შევხედოთ მამაკაცს მისივე თვალით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შევხედოთ მამაკაცს მისივე თვალით

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მამაკაცებს არავითარი საიდუმლო არ აქვთ. მათი იდუმალება მოჩვენებითია. მრავალ მამაკაცურ "საიდუმლოს" საფუძვლად კომპლექსები უდევს.

მამაკაცები ყველაზე მეტად შიშის შენიღბვას ცდილობენ. მათ დაბადებიდანვე უნერგავენ, რომ მამაკაცს არაფრისა არ უნდა ეშინოდეს. მშობლების სურვილი, აღზარდონ ძლიერი, საიმედო პიროვნება, სავსებით გასაგებია, მაგრამ შიში ბუნებრივი გრძნობაა ადამიანისათვის, და აი, იზრდება ბიჭუნა, რომელსაც, როგორც ყველას, ეშინია, მაგრამ ამას არავის უმხელს, საუკეთესო მეგობარსაც კი.

მამაკაცს ძალიან ეშინია, რომ ვერ მიაღწევს წარმატებას და ვერ გამდიდრდება (ქალებს ხომ მხოლოდ წარმატებული და მდიდარი მამაკაცები სჭირდებათ!), ვერ გაამართლებს ვიღაცის იმედს, მიატოვებენ, უღალატებენ, ვერ გაუგებენ...

მამაკაცს ქალზე ნაკლებად როდი აღელვებს თავისი გარეგნობა: ზედმეტი კილოგრამები, ნაოჭები, ჭაღარა, სიმელოტე... ასე რომ, მამაკაცის გულჩათხრობილობისა და აგრესიის მიღმა შესაძლოა ჩვეულებრივი კომპლექსები და შიშები იმალებოდეს.

ბევრისთვის შესაძლოა მოულოდნელი აღმოჩნდეს ის, რაც ახალგაზრდა მექალთანის საქციელის უკან დგას. საქმე ის კი არ არის, რომ მას ერთდროულად ბევრი ქალი სურს (თუმცა არც უამისობაა), - გულის სიღრმეში მას იმედი აქვს, რომ რაც უფრო მეტ ქალს გაიცნობს, მით უფრო მალე იპოვის იმ ერთადერთს, რომელიც ლამაზიც იქნება, სექსუალურიც და ჭკვიანიც, აჩუქებს სითბოს და სიყვარულს, იზრუნებს მასზე და ბედნიერ მამად აქცევს. ერთი სიტყვით, რა დაუჯერებელიც არ უნდა ჩანდეს, მას ჩვეულებრივი ადამიანი სურს და არა იდეალური სხეული ჟურნალის გარეკანიდან.

მამაკაცის ჭარბი სექსუალური აქტიურობის მიღმა ხშირად ცხოვრებისეული სირთულეები იმალება, - სექსი მას ყურადღების გადატანის საშუალებას აძლევს, - ამიტომ თუ მამაკაცმა საწოლში უცებ ჰიპერაქტიურობა გამოამჟღავნა, დაფიქრდით - შესაძლოა, მას თქვენი თანადგომა სჭირდებოდეს.

მამაკაცები თითქმის არასოდეს გაგრძნობინებენ, რომ დედობრივი სითბო სჭირდებათ. სინამდვილეში ყველაზე ძლიერ მამაკაცსაც კი აქვს მოთხოვნილება, ქალისგან დედობრივი სითბო იგრძნოს. "მამაკაცები ბავშვებს ჰგვანან" - ამ გამოთქმას აქვს რეალური, მყარი საფუძველი. ისინი მართლაც ბავშვური გატაცებით ეკიდებიან თავიანთ ჰობის, სიამოვნებით უყურებენ მულტფილმებს...

სიბნელის შიშს არც ერთი მამაკაცი არ აღიარებს. ბევრი მამაკაცი მეოცნებეა, თუმცა კი თავს მიწაზე მყარად მდგომ რეალისტად წარმოაჩენს. აი, დროში მოგზაურობაზე ან ჯადოსნურ ჯოხზე კი ოცნებობს პრაქტიკულად ყველა. ქალებს კარგად აქვთ შესწავლილი მამაკაცის სუსტი წერტილები:

  • მამაკაცები განიცდიან, როდესაც ქალებს მღელვარებას ამჩნევენ.
  • როდესაც ქალი ტირის, მამაკაცი იბნევა.
  • მამაკაცს რცხვენია საკუთარ გრძნობებზე საუბრის.
  • მამაკაცებს უყვართ ბავშვები, უბრალოდ, მათ არავინ ასწავლის, როგორ მოექცნენ პატარებს, ამიტომ მათთან პირისპირ დარჩენისას იბნევიან და ფრთხებიან.
  • ბევრ მამაკაცს უყვარს საუბარი, ჭორაობაც კი, თუმცა კი ამის აღიარება ძალიან უჭირთ.
  • ყველაზე კარგად აღზრდილი მამაკაციც კი გულში მაინც იგინება.
  • მამაკაცებს უყვართ აკრძალული ხილი (თუმცა, რა დასამალია, მასზე ქალებიც არ ამბობენ უარს).
  • ზოგიერთ მამაკაცს გულის სიღრმეში ძალიან უნდა გაიგოს, როგორია ქალად ყოფნა, მაგრამ ამას არასოდეს აღიარებს, რადგან ეშინია, რომ ამით საკუთარ ქალურ საწყისს გამოააშკარავებს.

მიუხედავად თავიანთი მრავალფეროვნებისა, ყველა მამაკაცს სურს, მისი საყვარელი ქალი კარგად იყოს და ამისათვის ყველაფერს აკეთებენ, მხოლოდ თავისებურად. მთავარია, რომ ყველას სურს, უყვარდეს და უყვარდეთ. ასე რომ, სანამ მამაკაცებს სჭირდებათ ქალები, ხოლო ქალებს - მამაკაცები, კაცობრიობას ბედნიერების დიდი შანსი აქვს.