თანამოსაუბრეს. ამერიკელმა ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ის, ვისაც არ შეუძლია უფროსის მზერას ნახევარი საუბრის განმავლობაში მაინც გაუძლოს, უსიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს.

  5. ყავა აძლიერებს კორპორაციული გეგმებით გამოწვეულ ისედაც ძლიერ სტრესს. გარდა ამისა, დამტკიცებულია, რომ თუ დღეში ოთხ ფინჯანზე მეტ ყავას დალევთ, სისხლში ჰომოცისტინის დონემ შეიძლება კრიტიკულ ზღვარს მიაღწიოს. ცნობისათვის: ამ ამინომჟავას ზედოზირება გულისთვის სახიფათოა, ასეთ შემთხვევაში უკოფეინო ყავაზე გადასვლა ვეღარ გიშველით. ყავაში არსებული ქლოროგენის მჟავა ასევე უწყობს ხელს ჰომოცისტეინიზაციის პროცესს, ორგანიზმიდან მისი გამოძევება კი, სამწუხაროდ, ძნელია.

  6. შიშველი კედლები აზრის არარსებობას მოწმობს. ჩამოკიდეთ სამუშაო ოთახში სურათი, ყვავილებიანი კალათა, სუვენირი... ზოგჯერ ეს საკმარისია იმისთვის, რომ აზროვნებას სწორი მიმართულება მიეცეს.

  7.  საცოდავად რომ არ გამოიყურებოდეთ, სათათბირო მაგიდასთან თავისუფლად მოთავსდით და შეძლებისდაგვარად მეტი ადგილი დაიკავეთ, ოღონდ ნუ მოიხრებით და მაგიდაზე იდაყვებს ნუ დააწყობთ - შორიდან ეს ისე გამოიყურება, თითქოს მაგიდაზე წამოწოლა გინდოდეთ.

  8. ფეხების გადაჯვარედინებისას გავა-წელის არეში ხერხემალი იძაბება, სისხლის მოდინება ნელდება და ტვინს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება, რაც საკმაოდ აქვეითებს აღქმასა და კრეატიულობას.

  9. სადილის შემდგომი რამდენიმე საათი, დაახლოებით 15.00-დან 17.00-მდე, არცთუ ისე კარგი დროა შემოქმედებითი აქტიურობისთვის, ასე რომ, მნიშვნელოვან საქმეებს ამ პერიოდისთვის ნუ დაგეგმავთ.

  10. ნუ დაუკვეთავთ ყუათიან სადილს მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ. მსუყე კერძი სისხლის კუჭისკენ გადასროლას გამოიწვევს და ტვინს საკმარისი ჟანგბადი აღარ მიეწოდება. გირჩევთ, მიირთვათ ძნელად ასათვისებელი ნახშირწყლებისა და ცილების შემცველი მსუბუქი ლანჩი, ხოლო ტკბილი დესერტის მაგივრად - ხილი.

 

ჩამოაყალიბეთ თქვენი გამოსვლის ძირითადი  პუნქტები ”შპარგალკის” გარეშე. საჯარო

გამოსვლისას ფურცლიდან კითხვა მოუმზადებლობის შთაბეჭდილებას ახდენს.