მეორე ქმარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეორე ქმარი

შვილები პირველი ქორწინებიდან

ზოგი ქალი მეორედ გათხოვებისას შვილს ბებიასთან ტოვებს, ზოგს კი თან მიჰყავს. და აი, მას შემდეგ, რაც სამნი ერთ ჭერქვეშ აღმოჩნდებიან, დგება უწინდელი შეხედულებების გადაფასების დრო. შესაძლოა, მამაკაცს ჩვევების შეცვლა ან მათზე უარის თქმა მოუხდეს. მაგალითად, უმჯობესია, პატარასთვის მიუწვდომელ ადგილას შეინახოს ის ნივთები, რომელთა ხელის ხლებაც ბავშვს ეკრძალება. დედის ნივთები პატარამ რომც გააფუჭოს, დედა მაინც აპატიებს. საკითხავია, გააკეთებს თუ არა იმავეს ”უცხო ბიძია”, მიუხედავად ცოლისადმი დიდი სიყვარულისა და პატივისცემისა.

მამაკაცმა, ვიდრე გერის თანდასწრებით ცოლს მიუალერსებს, ბავშვის რეაქციაზე უნდა იფიქროს - ის შესაძლოა ატირდეს ან მათ შორის ადგილის დაკავება სცადოს.

მეორედ გათხოვებისას ქალები, როგორც წესი, ასეთ სტრატეგიას იყენებენ: თავიდან ”ძია” უბრალოდ ”მეგობარია”, შემდეგ კი ის უეცრად ”მამად” იქცევა და დედა-შვილის ტერიტორიაზე აღმოჩნდება. მიიჩნევა, რომ ასეთი სტრატეგია ბავშვისთვის დამზოგველია, მაგრამ მხოლოდ მიიჩნევა, სინამდვილეში ის არავისაც არ ზოგავს. ბავშვისთვისაც, დედისთვისაც და მამინაცვლისთვისაც ასეთი მკვეთრი გადასვლა სტრესია. უმჯობესია, შემუშავდეს ერთგვარი შეჩვევის სტრატეგია - მომავალმა ოჯახმა უქმეები ერთად გაატაროს, გაისეირნოს, რათა ბავშვი თანდათან შეეჩვიოს პოტენციურ მამინაცვალს.

მამის როლი

იმაზე, როგორ ექცევა მამა შვილს და რამდენად ერევა მის ცხოვრებაში, დამოკიდებულია ახალი ოჯახის ბედი. ყოფილი და ახლანდელი ქმრები იშვიათად პოულობენ საერთო ენას, ამიტომ შუამავლის ფუნქცია დედამ უნდა იკისროს.

ახალ ქმარს უნდა აუხსნათ, რომ ცუდი არაფერია იმაში, თუ მამა ბავშვზე უწინდებურად იზრუნებს. ამავე დროს, ყოფილ ქმარსაც უნდა გააგებინოთ, რომ მამინაცვალსაც აქვს ბავშვის ცხოვრებაში ჩარევის უფლება. სხვაგვარად მეორე ქმარს გააღიზიანებს, რომ ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს ვიღაც სხვა წყვეტს (თუნდაც ეს ”სხვა” მისი მშობელი მამა იყოს) და ადრე თუ გვიან საკუთარ როლზე დაფიქრდება: ვინ არის ის - ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ოჯახის ყველა წევრზე თუ უბრალოდ დედის ”კანონიერი საყვარელი”?

თუ მამაკაცმა განაგრძო სირაქლემას პოზაში ყოფნა, ეს საგანგაშო სიგნალია, რადგან როდესაც მას მოუნდება, საკუთარ თავზე აიღოს ოჯახის უფროსის როლი, დაუნანებლად დატოვებს ძველს და შექმნის ახალს, სადაც გადაწყვეტილებებს მხოლოდ ის და მისი მეუღლე მიიღებენ. ამიტომ ქალმა უნდა შეძლოს ბავშვის მამასა და მამინაცვალს შორის კონფლიქტის თავიდან აცილება, გაუნაწილოს მათ პასუხისმგე-ბლობა.

როდესაც მამინაცვალი, პირიქით, მეტისმეტად პასიურობს, ქალმა უნდა მიახვედროს, რომ ბავშვის აღზრდისას მასაც ისევე ეთქმის სიტყვა, როგორც დედას.

ნათესავებთან ურთიერთობა

მამაკაცი მეუღლესთან ერთად იძენს სიდედრს, სიმამრს, ცოლისდას, ცოლისძმას... მათ დიდი ტაქტი და მოთმინება უნდა გამოიჩინონ, რომ ახალი სიძე ყოფილს არ შეადარონ - მამაკაცებს ამით თავმოყვარეობა ელახებათ.

თავდაპირველად, ვიდრე ურთიერთობა არ დალაგდება, ცოლ-ქმარს შორის ყველა პრობლემა არ მოგვარდება და ოჯახური ცხოვრება მშვიდ და მყარ კალაპოტში არ ჩადგება, სჯობს, ნათესავებთან კონტაქტისგან თავი შეიკავოთ. არავინ ამბობს, რომ ნათესავები აუცილებლად ცუდები არიან; უბრალოდ ისინი აღვიძებენ ”ყოფილის” მოგონებებს, რაც ახალშექმნილი ოჯახისთვის, პირველ ხანებში მაინც, ზედმეტია.

როდესაც მამაკაცი მეორედ ქორწინდება, სიჩქარე არაფერს არგებს. ზოგჯერ სჯობს, დარჩე ერთგულ მეგობრად, ზოგჯერ საჭიროა დრო და გონიერება. მოიკრიბეთ მოთმინება - ასეთ სიტუაციაში ეს საუკეთესო გამოსავალია.