ქალი, სიმსუქნე და გენეტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქალი, სიმსუქნე და გენეტიკა

ნუ გაამართლებთ თქვენს სიზარმაცეს გენური მიდრეკილებით! რა თქმა უნდა, გენეტიკა სერიოზული მეცნიერებაა, მაგრამ მეცნიერული მონაცემები გვიჩვენებს, რომ მემკვიდრეობითობის გავლენის წილი ჩვენს ჯანმრთელობაზე ერთი მესამედია. ყველაფერი დანარჩენი კი უშუალოდ ჩვენს პიროვნებაზეა დამოკიდებული - ჩვენს ცხოვრების წესსა და კვებაზე. მოდით გავერკვეთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ გენეტიკაში გვაქვს დიაბეტი, გულსისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებები, ზედმეტი წონა და მიუხედავად ამისა, გვსურს ვიყოთ ჯანმრთელი. გავაგრძელოთ ცხოვრება. ზედმეტი კილოგრამები მძიმე ტვირთია როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ექიმებს მიაჩნიათ, რომ ზედმეტი კილოგრამები, რომლებიც დროთა განმავლობაში დაავადებად ტრანსფორმირდება, არასასიამოვნო სახელწოდებით "გაცხიმოვნება" - წარმოადგენს ერთ-ერთ მიზეზს ისეთი დაავადებებისთვის, როგორიცაა ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტონია, შაქრიანი დიაბეტი, ალერგია, სიმსივნური დაავადებები. როგორ უნდა განისაზღვროს, აუცილებელია თუ არა თქვენთვის გახდომა? პირველი ხერხი - გაიხადეთ და შეათვალიერეთ საკუთარი სხეული სარკეში. მეორე ხერხი - უნდა გამოითვალოთ სხეულის მასის ინდექსი. ამისათვის საკუთარი წონა (კილოგრამებში) გაყავით სიმაღლის მაჩვენებლის (მეტრებში) კვადრატზე. მაგალითად, თუ თქვენი წონაა 76კგ, სიმაღლე - 1,68 მ, თქვენი მასის ინდექსი იქნება: 76:(1,68X1,68)=22,6. თუ ინდექსი ნაკლებია 25-ზე, შეგიძლიათ არ აღელდეთ, ხოლო თუ მაღალია - დროა იფიქროთ ჯანმრთელობაზე. ინდექსი 26-29 მეტყველებს ზედმეტ წონაზე. 30-39 - გაცხიმოვნებაა. 40-ზე მეტი - სიტუაცია კრიტიკულთან ახლოსაა. გერმანელი მეცნიერების მონაცემებით, მსუქნებს შორის, რომელთა ინდექსია 40, მკერდის კიბოთი დაავადების შანსი 60%-ია, ხოლო დაბალი ინდექსის მქონეთათვის დაავადების რისკი მხოლოდ 19-25%-ია. თუ გსურთ მოიცილოთ ზედმეტი (სამი, ხუთი ან ათი) კილოგრამები, მაშინვე ჩნდება აზრი დიეტის შესახებ. თავიდან მოიცილეთ ფიქრი დიეტაზე. არავითარი აზრი არ აქვს ორკვირიან დიეტას. საკმარისია დაუბრუნდეთ ჩვეულ მდგომარეობას და ადვილად აკრეფთ დაკარგულ კილოგრამებს. როგორ მოვიქცეთ? უპირველეს ყოვლისა, შევიხედოთ მაცივარში. პირველი პირობა - თქვენს მენიუში უნდა იყოს ნაკლები ცხიმი. აქ საუბარია არა მხოლოდ იმ ცხიმზე, რომელიც თვალში გვხვდება (ცხიმიანი ხორცი, ქონი), არამედ "ფარულ" ინტერვენტებზე. ამის შემდეგ პროდუქტების შეძენისას შეისწავლეთ ეტიკეტი - ცხიმიანობის მაქსიმალურად დასაშვები ნორმაა 15%. უნდა შეგახსენოთ "ცხიმიანი" პროდუქტები - ეს მხოლოდ კარაქი არ არის, ეს არის ყველიც (50-60%-იანი ცხიმიანობა), მოხარშული და შებოლილი ძეხვეული. როცა შეამცირებთ ცხიმს თქვენს რაციონში, ნელ-ნელა გახდებით, მაგრამ სწორად. რა უნდა გქონდეთ რაციონში? უცხიმო ხორცი - საქონლის, ხბოს, ქათმის, უცხიმო თევზი, უცხიმო რძის პროდუქტები, და, რა თქმა უნდა, დიდი რაოდენობით ბოსტნეული - დღეში 5 ულუფა. სალათებს ნუ მოასხამთ მცენარეულ ზეთს ან მაიონეზს. ნაკლებად მიიღეთ ნახშირწყლები - შაქარი, გაზიანი სასმელები. ყავა მიიღეთ შაქრისა და რძის გარეშე. ასე ნელ-ნელა გადადით ჯანმრთელი ცხოვრების წესზე და გადაიყვანეთ მთელი ოჯახი. იმოძრავეთ! ნებისმიერი ფიზიკური ვარჯიში ამაგრებს გულს, ავარჯიშებს სისხლძარღვებს. მოსწყდით ტელევიზორს. ისეირნეთ პარკებსა და სკვერებში რეგულარულად. ეს არა მხოლოდ სასიამოვნოა, არამედ სასარგებლოც. ეს აუცილებელია კვირაში 3-ჯერ მაინც 1 საათით. დიეტოლოგებს მიაჩნიათ, რომ 100 კკალ ცხიმის დასაწვავად თქვენ გჭირდებათ სწრაფი სიარული 15 წუთით. ამ დროს 2500 ნაბიჯს გადადგამთ. ძალიან კარგად მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემის გაკაჟებაზე ცურვა და ველოსიპედი. თუ დროს ვერ გამონახავთ სპორტკლუბისთვის, მის შესაცვლელად გამოდგება ჩვეულებრივი დალაგების პროცესი და რეგულარული სქესობრივი კავშირი. ინტენსიურ, რთულ ვარჯიშებს მოერიდეთ. მეცნიერები გვირჩევენ, რომ გულის გაკაჟებისა და ცხიმის დაწვისთვის უმჯობესია დაბალი ინტენსივობის დატვირთვა, ხანგრძლივი სეირნობა. ივარჯიშეთ დილაობით კარგად განიავებულ ოთახში, ჟანგბადი საჭიროა ცხიმების დასაწვავად და ორგანიზმის ნორმალური მუშაობისთვის. მეტი სითხე! ცხოვრების ჯანსაღი წესის კიდევ ერთი ასპექტია სმის რეჟიმი. მიაქციეთ ყურადღება, რა რაოდენობის სითხეს სვამთ (არ იგულისხმება ჩაი, ყავა, გაზიანი სასმელები, არამედ სუფთა წყალი). უმჯობესია წყალი მიიღოთ დღის განმავლობაში საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. სამუშაო მაგიდაზე ყოველთვის დაიდგით ბოთლი სუფთა წყლით, სვით დროთა განმავლობაში. ეს დაგეხმარებათ ორგანიზმიდან წიდების გამოდევნაში. მოძებნეთ საკუთარ თავში ძალა და მიიღეთ გადაწყვეტილება იყოთ და დარჩეთ ჯანმრთელი, ეს ხომ მხოლოდ თქვენ არ გჭირდებათ, ეს სჭირდებათ თქვენს შვილებს, რომლებიც უკვე გყავთ და იმათაც, ვინც მომავალში გეყოლებათ.