ოფისის ეტიკეტის წესები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოფისის ეტიკეტის წესები

. არ გააღიზიანოთ კოლეგები იმით, რომ ვერ პასუხობთ მობილურ ტელეფონზე შემოსულ ზარებს. თუ ასე დაკავებული ხართ და საუბარი არ შეგიძლიათ, ჩართეთ ავტომოპასუხე. შეგიძლიათ, ტელეფონზე უხმო ან ვიბროზარის რეჟიმი დააყენოთ. თუ თქვენი რინგტონის მოსმენა კოლეგებს დღეში ორმოცჯერ უწევთ, მათ უმშვენიერესი მელოდიაც კი გამოიყვანთ მდგომარეობიდან.

. არ ღირს, დაუფარავად ისაუბროთ და თავი მოიწონოთ სამსახურებრივ ფრონტზე საკუთარი წარმატებებით.Kკოლეგებს საკუთარ მიღწევებზე ირიბად მიანიშნეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიმკვიდრებთ ტრაბახასა და თვითკმაყოფილი უზრდელის სახელს, რომლის მოცილებაც ძალიან გაგიჭირდებათ.

. თუ წახემსებას ოფისშივე აპირებთ, არც აქ გირჩევთ პრეტენზიულობას. ბუტერბროდი მისაღებია, ეგზოტიკური დელიკატესი კი ნამდვილად ზედმეტია.

. თუ ყავას ან ჩაის იმზადებთ, შესთავაზეთ კოლეგებსაც - ხომ არ გინდათ, ბაიყუშისა და ეგოისტის შთაბეჭდილება დატოვოთ?

. ნუ გააბამთ სიმპათიურ თანამშრომელთან რომანს მხოლოდ თავგადასავლისთვის, რადგან ამ ამბავს მეორე დღესვე ყველა გაიგებს.

. აკონტროლეთ საკუთარი ლექსიკა. ზედმეტი ფამილარობა მიზანშეწონილი არ არის. კოლეგებსა და კლიენტებთან საუბრისას ნუ გამოიყენებთ სლენგს, თორემ დატოვებთ არა სერიოზული მენეჯერის, არამედ დაბნეული კურიერის შთაბეჭდილებას.

. დაიმახსოვრეთ თანამშრომლებისა და კლიენტების სახელები - ასე უფრო იოლად დაიწყებთ საუბარს და თავიდან აიცილებთ უხერხულ სიჩუმეს, თანაც თანამოსაუბრეს თქვენდამი დადებითად განაწყობთ.

. დაძლიეთ მავნე ჩვევები, თუნდაც თამბაქოს წევა, კბილების ჩიჩქნა, კევის ღეჭვა.

. როდესაც რომელიმე კოლეგას ან ბოსს ესაუბრებით, ყურადღებით მოუსმინეთ. თუ შეგამჩნიეს, რომ მოსმენის ნაცვლად ღრუბლებში დაფრინავთ, არაკომპეტენტური და არაპროფესიონალი თანამშრომლის იარლიყს მოგაწებებენ.

. როდესაც კოლეგებთან ურთიერთობას მოაგვარებთ, შეიძლება ოდნავ მოეშვათ და ფორმალობა განზე გადადოთ, მაგრამ თანამშრომლებსა და უფროსთან პირველი შეხვედრისას ეცადეთ სერიოზული და კარგად აღზრდილი ადამიანის შთაბეჭდილება მოახდინოთ.

. მეგობრული ხელის ჩამორთმევა საუკეთესო საშუალებაა შეხვედრის დასრულებისათვის. არ დაგავიწყდეთ, მადლობა გადაუხადოთ თანამოსაუბრეს, რომ დრო დაგითმოთ და გაუცვალოთ სავიზიტო ბარათი, თუ ვითარება ამას მოითხოვს.

. ყველაფერი, რაც სამსახურთან არის დაკავშირებული, ოფისის გარეთაც კი კონტროლის ქვეშ უნდა დარჩეს: ქცევაში - არავითარი უკიდურესობა, საქმიან ლანჩზე დროულად მიდით, ხოლო შეხვედრის ორგანიზებისას სადილის საფასურის გადახდის საკითხი წინასწარ შეათანხმეთ.

. ურიგო არ იქნება, თუ შეხვედრისას რამდენიმე წუთი განყენებულ თემებზე, თუნდაც ამინდზე ან საფეხბურთო მატჩზე ისაუბრებთ. ასე მოსაუბრეს უფრო დადებითად განაწყობთ და საუბარიც უფრო უშუალო გახდება.

. ოფისგარე საქმიანი ურთიერთობის კიდევ ერთი ფორმაა კონფერენცია. ახალი ნაცნობობის გაბმა აქაც საჭიროა. პირველი შთაბეჭდილება მეტად მნიშვნელოვანია - ჩაცმულობა და საუბრის სტილი ოფიციალური უნდა იყოს. თუ სიტყვით გამომსვლელმა დაგაინტერესათ, გამოსვლის დასრულების შემდეგ გაესაუბრეთ და განიხილეთ გამოსვლის თემა. ასე ახალ ნაცნობსაც შეიძენთ.

შეგიძლიათ, კონფერენცია თქვენს სფეროში მომუშავე სხვა კომპანიების წარმომადგენელთა გასაცნობადაც გამოიყენოთ. ასეთი ნაცნობობა მომავალში გამოგადგებათ.

. დაბოლოს, კორპორაციული საღამოები. დაიმახსოვრეთ მთავარი წესი: ბევრი არ დალიოთ, თორემ არა მარტო რეპუტაციას, არამედ დაწინაურების შესაძლებლობასა და თავად ადგილსაც კი შეიძლება გამოეთხოვოთ.

. ნუ დაივიწყებთ ტრადიციებს. მიულოცეთ კოლეგებს ღირსშესანიშნავი თარიღები და თქვენი დაბადების დღეც არავის დაავიწყდება.

როგორც ხედავთ, ქცევის წესები საკმაოდ მარტივია, მათი დაცვა არც ერთ კარგად აღზრდილ, განათლებულ ადამიანს არ გაუჭირდება. ეს კოლეგებსა და შეფთან ურთიერთობას გაგიადვილებთ, დაგეხმარებათ, საყვარელი, ყურადღებიანი, გულისხმიერი ადამიანის შთაბეჭდილება მოახდინოთ.