მამაკაცის საზაფხულო მოდის თავისებურებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის საზაფხულო მოდის თავისებურებები

არსებობენ მამაკაცები, რომელთაც საქმიანი კოსტიუმისა და საშინაო სპორტული ტანსაცმლის გარდა, სხვა ტანსაცმელი არ აქვთ. მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცს ყველა შემთხვევისათვის ჰქონდეს სამოსი განწყობის გათვალისწინებით. ასე ცხოვრებისაგან მეტი სიამოვნების მიღებაა შესაძლებელი და საკუთარი პერსონის მიმართ ყურადღების მიპყრობის საშუალებაცაა.

ყველას აქვს გარდერობში ჯინსები არაფორმალური შეხვედრებისთვის. ეს არის მამაკაცის გარდერობის ერთგვარი „მუსტ ჰავე“. მაგრამ მოდელიორები უფრო შორს წავიდნენ და შექმნეს ახალი მიმდინარეობა – „ტოტალ დენიმი“. უმჯობესია შევარჩიოთ ღია ლურჯი ტონალობის ჯინსი.

წლევანდელი ზაფხულის სეზონი სავსეა ნათელი და მკვეთრი ფერებით. მას შევხვდებით პერანგებში, შარვლებში, შორტებში, ზედა ჩასაცმელსა და კოსტიუმებში. ამგვარი ტანსაცმელი აუმჯობესებს განწყობას. მკვეთრი ფერები ტანსაცმელს განსაკუთრებულ შარმს სძენს. მთავარი ამ ტრენდში ზომიერებაა. სჯობს შევარჩიოთ ერთი სამოსი ამ ფერში და იგი შევავსოთ სხვადასხვა საბაზისო ნეიტრალური საგნებით. ასე ვიქნებით მოდურები, მაგრამ არა ქალურები.

წლევანდელ ზაფხულს მოდურია კომბინეზონები. წელს აქტუალურია მოგზაურის სტილი, რომელიც წარმოდგენილია რომანტიკული ლუქით თბილ ფერებში. აქვე შეიძლება განვიხილოთ შორტები მსუბუქი მაისურებით. მოდიდან არ გადის მუქი წითელი, შავი, ლურჯი, მუქი ყავისფერი, რუხის სხვადასხვა ტონალობა, ხაკისფერი.

მამაკაცის ტანსაცმელი „საფარის“ სტილში შესრულებულია მსუბუქი ჰაეროვანი ქსოვილებით. პოპულარულია ანიმალისტური პრინტებიც. ქვიშისფერი შორტები, შესაფერისი ტონის მსუბუქი ტრენჩით, მამაკაცს ყურადღების ცენტრში მოაქცევს. ამ სამოსს კარგად მიესადაგება რომაული სანდლები.

ნეიტრალური ტონის კოსტიუმს სასიამოვნოდ ეხამება ერთი ტონით მუქი ან ღია პერანგი. შესაძლებელია მკვეთრი ფერის კონტრასტული პერანგის ჩაცმაც. ასეთი კოსტიუმი მნიშვნელოვან დეტალებზე ყურადღების გამახვილების საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია, რომ ნეიტრალური ფერის კოსტიუმში მამაკაცი სრულად კომფორტულად იგრძნობს თავს. მისი ჩაცმა შესაძლებელია ოფიციალურ ღონისძიებებზე, საქმიან შეხვედრებზე, არაფორმალურ ან რომანტიკულ ვახშამზე.

გეომეტრიული პრინტები მამაკაცის სამოსის ძალიან საინტერესო გადაწყვეტაა. დიზაინერები აქტიურად იყენებენ ამ ტენდენციას და მთელი მიმართულებაც შექმნეს. ეს შეიძლება იყოს მცირე ზომის სხვადასხვა ფერის ფიგურები ან მთელ ტანსაცმელზე ერთი დიდი ფიგურა. სხვადასხვა ზომის ფართო ზოლები მთელ სიგრძეზე ქმნის დიდი სწორკუთხედების ილუზიას, შარვალი კი ამგვარი პრინტით ვიზუალურად აგრძელებს ფეხებს და სხეულს უფრო ლამაზად წარმოაჩენს.

თეთრ შარვალს მთელი რიგი უპირატესობები აქვს: ის მდიდრულად, ეფექტურად და სადღესასწაულოდ ჩანს. უნივერსალურია და კარგად ეხამება ნებისმიერ ფერსა თუ ტონალობას. არ გადადის მოდიდან, თუმც უარყოფითიც აქვს. თეთრი შარვალი ძალიან არაპრაქტიკულია. რთულია მისი ხშირად ტარება, ადვილად ისვრება. თავისთავად ცხადია, რომ უპირატესობები მეტი აქვს, ამიტომ უარყოფითსაც უნდა შევეგუოთ. თეთრი კოსტიუმი საერთოდ ელეგანტურობის პიკია. განსაკუთრებით, თუ მას დავამატებთ მკვეთრი ფერის პერანგს ან მაისურს.