ორსულობის დაგეგმვა... მამაკაცებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსულობის დაგეგმვა... მამაკაცებისთვის

ამჟამად არსებობს ბავშვის დაბადებისთვის მომავალი მშობლების მოსამზადებელი უამრავი პროგრამა და სკოლა, სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მშობიარობის პროცესში მამის აქტიური მონაწილეობა დადებითად მოქმედებს მეუღლეთა ურთიერთობაზე და ბავშვის მიმართ მამობრივი გრძნობის ჩამოყალიბებაზე. მამას, რომელმაც მეუღლესთან ერთად "გაიარა" მთელი ორსულობა და საკუთარ ტყავზე იწვნია მშობიარობის სიმძიმე, თავიდანვე არ ეშინია შვილის ხელში აყვანისა, შესანიშნავად ესმის მისი ენა, ერთი სიტყვით, სამი ადამიანისგან შემდგარ ოჯახში არა სტუმარი, არამედ სრულფასოვანი მასპინძელია. ორსულობის დაგეგმვისას აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ ბავშვის გაჩენა მარტო ქალის კი არა, ცოლ-ქმრის საქმეა, ამიტომ ორსულობის დაგეგმვაში მამის მონაწილეობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია როგორც მისი მეუღლისა და მომავალი ბავშვისთვის, ასევე მისთვისაც. ბავშვზე ზრუნვაში შუა გზიდან ჩართვა ისევე შეუძლებელია, როგორც წარმატებით სწავლა საბავშვო ბაღიდან პირდაპირ მეხუთე კლასში შესვლისას.

 

რას ნიშნავს მამაკაცის მიერ ორსულობის დაგეგმვა?

ბავშვი ჯანმრთელი რომ დაიბადოს, ჩასახვისთვის ორივე მშობლის ორგანიზმი მზად უნდა იყოს, ამიტომ ვიდრე ჩასახვაზე დაიწყებდეთ ფიქრს, საჭიროა, მიხვიდეთ ექიმთან, გამოიკვლიოთ ჯანმრთელობა და თუ საჭიროა, განიკურნოთ დაავადებებისგან, რომლებსაც შეუძლია ხელი შეუშალოს ჯანმრთელი ახალშობილის დაბადებას. გარდა ამისა, ჩასახვამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ორგანიზმი უნდა მომაგრდეს ვიტამინებით, მიკროელემენტებით, პირველ რიგში, ფოლიუმის მჟავათი.

 

აუცილებელი გამოკვლევები

ყოველმა მამაკაცმა, ისევე როგორც ქალმა, რომელიც ორსულობას გეგმავს, უნდა ჩაიტაროს გამოკვლევები და გაიკეთოს ის ანალიზები, რომლებსაც ექიმი ინდივიდუალურად შეურჩევს.

 

აუცილებელი ანალიზები

  • აუცილებელია სისხლის ჯგუფისა და რეზუს-ფაქტორის განსაზღვრა, რათა შემოწმდეს, ხომ არ არის მეუღლეებს შორის ჯგუფისა და რეზუსის შეუთავსებლობა. თუ ქალს რეზუსდადებითი სისხლი აღმოაჩნდა, მაშინ ქმრისთვის მის განსაზღვრას აზრი არ აქვს, მაგრამ თუ ქალი რეზუსუარყოფითია, აუცილებელია მამაკაცის რეზუსის შეფასებაც. თუ მამაკაციც რეზუსუარყოფითი აღმოჩნდა, პრობლემა არ წარმოიშობა, ხოლო თუ დადებითია, წყვილმა უნდა გაიაროს სპეციალური გამოკვლევა და იმყოფებოდეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მთელი ორსულობის განმავლობაში, რადგან სისხლის შეუთავსებლობა ნაყოფისთვის სახიფათოა.

შეუთავსებლობა მოსალოდნელია, როდესაც:

  1. ქალს აქვს I ჯგუფის სისხლი, ხოლო მამაკაცს - ნებისმიერი სხვა ჯგუფისა;
  2. ქალს აქვს II ჯგუფის სისხლი, ხოლო მამაკაცს - III ან IV ჯგუფისა;
  3. ქალს აქვს III ჯგუფის სისხლი, ხოლო მამაკაცს - II ან IV ჯგუფისა.
  • სისხლის ჯგუფისა და რეზუსფაქტორის დადგენასთან ერთად მამაკაცმა, ისევე როგორც მისმა მეუღლემ, უნდა გაიკეთოს სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, ანალიზი შაქარზე და შარდის ანალიზი.
  • მომავალი მამისთვის აუცილებელია გამოკვლევა ფარული ინფექციების გამოსავლენად (უწინარეს ყოვლისა, რასაკვირველია, იგულისხმება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები - ციტომეგალოვირუსი, ტრიქომონიაზი, გონორეა და სხვა). ეს ინფექციები იოლად გადაედება იმუნიტეტდასუსტებულ ადამიანს, ორსულობა კი საკმაოდ ასუსტებს იმუნურ სისტემას, ამიტომ თუ მამაკაცს ფარული ინფექცია აღმოაჩნდა, ქალს რომც არ ჰქონდეს, დიდია ალბათობა, მასაც გადაედოს, ეს კი პრობლემებს შეუქმნის როგორც დედას, ასევე ბავშვსაც.
  • მამაკაცმა უნდა ჩააბაროს ანალიზები ბავშვთა ინფექციების - ქუნთრუშას, წითურას, ყბაყურას ანტისხეულებზე. თუ არ აღმოაჩნდა, სასურველია, ჩატადეს პროფილაქტიკური აცრები, რათა თავიდან ავიცილოთ ამ ინფექციებით დასნებოვნება.
  • ასევე სასურველია მამაკაცისთვის გრიპის აცრა, თუ მოსალოდნელი ორსულობა ემთხვევა გრიპის შესაძლო ეპიდემიას.
  • მომავალ მამას ანდროლოგთან კონსულტაციის დროს სპერმოგრამაზეც აგზავნიან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მამაკაცისთვის, რომელსაც ჩასახვასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.

სპერმოგრამა სპერმის გამოკვლევაა, რომლის მეშვეობითაც ექიმი აფასებს მამაკაცის სპერმის ხარისხს და მის განაყოფიერების ფუნქციას.

 

ცხოვრების წესი

ორსულობის დაგეგმვისას ცხოვრების ჯანსაღი წესი აუცილებელია არა მარტო მომავალი დედისთვის, არამედ მამისთვისაც. რატომ, ადვილი მისახვედრია: ჯანმრთელი ბავშვი რომ ჩაისახოს, აუცილებელია ჯანმრთელი სპერმა, მისი ფორმირებისთვის კი საჭიროა ჯანმრთელი ორგანიზმი. მიკროელემენტების დეფიციტი, ორგანიზმის ინტოქსიკაცია, ავიტამინოზი - ეს ყველაფერი აქვეითებს სპერმის ხარისხს და უშუალო გავლენას ახდენს მომავალ ბავშვზე.

 

რა უნდა გააკეთოს მამამ, რომ ჩანასახი სათანადოდ განვითარდეს?

რა საოცარიც უნდა იყოს - იგივე, რასაც აკეთებს დედა - მიიღოს ვიტამინები და ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატები, უარი თქვას მავნე ჩვევებზე და მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს.

 

მოდი, შევაჯამოთ ზემოთქმული:

დაგეგმილ ორსულობამდე ნახევარი წლით ადრე აუცილებელია ცოლმაც და ქმარმაც მიიღონ ფოლიუმის მჟავა - ეს შეამცირებს ნაყოფის განვითარების მანკების ალბათობას. გარდა ამისა, მამაკაცმა აუცილებლად უნდა მიიღოს ვიტამინების კომპლექსი, რათა მისი ორგანიზმი ჩასახვის მომენტისთვის არ განიცდიდეს ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების დეფიციტს. მან ასევე უნდა მიიღოს იოდის, რკინის და სხვა იმ მინერალური ნივთიერებების შემცველი პრეპარატები, რომელთა უკმარისობასაც გამოავლენს ანალიზები. ჩასახვამდე 2-3 თვით ადრე მომავალმა მამამ თავი უნდა დაანებოს სიგარეტსა და ალკოჰოლს. ეს მინიმალური ვადაა საიმისოდ, რომ ორგანიზმი ტოქსინებისაგან გათავისუფლდეს. რასაკვირველია, ეს ნარკოტიკულ საშუალებებსა და ძლიერმოქმედ მედიკამენტებსაც ეხება. საზოგადოდ, რაც უფრო ნაკლები ქიმია მოხვდება ორგანიზმში ამ დროს, მით უკეთესია ბავშვისთვის. ასევე მნიშვნელოვანია სრულფასოვანი კვება და დოზირებული ფიზიკური დატვირთვა - სირბილი, სიარული, ცურვა და სხვა.

 

დაბოლოს...

მამაკაცზე ბევრად არის დამოკიდებული მეუღლის მდგომარეობა და განწყობა. ქალი ამ დროს გამუდმებით მომავალ ბავშვზე ფიქრობს, ამიტომ მასზე ზრუნვა ქმრის მოვალეობაა. მარტივად რომ ვთქვათ, ცოლ-ქმარმა უნდა მისდიოს ფორმულას: "ცოლი ზრუნავს ბავშვზე, ხოლო ქმარი - ცოლზე". ამ დროს მომავალი მამის ამოცანაა, შექმნას სახლში ბედნიერებისა და მზრუნველობის ისეთი ატმოსფერო, რომელშიც სიამოვნებით შემოაბიჯებს ოჯახის ახალი წევრი - მისი შვილი.