როგორ შევარჩიოთ მამაკაცის ფეხსაცმლის ფერი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევარჩიოთ მამაკაცის ფეხსაცმლის ფერი

თანამედროვე მოდა იძლევა ბოტასების ელეგანტურ შარვალთან, ოქსფორდების კი ჯინსებთან შეხამების საშუალებას. თუმცა, არასწორად შერჩეულმა ფერმა შეიძლება სასაცილოც კი გახადოს იმიჯი.

ცხადია, არ შევცდებით, შავ ფეხსაცმელს შავ შარვალს თუ შევუხამებთ. ეს კლასიკური, თუმცა, მოდის თვალსაზრისით, მოსაწყენი კომბინაციაა. როდესაც მამაკაცის გარდერობში სხვადასხვა ფერის ტანსაცმელია, მხოლოდ ერთი წყვილი ფეხსაცმლით ფონს ვერ გავალთ.

  • მუქი ფერის ფეხსაცმელი ღია ტონთან შედარებით გაცილებით ეფექტურია. თანაც მუქ ფერთან მეტი კომბინაციაა შესაძლებელი;
  • ერთ ფერში გადაწყვეტილი ფეხსაცმელი უკეთესად გამოიყურება, ვიდრე ფერადი;
  • საყურადღებოა არა მარტო ფერი, სტილიც. შოკოლადისფერი ოქსფორდები შავზე ეფექტურია, შავი დერბი კი ყავისფერს სჯობს.
  • თეთრი ოქსფორდებისგან განსხვავებით, თეთრი ბოტასები უკეთესად ჩანს ნებისმიერ სპორტულ ტანსაცმელთან;
  • შეეცადეთ, ფეხსაცმელი ყოველთვის მოწესრიგებული გქონდეთ. ის არა მარტო ლამაზი იქნება, დიდხანსაც მოგემსახურებათ;
  • მკვეთრი ფერის ფეხსაცმელს ტანსაცმელი ნეიტრალური ფერისა უნდა შეურჩიოთ.

ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ფერების შეხამება:

შავი ფერის ფეხსაცმელი მამაკაცის გარდერობისთვის ყველაზე ოპტიმალურია. სტილისტები ამტკიცებენ, რომ შავი ოქსფორდები უფრო ელეგანტური ვარიანტია, თუმცა, ტანსაცმლის შეხამებაა უფრო რთული და არჩევანიც – მწირი. შავი ოქსფორდები უხდება ელეგანტურ შარვალს და საერთოდ არ შეეფერება ჯინსებს.

შავი ფეხსაცმელი კარგი არჩევანია საქმიანი სტილისა და ფორმალური ღონისძიებებისთვის, ის კარგად ეხამება ნაცრისფერ და მუქ ლურჯ ტონებს.

არაფორმალურ ტანსაცმელთან არაფორმალური დიზაინის ფეხსაცმელი უნდა შეირჩეს. ფერად შარვალს შავი ფეხსაცმელი არ უხდება, ისევე როგორც შორტებს.

ყავისფერი ტონების მრავალფეროვნება ყოველგვარი სიტუაციისთვის გამოსადეგი ფეხსაცმლის არჩევის საშუალებას იძლევა (ყველაზე მკაცრი დრეს-კოდების გარდა). ყავისფერი ფეხსაცმელი ინდივიდუალობის შექმნაში დაგვეხმარება. ყავისფერი ტონი რაც მეტად ღიაა, მით მეტად არაფორმალური შეიძლება იყოს ჩაცმის სტილი.

ასეთი ფეხსაცმელი კარგად ეხამება ე.წ. ჩინოს შარვალს. მთავარია, ფეხსაცმლისა და შარვლის ფერები არ შეერიოს ერთმანეთს. სხვაობა უნდა იყოს რამდენიმე ტონი.

თბილი ყავისფერი კარგი ვარიანტია ლურჯ შარვალთან ან იასამნისფერ ჯინსებთან. მაგრამ ასეთი ფეხსაცმელი არაფორმალური უნდა იყოს.

მკვეთრი წითელი. ბევრი მამაკაცი ვერ ბედავს გარდერობში წითელი ფერის ფეხსაცმლის ჩართვას. წარმატებული შეხამებისას შეიძლება საკმაოდ საინტერესო ლუქიც კი გამოვიდეს. ეს სეზონის მოდური გადაწყვეტაა. ექსტრავაგანტობის თავიდან ასაცილებლად აირჩიეთ ჩვეული მოდელი.

ცხადია, წითელი ფერის ფეხსაცმელი არ მოუხდება საქმიან კოსტიუმს, მაგრამ წარმატებით ეხამება ჩინოსს, ჯინსს, კოსტიუმის შარვალს.

ყოველდღიურ ლუქს შეავსებს ლოფერები. მისი ჩაცმა შეიძლება, მაგალითად, ზაფხულის შარვალთან. წითელი ფერის სპორტული ფეხსაცმელიც ძალიან ეფექტური და მოდურია.

რუჯის ფერი – საკმაოდ პოპულარულია ამ ფერის ნატის ფეხსაცმელი, მაგრამ მის ტარებას მხოლოდ არაფორმალურ ტანსაცმელთან გირჩევთ.

რუჯის ფერის (ზომიერად გაჯერებული ყავისფერი) ფეხსაცმელი წარმატებით ეხამება ნებისმიერი ტონის ჯინსებს და ჩინოსებს. თუ ფეხსაცმელი თასმების გარეშეა, მაგალითად, ლოფერები, მისი ჩაცმა შორტებთანაც შესაძლებელია.

ლურჯი – კლასიკურ ვარიანტად ამ ფერის ფეხსაცმელი არ გამოდგება, მაგრამ ტანსაცმლის არაფორმალურ დეტალებთან კომბინაციით სავსებით შესაძლებელია საინტერესო და ინდივიდუალური მოდელის შექმნა.

ლურჯი წარმატებით ავსებს საინტერესო ტექსტურის ზედაპირს. ცუდი არ იქნება ყოველდღიურ შავ სამოსთან კომბინაცია. საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს ლურჯი ნატის ფეხსაცმელი ჩინოს შარვალთან.

ლურჯი დეზერტის ფეხსაცმელი შესანიშნავი ვარიანტია ჯინსთან. ის ცოტა უხეშია და ელეგანტურ ნოტებსაც შეიცავს.

თეთრი კედები

მინიმალიზმის სტილის თეთრი კედები პრაქტიკულად ნებისმიერ ტანსაცმელს უხდება, გარდა მკაცრი კოსტიუმებისა და ფორმალური სტილისა. განსაკუთრებით წარმატებით ეხამება ჯინსებს, გრძელსახელოიან პოლოს, შორტებსა და ჩინოსებს.

თეთრი კედების ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ ადვილად ისვრება და სულ უნდა ვატაროთ სველი ხელსაწმენდები ან სპეციალური მოსავლელი საშუალებები.

ფერადი ბოტასები

არც ისე დიდი ხნის წინ ფერადი ბოტასები მხოლოდ სპორტულ დარბაზებში სავარჯიშოდ თუ გამოდგებოდა, ახლა მოდა მის ხმარებას ითვალისწინებს ქუჩაში და სამსახურშიც კი, მთავარია, სწორი კომბინაცია. მკვეთრი ფერის ფეხსაცმელი, როგორც აღვნიშნეთ, უნდა შევუხამოთ ნეიტრალური ტონის ტანსაცმელს. შესანიშნავად ეხამება ბოტასებს ჯინსები (შავიდან თეთრამდე).

მამაკაცის ფეხსაცმლის სტილისა და ფერის მრავალფეროვნების მიუხედავად, კომბინაციის საიდუმლოს ცოდნით მარტივად შეიძლება ეფექტური და მოდური იერის შექმნა.