ურთიერთობის უნარი და კარიერული წინსვლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ურთიერთობის უნარი და კარიერული წინსვლა

პროფესიულ და კარიერულ წინსვლასთან ერთად სამუშაოს შესრულება სულ უფრო და უფრო მეტად ხდება დამოკიდებული კომუნიკაბელურობაზე. კარიერის დასაწყისში ადამიანები სწავლობენ ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემების მოგვარებას. დროთა განმავლობაში, მმართველობითი პირამიდის ზედა საფეხურებზე მოხვედრისას, ფართოვდება ურთიერთობის საზღვრებიც. მენეჯმენტის პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებმა, რომლებმაც პროფესიულ სფეროში სასურველს მიაღწიეს, აღარ იციან, შემდგომში რა გააკეთონ, ვისთან და როგორ ააგონ ურთიერთობა. სწრაფი კარიერული წინსვლა ბევრს ცუდ სამსახურსაც კი უწევს. კარიერულ კიბეზე უეცრად აფრენილი ადამიანი შესაძლოა მზად არ აღმოჩნდეს იმ სიტუაციისთვის, რომელშიც იმყოფება. საიდუმლო არ არის, რომ იმ ადამიანებთან ურთიერთობა უფრო სასიამოვნოა, რომლებიც დაახლოებით ჩვენსავით ფიქრობენ. ისინი საშუალებას გვაძლევენ, ჩვეულ მოვლენებსა და საგნებს ახლებურად, განსხვავებულად შევხედოთ. ურთიერთობის პროცესი დაკვირვებასაც მოიცავს. დაკვირვება საშუალებას გვაძლევს, გავაფართოოთ კონტაქტები, გავამყაროთ მეგობრული, საქმიანი ურთიერთობა. ურთიერთობა საშუალებას გვაძლევს, სხვა ადამიანებისგან მივიღოთ შთაგონება, ენერგია, დადებითი ემოციები, გამოვიყენოთ მიღებული გამოცდილება, ცოდნა და უნარები. არაფერია ახალი იმაში, რომ წარმატებულ ადამიანებთან ურთიერთობას გაცილებით მეტი სარგებლობა მოაქვს, ვიდრე მათთან, ვინც ნეგატიური განწყობის გავლენის ქვეშაა მოქცეული. თითოეული ადამიანი ინდივიდია, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებით ძვირფასი ინფორმაციის წყაროს. განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობით არა მარტო ცოდნას ვიძენთ, არამედ საკუთარი კარიერისთვის უზარმაზარი სარგებლობა მოგვაქვს.

ეთიკა და დანაშაულის განცდა

ფრაზა "დანაშაულის განცდა" უმეტესად ცუდი საქციელის ასოციაციას იწვევს. სინამდვილეში ეს საკმაოდ მრავალწახნაგოვანი ცნებაა. სიტუაცია, როდესაც თითქოს არაფერი გამოგვდის, ყველასათვის ნაცნობია. ასეთ დროს იწყება თვითგვემა, რომელიც საკუთარი უსარგებლობისა და უუნარობის შეგრძნებით მთავრდება. ბუნებრივია, არავის სურს, საკუთარ თავს `უმაქნისი~ უწოდოს; აუცილებელია, ვიპოვოთ რამე ან ვინმე, ვისაც ან რასაც დავაბრალებთ ჩვენს მარცხს. ამიტომ არის, რომ ჩვენი პრობლემები უმეტესად გარშემო მყოფებს, დროს ან ადგილს, შავ კატას, 13 რიცხვს, პარასკევ დღეს ბრალდება. ერთი სიტყვით, ყველასა და ყველაფერს, საკუთარი შეცდომების გარდა. საქმე ის არის, რომ გონების ერთ-ერთი ძირითადი თვისება ფსიქოლოგიური ტრავმისა და დაძაბულობისგან ინდივიდის დაცვაა. ადამიანის მეხსიერება წარმატებით ბლოკავს ან ივიწყებს ტრავმულ ფაქტორებს. ამიტომ არის, რომ გადის ხანი და უიღბლობათა სერია მეორდება. ბრალეულობა ერთ-ერთი საბაზო ემოციაა, ხოლო დანაშაულის განცდა - ის სასიკვდილო იარაღი, რომელიც ნელა, მაგრამ დაბეჯითებით არწმუნებს ადამიანს საკუთარ ხელმოცარულობაში. სწორედ დანაშაულის განცდა იქცევა სხვადასხვა ფობიის, ფსიქიკური დაავადების, ნევროზული მდგომარეობის მიზეზად. თუ ბავშვი ადრეული ასაკიდანვე შეეჯახა სერიოზულ პრობლემებს, შესაძლოა დროთა განმავლობაში ეს უსიამოვნებები აღიქვას როგორც სასჯელი თავისი უსაქციელობის, ცელქობის გამო. შედეგად მას ჩამოუყალიბდება ჩვევა, იკისროს პასუხისმგებლობა სხვის საქციელზე, ხოლო დროთა განმავლობაში - შიში (ფობია), რომ შეიძლება რაღაც ცუდი მოხდეს და ეს მისი ბრალი იქნება. ზრდასრულ ასაკში მას გამუდმებით ექნება დანაშაულის განცდა, რამაც შემდგომ შესაძლოა ორგანიზმისა და ფსიქიკის დამცველობითი ძალების დაქვეითება გამოიწვიოს. დანაშაულის განცდის მიზეზად შეიძლება იქცეს გრძნობა, ფიქრი, ქცევა, მორალური, ეთიკური ნორმების თვალსაზრისით გაუმართლებელი მოვლენა და ა.შ.