რატომ ეშინიათ ქმრებს წარმატებული ცოლების - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ეშინიათ ქმრებს წარმატებული ცოლების

ხედავს რა, რომ ცოლი დამაჯერებლად მიიწევს წინ კარიერულ კიბეზე, კაცი იწყებს ფიქრს, რომ თვითონ ქალზე სულელია და საკუთარ თავს შეუმდგარ პიროვნებასთან აიგივებს. რათა არ დაუშვას თვითშეფასების დაქვეითება და არ დაკარგოს სხვა, ნაცნობი მამაკაცების თვალში პატივისცემა, არც ისე იშვიათად კაცი შორდება კიდეც იმ ქალბატონს, რომელშიც პოტენციურ კონკურენტს ხედავს. როგორი უნდა იყოს ქალის ტაქტიკა ამ შემთხვევაში? თუ ქალს სურს როგორც სამსახურის, ასევე საყვარელი მამაკაცის შენარჩუნება, მთელი შეგნებით უნდა შეეცადოს, სწორად ააგოს ქმართან ურთიერთობა. რა იგულისხმება ამაში? პირველ რიგში, არასოდეს მიუთითოთ თქვენს რჩეულს, რომ მასზე ჭკვიანი და წარმატებული ხართ. არასოდეს უსაყვედუროთ იმის გამო, რომ მისი კარიერა ნაკლებად წარმატებულია, ვიდრე თქვენი. ყოველთვის უნდა გაუსვათ ხაზი, რომ ცნობთ მის ინტელექტუალურ ლიდერობას. როდესაც თქვენი ქმარი სამსახურთან, კოლეგებსა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დაგიწყებთ საუბარს, ყურადღებითა და თანაგრძნობით მოუსმინეთ. მაშინ მამაკაცი იფიქრებს, რომ ქალთან "ეს ჩამორჩენა" მხოლოდ დროებითი მოვლენაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამით ნაკლებად დაიტანჯება.

"მე მისთვის ზედმეტი გავხდები"

თუ ქალი არ მუშაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მატერიალურად მთლიანად დამოკიდებულია მამაკაცზე. ასეთი მდგომარეობა აიძულებს, ასჯერ დაფიქრდეს, სანამ ქმარს მკვახედ და უხეშად შეეპასუხება ან რამეს დაიჟინებს. ასეთ შემთხვევაში მამაკაცის ლოგიკა ასეთია: თუ ქალს უნდა მუშაობა, ის დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის და შეიძლება დაშორდეს კიდეც. მამაკაცი საყვარელი ქალის კარიერული წინსვლის წინააღმდეგია, იმიტომ, რომ მისი დაკარგვის ეშინია. როგორ უნდა მოიქცეს ქალი? აგრძნობინეთ თქვენს რჩეულს, რომ ის იყო, არის და იქნება თქვენთვის ყველაზე საყვარელი და ძვირფასი ადამიანი. ხოლო კარიერა უპირველესად არის მხოლოდ საკუთარ თვალში თვითრეალიზაციის სურვილი. აუხსენით, რომ გნებავთ თავადვე, დამოუკიდებლად გამოიმუშაოთ საკუთარი ჯიბის ფული. ბოლოს და ბოლოს, თქვენი სამსახურის დაწყების სურვილის მტკიცე არგუმენტად მოიყვანეთ ისიც, რომ გინდათ თქვენს რჩეულს ამოუდგეთ მხარში, რათა ერთად ზიდოთ ოჯახის მძიმე უღელი. ასეთ შემთხვევაში მამაკაციც არ გაჯიუტდება და მომხრე იქნება თქვენი კარიერული წინსვლისა.

"სახლში უწესრიგობა და უსუფთაობა დაისადგურებს"

ნებისმიერი მამაკაცის ოცნებაა, შინ დაბრუნებულს დახვდეს მყუდრო, სუფთა, მოწესრიგებული ბინა, მოვლილი ბავშვები და სპეციალურად მისთვის მომზადებული ცხელი სადილი. ქალს, რომელიც არ მუშაობს, შეიძლება დავაკისროთ სახლთან დაკავშირებული ყველა პრობლემა და მოვალეობა. ასეთ დროს ქალიც ვეღარაფერს გააწყობს და აღარც დაეძებს ვინმეს, რომ სამეურნეო საქმეები გადაუნაწილოს. როგორ იმოქმედოს ამ დროს ქალმა? თუ თქვენ ბედი დაუკავშირეთ ერთგვარი "მოძველებული შეხედულებების" ადამიანს, მაშინ აუხსენით მას, რომ დღეისათვის საშინაო საქმეების დიდი ნაწილის შესრულება შეუძლია მანქანას, ხოლო თანამედროვე მამაკაცის ამოცანას წარმოადგენს, საკუთარი სახლი აღჭურვოს უახლესი ტექნიკით. კანონიერი უფლება გაქვთ იბატონოთ არა მარტო სამზარეულოში, არამედ სამსახურშიც. მაგრამ ამის გამო ქმარი არ უნდა გადაიყვანოთ მხოლოდ მაკარონის კერძებსა და კარდონის ჭიქებში მოთავსებულ 5-წუთიან სადილზე. თუ ვერ მოასწრებთ სადილის მომზადებას, რატომ არ შეიძლება შეუკვეთოთ სახლში მიტანით პიცა ან წახვიდეთ სასადილოდ რესტორანში?

"სამსახური ქალს საბოლოოდ მოუშხამავს სიცოცხლეს და გაუფუჭებს ნერვებს"

თუ ქალი სახლში ზის, ანჩხლი უფროსი არ გაუფუჭებს ხასიათს, ხოლო კოლეგები არ "მოპარავენ" იდეებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქალი ყოველთვის კარგ გუნება-განწყობაზე იქნება. ზოგიერთი მამაკაცი თავის რჩეულს მუშაობას უკრძალავს და ამას მასზე ზრუნვით ხსნის. რა ქნას ქალმა? მადლობა მოახსენეთ თქვენს საყვარელ მამაკაცს ასეთი ზრუნვისა და შეწუხებისთვის, მაგრამ აგრძნობინეთ, რომ სათბურის მცენარე არ ხართ. დაელაპარაკეთ და აუხსენით, რომ თქვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია მუშაობა, საზოგადოებაში გასვლა, დამარცხებისა და გამარჯვების განცდა. დიასახლისები უფრო ხშირად ვარდებიან დეპრესიაში ზუსტად იმის გამო, რომ მხოლოდ საკუთარ სახლზე ფიქრობენ.